ელტონ ჯონის ახალი ცვილის სკულპტურა  „მადამ ტიუსოს“ მუზეუმის სივრცეში ტექნიკურად  ერთ-ერთი ყველაზე რთული ფიგურაა

ფიგურა მუსიკოსს ჰაერში, გრავიტაციისგან თავისუფალ გარემოში ასახავს.

ლონდონის „მადამ ტიუსოს“ ცვილის ფიგურების მუზეუმმა სტრუქტურულად რთული ფიგურა წარადგინა. Rocket Man – ასე ჰქვია ელტონ ჯონის ფიგურას, რომელიც მუსიკოსს  ჰაერში, გრავიტაციისგან თავისუფალ გარემოში ასახავს. 

ფიგურა 20 დეკემბერს წარადგინეს. ის სიმბოლურად გამოხატავს  ელტონ ჯონს მისი კარიერული აღმავლობის ეტაპზე. სკულპტურა შთაგონებულია 1975 წლის Midsummer Music-ის ერთდღიან ფესტივალზე შესრულებული მუსიკალური პერფორმანსით. ფიგურა ხელებით პიანინოს ეხება, ძვირფას ქვებით მორთულ კოსტიუმშია გამოწყობილი და მუსიკოსის იმიჯისათვის დამახასიათებელი ექსტრავაგანტური სათვალეები უკეთია.

„ელტონ ჯონი ნამდვილი ცოცხალი ლეგენდა და განსაკუთრებული პიროვნებაა. სწორედ ამიტომ, ვიცოდით, რომ ამ ფიგურის შექმნისთვის განსაკუთრებული ძალისხმევა იყო საჭირო,“  – განაცხადა „მადამ ტიუსოს“ ლონდონის მუზეუმის მენეჯერმა სტივ ბლექბერნმა. „ელტონის ფენომენალური სცენური ხასიათის გადმოცემა რთული ამოცანა იყო, თუმცა შედეგად მივიღეთ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკურად რთული ფიგურაა, რაც დღემდე შექმნილა,” – აღნიშნა სტივ ბლექბერნმა.

როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრი მომღერალი „მადამ ტიუსოს“ მუზეუმის ხელოვანებთან ჯერ კიდევ 1976 წელს თანამშრომლობდა, როდესაც მისი პირველი ფიგურის შესაქმნელად ზომები აიღეს.  

„მადამ ტიუსოს“ ლონდონის მუზეუმში ელტონ ჯონის ფიგურა ახლა ისეთი საკულტო ვარსკვლავების გვერდით დგას, როგორიცაა ბიონსე, ედ შირანი, დუა ლიპა, ემი უაინჰაუსი, ფრედი მერკური და დევიდ ბოუი.

არტისტის წვლილი მუსიკალურ სამყაროში მრავალმხრივ არის აღიარებული. მას სხვადასხვა დროს მიუძღვნეს საფოსტო მარკების კოლექცია, გადასცეს უამრავი ჯილდო. მუსიკოსზე ასევე გადაღებულია ბიოგრაფიული ფილმი Rocketman.

2023 წელს ელტონ ჯონის ხუთწლიანი გამოსამშვიდობებელი საკონცერტო ტური ყველაზე მაღალშემოსავლიან ტურნედ დასახელდა. არტისტმა 330 კონცერტი გამართა და ტურნემ საერთო ჯამში 939.1 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. ტურნეს დროს ჯონის კარიერული შემოსავლები 2 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა, რაც მას ყველაზე მაღალშემოსავლიან სოლო არტისტად აქცევს ისტორიაში. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯო ბაიდენმა BMF-ის თანადამფუძნებელი Southwest T შეიწყალა

შემდეგი სტატია

საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი