კენდრიკ ლამარმა ახალი ალბომი – GNX გამოსცა

ლამარი 2025 წელს დიდი სიახლეებით იწყებს: გარდა ალბომის გამოცემისა, ის სუპერ ბოულის მუსიკალური შოუს ჰედლაინერი იქნება.

22 ნოემბერს კენდრიკ ლამარმა ახალი სინგლი, GNX გამოუშვა და ნამუშევარი ყოველგვარი ანონსის გარეშე ჩაეშვა სტრიმინგ-სერვისებზე.  

მაგრამ, ამით ყველაფერი არ დასრულებულა. რეპერმა ამის შემდეგ 12-ტრეკიანი ალბომი GNX პლატფორმა pgLang-ის მეშვეობით გაავრცელა.  

ახალი ალბომის ფარგლებში კენდრიკ ლამარმა SZA-სთან ითანამშრომლა. Luther მშვიდი ჟღერადობის ტრეკია, ხოლო სინგლში სახელწოდებით Dot გამოყენებულია Debbie Deb-ის სიმღერის, When I Hear Music-ის სემპლი. 

ალბომის გავრცელებამდე აქტიურად ვრცელდებოდა ხმები, რომ კენდრიკი დრეიკთან ხმაურიანი  დაპირისპირების შემდეგ ახალ ალბომზე მუშაობდა. GNX არის ლამარის პირველი ალბომი მას შემდეგ, რაც არტისტმა 2022 წელს Mr. Morale & the Big Steppers გამოუშვა. ნამუშევარმა პირველ კვირაში Billboard 200-ის წამყვანი პოზიცია დაიკავა. 

ლამარი 2025 წელს დიდი სიახლეებით იწყებს: გარდა ალბომის გამოცემისა, ის სუპერ ბოულის მუსიკალური შოუს ჰედლაინერი იქნება. 

ალბომის გამოშვებამდე, კენდრიკ ლამარმა უკვე მოიპოვა გრემის შვიდი ნომინაცია, რომელთაგან ხუთი მისი ჰიტის, Not Like Us-ისთვის მიიღო.

მოუსმინეთ კენდრიკ ლამარის ახალ ალბომს GNX.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

შემდეგი სტატია

Starring Georgia ახალ თარიღს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნახეთ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური სიმღერის ვიდეოკლიპი, რომელშიც მესი და მბაპე მონაწილეობენ

შაკირასა და Burna Boy-ს მიერ შესრულებული სიმღერის ვიდეოში კიდევ არაერთი საფეხბურთო ვარსკვლავის კამეოს შეხვდებით.
მეტი

ჰარი სტაილსმა 2026 წლის IVOR NOVELLO-ს დაჯილდოებაზე ტომ იორკს ჯილდო გადასცა და მას ემოციური სიტყვა მიუძღვნა

ჰარი სტაილსმა 2026 წლის IVOR NOVELLO-ს დაჯილდოებაზე ტომ იორკს ჯილდო გადასცა და მას ემოციური სიტყვა მიუძღვნა
მეტი

ოზი ოსბორნი ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ციფრული ავატარის სახით ბრუნდება

„ავატარი შეძლებს ფანებთან ინტერაქციას, მოძრაობას, საუბარს და ისე მოქცევას, როგორც ნამდვილი ოზი.”
მეტი