DIACI მუსიკალურ ინდუსტრიაში პოდკასტების საშუალებით ქალ არტისტთა გარშემო მიმდინარე პროცესებს იკვლევს და აღწერს. 13 იანვარს პლატფორმის სოციალურ ქსელში კომპილაციური ალბომის – „ქალები ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ“ შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა. ალბომი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებს ეხმიანება, სადაც 31 ქართველი ქალი არტისტია გაერთიანებული.
„ბილბორდ საქართველო“ სრულად გთავაზობთ DIACI-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას:
„არასამართლიანი არჩევნების შემდეგ არალეგიტიმური მთავრობის მხრიდან ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს ფართო მასშტაბიანი სამოქალაქო წინააღმდეგობა მოყვა. საქართველოს არალეგიტიმური მთავრობა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის საშუალებით მოქალაქეების წინააღმდეგ სადამსჯელო ზომებს მიმართავს. აქტიურად ცდილობს კრიტიკული აზრის ჩახშობას, მიტაცებული აქვს მედია, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც პროპაგანდის მთავარი მაწარმოებელია; დაიწყო პოლიტიკური ნიშნით ადამიანების სამსახურებიდან გათავისუფლება.
28 ნოემბრის შემდეგ დაკავებულ 400-ზე მეტ ადამიანს, ასევე მედიის წარმომადგენლებს, აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანებები. ადგილი ჰქონდა ძალოვნების მხრიდან წამების და სხვა არასათანადო მოპყრობის ფაქტებს, არა მხოლოდ დაკავებისას, არამედ გადასაყვან მანქანებსა და განყოფილებებშიც. დაკავებულ ქალებს გაუპატიურებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. მრავლობითი დაზიანებების გამო დაკავებულთა უმრავლესობის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
ძალის გადამეტების და უსამართლო ქმედებების გამო დღემდე არავინ დასჯილა – პირიქით, სისტემა ახალისებს მოძალადეებს!
ჩვენ არ შევეგუებით უსამართლობას და დაუსჯელობის სინდრომს. სამართლიანობა და თავისუფლება ჩვენი უფლებაა. ჩვენი სოლიდარობა და შეუპოვრობა იქნება ცვლილებების მთავარი ძალა. თავისუფლება უსამართლოდ დაკავებულ რეჟიმის პატიმრებს. სოლიდარობა თანამებრძოლებს. პასუხისგება ყველა მოძალადეს. ძალა ხალხშია.
ალბომის გაყიდვიდან Bandcamp-ზე შეგროვებული თანხა სრულად მოხმარდება პროტესტის საჭიროებებს.“ – ნათქვამია განცხადებაში.
კომპილაციური ალბომში „ქალები ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ“ მონაწილე არტისტები არიან:
Aine Merme – Forehead [Mother Sun]
Ani Zakareishvili -Resist
Anka Odishelidze – kvela gadis shens meti
Anman, Anuka Kipshidze – Vanilla
Anna Jordania – Dge da Game
Anuka Kipshidze -Mona
Deena – Needy
EKNR – Vote
Eleon – Mshobliuro Miwav
Gabiskiriamalia – ACAB
Keren Batok (LESHI)- Vetting Before Revolt
Kesa Lumina – Barrier Breaker
Ketrevani – უშრეტი და უქრობელი
Kiosk Ensemble- Slumber
Lua – Fuck
Masho Goes – Matriarchal propaganda
Meme – Read me WRONG
Nana.ios – Unknown
Nino Dava- Choros
NixNoies – Lurji Dana
Nuka Gabunia – Golden Hour
Purple Flame – U Cant Jail Revolution
Snail – Shavleგოგო
Sophie Villy – Flow
sTia – Muted by Defaults
Tamo Nasidze – Doll
Tina – Data Incoming
Tindra – საჭე
YADA – Attack
Kiosk Ensemble – კომპოზიტორი, ვოკალი – Natalie Beridze; ფორტეპიანო – Tamro Kordzaia; Keyboard – Russudan Meipariani; ჩანაწერი და მიქსინგი: Marcel Babazadeh, Atelier Klang und Raum.