კანადის პრემიერმინისტრმა ტორონტოში, ტეილორ სვიფტის Eras Tour-ის კონცერტზე იცეკვა

ჯასტინ ტრუდომ ტეილორ სვიფტის Eras Tour-ის ტორონტოს კონცერტზე თავისი საცეკვაო უნარები გამოავლინა.
ტეილორ სვიფტი
Emma McIntyre/TAS24/Getty Images

22 ნოემბერს კანადის პრემიერ-მინისტრი და მისი ოჯახი სუპერვარსკვლავის, ტეილორ სვიფტის შოუს დაესწრნენ. კონცრტი Rogers Centre-ში მიმდინარეობდა. მაყურებლის მიერ გადაღებულ ვიდეოში ტრუდო შოუს დროს ტეილორ სვიფტის სცენაზე გამოსვლამდე ცეკვავს. Rogers Centre-ში  ჟღერდა სვიფტის სიმღერა You Don’t Own Me.  კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს, რომ კონცერტის დაწყებამდე ტრუდო ტეილორ სვიფტის ფანებთან ე.წ. მეგობრობის სამაჯურებს ცვლის.

Rogers Centre-ში ეს სვიფტის მეხუთე შოუ იყო. 23  ნოემბერს კი არტისტმა ამ სივრცეში თავისი ბოლო კონცერტი გამართა. ამის შემდეგ ტეილორ სვიფტო ვანკუვერში, BC Place-ში გადაინაცვლებს, სადაც Eras Tour-ს დახურავს. BC Place-ში სამი საფინალო კონცერტი გაიმართება. შოუები 6-8 დეკემბერს ჩატარდება.  

ტორონტოს 23 ნოემბრის  შოუზე სვიფტმა დიდი ხნის ნანატრი მუსიკალური ნომერი შეასრულა. მან სიმღერები Cassandra, Mad Woman და I Did Something Bad გააერთიანა. 

ტორონტოში ჩატარებული კონცერტების სერიის დროს სვიფტმა გრემის ექვს ნომინაციაზეც ისაუბრა, მათ შორის წლის ალბომის ნომინაციაზე, რომელიც The Tortured Poets Department-ისათვის მიიღო. „თქვენ რაღაც საოცარი გააკეთეთ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში,“ – უთხრა სვიფტმა Rogers Centre-ში შეკრებილ მაყურებელს. „ვგულისხმობ იმას, თუ როგორ მიიღეთ The Tortured Poets Department. ეს ალბომი ძალიან ემოციური იყო ჩემთვის, რადგან ის Eras Tour-ის დროს დავწერე. ალბომზე მუშაობის პროცესს თქვენგან საიდუმლოდ ვინახავდი,” – აღნიშნა პოპ ვარსკვლავმა.

სვიფტმა ასევე ისაუბრა ალბომის იმ წარმატებაზე, რაც ნამუშევარმა Billboard-ის ჩარტებში მოიპოვა. 

„თქვენ ამ ალბომს ექვსი გრემის ნომინაცია მოაპოვებინეთ. ეს უბრალოდ დაუჯერებელია, დიდი მადლობა თქვენ ამისთვის!“ – მიმართა ტეილორ სვიფტმა აუდიტორიას. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კვირის ახალი მუსიკალური რელიზები

შემდეგი სტატია

ბიონსე და კელი როულენდი Death Becomes Her-ის ბროდვეის პრემიერას  Destiny’s Child-ის მესამე წევრის, მიშელ უილიამსის მხარდასაჭერად დაესწრნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი