Starring Georgia-ს 2025 წლის მუსიკალურ სეზონს ლეგენდარული Guns N’ Roses გახსნის

Starring Georgia-ს პირველი ღონისძიება 30 მაისს შეკვეთილში, „ციცინათელას” ტერიტორიაზე გაიმართება
Starring Georgia-ს ფარგლებში საქართველოში Guns N’ Roses-ის კონცერტი გაიმართება

ქვეყნის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ღონისძიებების სერიის, Starring Georgia-ს ახალი ეტაპი იწყება.  წელს პროექტი კიდევ უფრო მასშტაბური სახითა და ბევრი სიახლით ბრუნდება. 

პროექტის პირველი ღონისძიება ლეგენდარული როკ-ბენდის, Guns N’ Roses-ის კონცერტი 30 მაისს, „ციცინათელას” ტერიტორიაზე გაიმართება და წარმოდგენა 40 000 მელომანს დაიტევს. ახალი ლოკაცია გურიის რეგიონს კიდევ უფრო მეტ ტურისტს შესძენს, სხვადასხვა ასაკისა და გემოვნების მსმენელს კი სრულიად ახალ მუსიკალურ გამოცდილებას შესთავაზებს. სწორედ ამიტომ,  წლევანდელი Starring Georgia-ს კამპანიის სახელწოდებაა „გურია მთავარ როლში.”

„გვიხარია, რომ სეზონის პირველ ღონისძიებას წლის დასაწყისში ვაანონსებთ და გაძლევთ შესაძლებლობას, უკეთ დაგეგმოთ თქვენი მუსიკალური მოგზაურობა, რომელიც გვიანი გაზაფხულიდან დაიწყება!

აჰყევით ვარსკვლავებს 30 მაისს, ამჯერად ციცინათელას პარკში. Starring Georgia-ს 2025 წლის მუსიკალურ სეზონს როკმუსიკის ისტორიაში ლეგენდარული ბენდი Guns N’ Roses გახსნის. ამ ღონისძიების დაანონსებით Starring Georgia-ს პროექტის კიდევ ერთი ეტაპი იწყება, რომელიც წელს კიდევ უფრო მასშტაბური იქნება და სხვადასხვა ასაკისა თუ გემოვნების მსმენელს საუკეთესო მუსიკალურ გამოცდილებას შესთავაზებს. 

Guns N’ Roses ლოს-ანჯელესში დაარსებული როკბენდია, რომელიც უკვე 40 წელია, რაც როკმუსიკის ოლიმპოს მთაზე დამსახურებულ ადგილს არავის უთმობს. კლასიკური როკის ჟღერადობის მეტალის ხასიათთან საინტერესო შეზავებითა და საოცრად ენერგიული ლაივ შოუების დამსახურებით, ამერიკული ბენდი დღემდე არ კარგავს თავის სტატუსსა და მნიშვნელობას. ათეულობით მილიონი გაყიდული ალბომი და მსოფლიოს ყველაზე დიდ სტადიონებსა თუ საკონცერტო დარბაზებში გამართული ტურნეებიც კი ვერ გამოხატავს სრულად იმ მემკვიდრეობას, რომელსაც Guns N’ Roses-ის შემოქმედება იტევს. საბედნიეროდ, ამ ყველაფრის ნაწილი მალე საქართველოც გახდება და ეს დიდი ამბების მხოლოდ დასაწყისია,“ – აღნიშნულია  „ბლექ სი არენას“ მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

აღსანიშნავია, რომ Guns N’ Roses-ის გარდა ციცინათელას სცენაზე ამერიკული როკ ბენდი Rival Sons წარდგება, რომელიც მთავარი არტისტის მოწვეული ბენდია. 

„ბლექ სი არენას“ თქმით, ბილეთების გაყიდვა 20 იანვარს, 11:00 საათზე, პლატფორმა TKT.ge-ზე დაიწყება. თუმცა Starring Card-ის მფლობელებს, Pre Sale-ის საშუალებით, ბილეთების ლიმიტირებული რაოდენობის შეძენა ორი დღით ადრე, 18 იანვარს, 11 საათიდან შეეძლებათ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, პროექტ Starring Georgia-ს კამპანიის მთავარი მიზანი უცვლელი რჩება: ხელმისაწვდომი გახადოს ქართველი ახალგაზრდებისთვის საკუთარ ქვეყანაში მათი საყვარელი მუსიკოსების მოსმენა, განავითაროს ქვეყნის გასართობი ინდუსტრია და ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციას.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

შემდეგი სტატია

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი