Eurythmics-ის კლიპმა Sweet Dreams (Are Made of This), YouTube-ზე ერთ მილიარდ ნახვას გადააჭარბა

ეს დუეტის პირველი ვიდეოა, რომელიც YouTube-ის ე.წ. „მილიარდიან კლუბში” მოხვდა.
Eurythmics, ენი ლენოქსი, დეივ სტიუარტი – Sweet Dreams (Are Made Of This)
Courtesy Photo

Eurythmics-ის მუსიკალურმა ვიდეომ, რომელიც გადაღებულია 1983 წლის კლასიკურ ჰიტზე Sweet Dreams (Are Made of This), YouTube-ზე ერთ მილიარდ ნახვას გადააჭარბა. ეს ბრიტანული სინთ-პოპ დუეტის პირველი ვიდეოა, რომელიც YouTube-ის ე.წ. „მილიარდიან კლუბში” მოხვდა.

კრის ეშბრუკის რეჟისორობით გადაღებული მუსიკალური ვიდეო იწყება ჯგუფის წევრის, ენი ლენოქსის კადრით. მისი პერსონაჟი საკონფერენციო დარბაზში დეივ სტიუარტთან საქმიან შეხვედრაზე იმყოფება. კლიპში დასამახსოვრებელია ენი ლენოქსის იმიჯი, რომელიც ელეგანტურ ანდროგენულ კოსტიუმშია გამოწყობილი. 

Sweet Dreams (Are Made of This) იყო ჯგუფის 1983 წლის მეორე ალბომის ბოლო სინგლი და ყველაზე ცნობილი ტრეკი. სიმღერამ Billboard-ის Hot 100-ის ჩარტში პირველი ადგილი, ხოლო Dance Club Songs-ის ჩარტში მეორე ადგილი დაიკავა. სიმღერა RIAA-ს მიერ ოქროს სერტიფიკატით დაჯილდოვდა. სიმღერის ქავერ ვერსია არაერთმა ცნობილმა არტისტმა და ჯგუფმა შექმნა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

არიანა გრანდე „ოქროს გლობუსის” ნომინაციების გამოცხადების დროს, ბევერლი ჰილზი 2024 წლის 17 დეკემბერი. ფოტო კევინ უინტერი

არიანა გრანდეს თქმით, ოდრი ჰეპბერნის შესახებ ბიოგრაფიული ფილმი იდეალური უნდა იყოს

შემდეგი სტატია

არიანა გრანდე, ბილი აილიში და სხვა ვარსკვლავები ლოს-ანჯელესში გაჩენილ მასშტაბურ ხანძარს ეხმიანებიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

ელისონ უანდერლენდი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საპატიო მისიისთვის შეარჩიეს

„ღმერთო ჩემო, ახლახან ‘ადიდასმა’ მომმართა, რომ ავსტრალია-პარაგვაის მატჩზე მოედანზე ბურთი მე გავიტანო,” - წერს ავსტრალიერი დიჯეი და პროდიუსერი.
მეტი

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი