კენდრიკ ლამარმა გრემი დასავლეთ სანაპიროს ლეგენდარულ არტისტებს მიუძღვნა

მან ახალგაზრდა არტისტებს ხელოვნების ამ ჟანრის პატივისცემისკენაც მოუწოდა
კენდრიკ ლამარი გრემის 67-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე. Crypto.com Arena - ლოს-ანჯელესი, 2025 წლის 2 თებერვალი. ფოტო: ვალერი მაკონი/AFP Getty Images
კენდრიკ ლამარი გრემის 67-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე. Crypto.com Arena – ლოს-ანჯელესი, 2025 წლის 2 თებერვალი. ფოტო: ვალერი მაკონი/AFP Getty Images

კენდრიკ ლამარმა წლის საუკეთესო ჩანაწერისთვის გრემი მიიღო, რის შემდეგაც Crypto.com Arena-ს სცენაზე, წლის საუკეთესო სიმღერის (Not Like Us)  კატეგორიაში გრემის მისაღებად კვლავ წარდგა. 

ჯილდო კენდრიკ ლამარს ლეგენდარულმა მუსიკოსმა დაიანა როსმა გადასცა და თავისი ემოციური გამოსვლით მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსაც შეეხო.

„როგორ შევინარჩუნოთ ბალანსი დღესასწაულსა და მწუხარებას შორის? მაშინაც კი, როცა ჩვენი სული განსაცდელშია, მუსიკა სახლში გვაბრუნებს. თქვენ მარტო არ ხართ! ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ, ჩემი გული თქვენთან არის.“ –  მიმართა დაიანა როსმა აუდიტორიას.

კენდრიკ ლამარი გრემის მიღებისას სიტყვით გამოვიდა და დასავლეთ სანაპიროს ლეგენდარული არტისტების მიმართ პატივისცემა გამოხატა: „მინდა, პატივი მივაგო დასავლეთ სანაპიროს ყველა შემსრულებელს: G Malone, Problem, Bad Lucc, K-Bo, Daylyt… ესენი ის ადამიანები არიან, რომლებმაც შთამაგონეს გავმხდარიყავი ის, ვინც დღეს ვარ.  და ბოლოს, არაფერია უფრო ძლიერი, ვიდრე რეპი. რაც არ უნდა იყოს, ჩვენ ვართ კულტურა.“

სიტყვით გამოსვლის ბოლოს, კენდრიკ ლამარმა ახალგაზრდა არტისტებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილი გააჟღერა:

„ყველა ახალბედა არტისტს მინდა ვუთხრა, – როგორც ჩემმა ძმამ, Punch-მა თქვა, უბრალოდ, ვიმედოვნებ, რომ პატივს სცემთ ამ ხელოვნებას. ეს თქვენ მიგიყვანთ იქ, სადაც უნდა იყოთ.“ – აღნიშნა კენდრიკ ლამარმა. 

2 თებერვალს გამართულ გრემის დაჯილდოებაზე ნომინაციებით ბიონსე ლიდერობდა,  ის 11 სხვადასხვა კატეგორიაში იყო წარდგენილი. შვიდ-შვიდი ნომინაციით მეორე ადგილზე იყვნენ Charli XCX, ბილი აილიში, თავად კენდრიკ ლამარი და Post Malone.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კენდრიკ ლამარის ჰიტმა – Not Like Us წლის ჩანაწერის ნომინაციაში გრემი მიიღო

შემდეგი სტატია

კრის მარტინი გრემის 67-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე Crypto.com Arena-ს სცენაზე - 2025 წლის 2 თებერვალი, ლოს ანჯელესი. ფოტო: ემი სუსმანი /Getty Images

კრის მარტინმა სიმღერა All My Love-ის შესრულებით გარდაცვლილ მუსიკოსებს პატივი მიაგო

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი