ლედი გაგასა და ბრუნო მარსის დუეტი Billboard Hot 100-ის ლიდერია

„მიხარია, რომ მალე გაიგებთ, თუ რა მაქვს კიდევ თქვენთვის მარაგში,” – უთხრა გაგამ ფანებს.
ლედი გაგა Joker: Folie a Deux-ის პრემიერაზე
Kevin Winter/GA/The Hollywood Reporter via Getty Images

ლედი გაგასთვის 2025 წელი წარმატებულად დაიწყო. მისი და ბრუნო მარსის დუეტი Die With a Smile ამ კვირის Billboard Hot 100-ის პირველ ადგილზე გავიდა, რისთვისაც მომღერალმა ტიკტოკზე ფანებს მადლობა გადაუხადა.

გაგამ ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ამბობს: „ძალიან მადლიერი ვარ, რომ ჩემი სიმღერა Die With a Smile, ჩემს მეგობარ ბრუნო მარსთან ერთად, Hot 100-ის პირველ ადგილზეა. არ მჯერა, რომ იმ სამი ათწლეულის განმავლობაში, რაც მუსიკას ვქმნი, თითოეულ დეკადაში Hot 100-ის ორი ლიდერი სიმღერა მაქვს. მადლობა, რომ მისმენთ, ცეკვავთ და თქვენს ხელოვნებას ჩემი ხელოვნების გვერდით ქმნით.”

Die With a Smile ლედი გაგამ და ბრუნო მარსმა 2024 წლის 16 აგვისტოს გამოსცეს. სიმღერა მალევე გახდა Billboard Global 200-ის ლიდერი, სადაც რვა კვირა გაატარა. 

ახლა კი, ამ მიღწევით, ლედი გაგას Hot 100-ის ლიდერი სიმღერების რაოდენობამ უკვე ექვსს მიაღწია. როგორც ვიდეოში თავად აღნიშნა, მას ახლა უკვე ჩარტის ორ-ორი ლიდერი სიმღერა აქვს სამ სხვადასხვა დეკადაში – 2000-იანებში, 2010-იანებსა და 2020-იანებში. ეს შედეგი აქამდე მხოლოდ ჯენეტ ჯექსონსა და მაიკლ ჯექსონს ჰქონდათ. 

მომღერლის შემდეგი ნაბიჯი მისი რიგით მეშვიდე ალბომი უნდა იყოს, რომელშიც Die With a Smile შევა. ალბომის გამოსვლას, რომლის მთავარი სინგლიც ოქტომბერში გამოცემული Disease იქნება, თებერვალში ელოდებიან. 

„ძალიან მიხარია, რომ ეს სიმღერა ჩემს ახალ ალბომშია,” – ამბობს გაგა ვიდეოში. „და ასევე მიხარია, რომ მალე გაიგებთ, თუ რა მაქვს კიდევ თქვენთვის მარაგში.”

გამომწერებს მადლობა გაგამ ინსტაგრამზეც გადაუხადა, სადაც მომღერალმა სელფი გამოაქვეყნა და დაწერა: „მადლობა, რომ Die With A Smile Hot 100-ის პირველ ადგილზე აიყვანეთ! გვიყვარხართ და მადლიერები ვართ თქვენი. სიურრეალურია ის, რომ სამი ათწლეულის განმავლობაში ჩარტის რამდენიმე ლიდერი სიმღერა მაქვს. სავსე ვარ თქვენი სიყვარულითა და მხარდაჭერით, რომელსაც დასაწყისიდანვე მაგრძნობინებთ,” – წერს მომღერალი.

ნახეთ ლედი გაგას ვიდეო:

@ladygaga Thank you for making me #1 ♬ Die With A Smile – Lady Gaga & Bruno Mars
Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Post Malone - 2024 წლის 7 ივნისს, ნიუ იორკში. ფოტო: ნინა ვესტერველტი

Post Malone-მა ჰიუსტონის ბარში მომუშავე მარტოხელა დედას 20, 000 დოლარი გადასცა

შემდეგი სტატია

იგი პოპი Tyler, the Creator-ს “ნამდვილ ძველი სკოლის ტალანტს” უწოდებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლევან შანშიაშვილი - მუსიკოსი

ლევან შანშიაშვილი – მცენარეების იმპულსებით შექმნილი მელოდია, რომელიც არასდროს მეორდება

„ხეები ჩემთვის მუდამ იდუმალებით იყვნენ მოცულნი, მათში სიცოცხლის ამოუხსნელი აზრის განსახიერებას ვხედავდი. სწორედ ამიტომ, ტყე იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ყველაზე მეტად ვუახლოვდებოდი ყოფიერების სიღრმისეულ არსსა და მის განმაცვიფრებელ კანონზომიერებას“. - კარლ გუსტავ იუნგი.
მეტი

საბრინა კარპენტერის Met Gala-ს კაბა კინოფირისგან შეიქმნა

ფირზე აღბეჭდილი კადრები იყო 1954 წლის ფილმიდან „საბრინა“, რომელიც მომღერალმა თავის ყველა დროის ერთ-ერთ საყვარელ ფილმად დაასახელა.
მეტი
Charli xcx - ერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2026 წლის 14 თებერვალი, გერმანია. Arturo Holmes/Getty Images

Charli xcx-მა ახალი სიმღერის, Rock Music-ის თიზერი გაავრცელა, თუმცა განაცხადა რომ როკ-ალბომზე არ მუშაობს

„არასდროს მითქვამს, რომ როკ-ალბომზე ვმუშაობდი“, - განმარტავს Charli xcx, გასულ თვეს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.
მეტი