კლუბი Mtkvarze: „თავისუფლება მზია ამაღლობელს და ყველა იმ თანამებრძოლს, ვისაც უსამართლოდ წაართვეს თავისუფლება!”

„სოლიდარობას ვუცხადებთ უსამართლო სასამართლოს მიერ დატყვევებულ ყველა უდანაშაულო მოქალაქეს, რომლებიც ქვეყნის მომავლის გადარჩენისთვის ბრძოლაში რეჟიმმა საპყრობილეში გამოკეტა,” – წერია გამოქვეყნებულ პოსტში.
Mtkvarze
Mtkvarze IG

კლუბი Mtkvarze განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც მიმდინარე პროტესტს ეხმიანება და დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვს. პოსტი ასევე ეხმიანება ონლაინ გამოცემების – „ნეტგაზეთისა” და „ბათუმელების” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობას.

„სიძულვილზე დაფუძნებული, ძალაუფლებისა და ფინანსური ინტერესების შესანარჩუნებლად წარმართული პოლიტიკის ფონზე, უკვე 63 დღეა, თბილისის ქუჩებში პროტესტის ხმა არ წყდება. საპროტესტო ტალღა მოედო ყველა სფეროს და არნახული გამოხატვის მრავალფეროვნებით, ყოველდღიურად ჯიუტად მოვითხოვთ რეჟიმის მიერ დატყვევებული თანამოქალაქეების გათავისუფლებას და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს. 

სოლიდარობას ვუცხადებთ უსამართლო სასამართლოს მიერ დატყვევებულ ყველა უდანაშაულო მოქალაქეს, რომლებიც ქვეყნის მომავლის გადარჩენისთვის ბრძოლაში რეჟიმმა საპყრობილეში გამოკეტა. 

თავისუფლება მზია ამაღლობელს და ყველა იმ თანამებრძოლს, ვისაც უსამართლოდ წაართვეს თავისუფლება!” – წერია ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში. 

მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს. ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისათვის სილის გაწვნის გამო მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას გულისხმობს. დაკავებულს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მედიის ინფორმაციით, მზია ამაღლობელი მე-18 დღეა შიმშილობს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გიორგი გიგაშვილის კონცერტი დუბაიში Steinway Prizewinner Concerts-ის ფარგლებში გაიმართა

შემდეგი სტატია

მირიან ხუხუნაიშვილი ვროცლავის ოპერის მუსიკალურ ხელმძღვანელად დაინიშნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Modular friends 011

Modular Friends – მოდულარული სინთეზისა და ვიზუალური ხელოვნების ცოცხალი დიალოგი Synthesia Lab-ში

17 მაისს Synthesia Lab-ში Modular Friends-ის მე-11 გამოშვება გაიმართება. ეს არის ღონისძიება, რომელიც მოდულარულ სინთეზს, იმპროვიზაციულ მუსიკასა და აუდიო-ვიზუალურ ხელოვნებას აერთიანებს.
მეტი
Bzikebi eurivision.com

საქართველოს  წარმომადგენელი ჯგუფი „ბზიკები” ევროვიზია 2026-ზე დღეს წარდგებიან

12 მაისს ავსტრიის დედაქალაქში ევროვიზია 2026-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ვენა ევროვიზიის საიუბილეო, 70-ე კონკურსს მასპინძლობს.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Matthew Rolston

მაიკლ ჯექსონის ისტორიული რეკორდი: 70-იანი წლებიდან დღემდე, ყოველ ათწლეულში, ის Billboard 200-ის ათეულში ხვდება

მაიკლ ჯექსონის საუკეთესო ჰიტების კრებული - Number Ones მომღერლის მე-11 ტოპ-ათეულში შესული ალბომი გახდა.
მეტი

Moby ბილი აილიშის შესახებ: „შვილები რომ მყავდეს, ვეტყოდი, რომ ბილისგან აეღოთ მაგალითი“

Moby-ს ეს შეფასება მოჰყვა ბილი აილიშის ბოლოდროინდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ „ხორცის ჭამა თავისთავად არასწორია“.
მეტი

„ბილბორდმა” ლოს-ანჯელესის პრესკლუბის სამხრეთ კალიფორნიის ჟურნალისტიკის დაჯილდოებაზე შვიდი ნომინაცია მოიპოვა

ნომინაციები მოიცავს სხვადასხვა კატეგორიას, მათ შორის ფოტოგრაფიას, მხატვრულ სტატიებსა და კულტურის ახალ ამბებს.
მეტი