ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
ნატალია ნაყოფია
Can’t Wait

ნატალია ნაყოფიამ სიმღერების Can’t Wait და Carry On  ლაივ სესიების ვიდეოები გამოაქვეყნა. Can’t Wait მომღერალმა ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაწერა. როგორც ნატალია ნაყოფია Billboard Georgia-სთან საუბრისას აღნიშნავს, ეს სიმღერა ლაივ სესიის ფორმატში ჩასაწერად მან და ნიკოლოზ რაჭველმა ერთად შეარჩიეს. აღსანიშნავია, რომ Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა. ამავე სესიის ფარგლებში ჩაიწერა Colchis, რომელიც ნატალია ნაყოფიამ 2024 წლის სექტემბერში გამოუშვა. ვიდეოები Leno Records-ის სივრცეშია გადაღებული.  

ნატალია ნაყოფია:

„მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო იყო. ძალიან რთულია ამდენი მუსიკოსი ერთ სარეპეტიციო სივრცეში გაერთიანდეს, ამიტომ ჩვენ ყველა – ნიკოლოზ რაჭველი, ორკესტრი და მე ჩემს ბენდთან ერთად – ცალ-ცალკე ვემზადებოდით ჩაწერისთვის. როცა სტუდიაში ჩასაწერად მივდიოდით, ყველა მზად უნდა ყოფილიყო, რაც საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა იყო, მაგრამ ამავდროულად, მნიშვნელოვანი გამოცდილებაც. ჩაწერის პროცესი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. დიდი ბედნიერებაა, რომ ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრთან მუშაობის გამოცდილება მომეცა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის მომენტი, როცა შენი მუსიკა შენ თვალწინ გარდაიქმნება და ამ პროცესში ასეთი მუსიკოსები იღებენ მონაწილეობას. უნდა აღვნიშნო გადამღები ჯგუფი, რომელმაც თავისი პროფესიონალიზმით ძალიან კომფორტული გარემო შექმნა ჩვენთვის. ვიდეოს შემოქმედებითი ნაწილი, მისი მხატვრული ვიზუალი, სწორედ ამ ჯგუფის პროფესიონალიზმის დამსახურებაა.“  

კიდევ ერთი ვიდეო, რომელიც ნატალია ნაყოფიამ ახლახან წარადგინა, სიმღერის Carry On ლაივ სესიის ჩანაწერია. Carry On მომღერალმა თავის ბენდთან ერთად ჩაწერა. როგორც ნატალია ნაყოფია ჩვენთან საუბრისას ამბობს, ამავე დღეს კიდევ ერთი სინგლის ლაივ სესიის ვიდეო ჩაიწერა, რომელსაც მსმენელს მალე გაუზიარებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

A$AP Rocky-ს უდანაშაულოდ ცნობის შემდეგ, A$AP Relli-მ დუმილი დაარღვია

შემდეგი სტატია

Break Records – ახალი ლეიბლი ქართულ მუსიკალურ ბაზარზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი