ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ოფიციალურად  განქორწინდნენ

წყვილი განქორწინებაზე იანვრის დასაწყისში შეთანხმდა.
ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი Amazon Studios-ის ფილმის AIR მსოფლიო პრემიერაზე. ლოს-ანჯელესი, 2023 წლის 27 მარტი. Rodin Eckenroth / FilmMagic
ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი Amazon Studios-ის ფილმის AIR მსოფლიო პრემიერაზე. ლოს-ანჯელესი, 2023 წლის 27 მარტი. Rodin Eckenroth / FilmMagic

Associated Press-ის ინფორმაციით, ლოს-ანჯელესის საოლქო უზენაესი სასამართლოს მიხედვით, ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის განქორწინების აქტი 21 თებერვალს დასრულდა. სამართლებრივად, ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი ახლა უკვე თავისუფალ პირებად ითვლებიან. წყვილი განქორწინებაზე 6 იანვარს შეთანხმდა.

სასამართლო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა განქორწინების საკითხი მედიაციის გზით სექტემბერში მოაგვარეს, რამაც მათ საშუალება მისცა, ხანგრძლივი სასამართლო დავები თავიდან აეცილებინათ.

წყვილი თავდაპირველად ერთმანეთს 2002 წელს, ფილმ Gigli-ს გადაღებაზე შეხვდა. ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი მალევე დაინიშნნენ, თუმცა 2004 წელს დაგეგმილი ქორწილი გააუქმეს. თითქმის ორი ათწლეულის შემდეგ, 2021 წელს, მათ ურთიერთობა კვლავ აღადგინეს და 2022 წელს იქორწინეს.

„არასოდეს მიფიქრია, რომ ჩვენ ისევ ერთად ვიქნებოდით, უბრალოდ ვერ ვუშვებდი იმ აზრს, რომ ჩემთვის რაღაც საოცარი აღარ არსებობდა, მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია ზოგჯერ საკმაოდ რთული იყო,  მე ყოველთვის ღრმად მჯეროდა, რომ ბოლომდე არ უნდა დავნებებულიყავი.“ –  განუცხადა ჯენიფერ ლოპესმა Billboard-ს 2024 წლის თებერვალში,  ფილმ  This Is Me… Now: A Love Story-ს გამოსვლამდე, რომელიც მათი აღდგენილი ურთიერთობის ისტორიას გვიყვება.

მომღერალმა და მსახიობმა ბენ აფლეკთან განქორწინების მოთხოვნა ქორწინებიდან დაახლოებით ორი წლის შემდეგ შეიტანა. საწყის განცხადებაში ჯენიფერმა განქორწინების თარიღად 2024 წლის 26 აპრილი დაასახელა, დაშორების მიზეზად კი „შეურიგებელი უთანხმოება“ მოიხსენია.

განქორწინების შეთანხმების დოკუმენტების მიხედვით, წყვილი ქონებისა და აქტივების გაყოფის პირობებზე შეთანხმდა. ორივემ უარი თქვა ალიმენტებზე და მედიატორ ლორა ვასერის მეშვეობით მიღწეული შეთანხმების სამართლებრივი ხარჯები თანაბრად გაიყვეს. ვარსკვლავი ოფიციალურად სამართლებრივ სახელს – ჯენიფერ აფლეკს შეიცვლის და პირვანდელ სახელს, ჯენიფერ ლოპესს დაიბრუნებს.

ჯენიფერი მანამდე ოხანი ნოასთან, კრის ჯადსა და მარკ ენტონისთან იმყოფებოდა ქორწინებაში. მას ორი შვილი ჰყავს. ბენ აფლეკი კი წარსულში ჯენიფერ გარნერზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც სამი შვილი ჰყავს.

2024 წლის ოქტომბერში, ბენ აფლეკთან დაშორების შემდეგ, ჯენიფერ ლოპესმა საკუთარ განცდებზე ისაუბრა და განმარტა, როგორი მნიშვნელოვანია მისთვის თავისუფლად ყოფნა:

„ჩემთვის ვფიქრობ: ჯანდაბა, ეს ზუსტად ისაა, რაც მჭირდებოდა, მადლობა ღმერთს, ბოდიში რომ ამდენი ხანი დამჭირდა ამის გასააზრებლად. ბოდიში იმისთვის, რომ ამდენჯერ მომიწია ამ გაკვეთილის გავლა. მეორე ან მესამე შემთხვევაზე ალბათ უნდა მესწავლა, თუმცა ამას ახლა მივხვდი. აღარავის ვეძებ, რადგან ბოლო 25-30 წლის განმავლობაში ხშირად აღმოვჩნდი საკმაოდ რთულ სიტუაციაში. ჩემს თავს ვეუბნები, თუ რას გავაკეთებ, როცა მარტო მე ვიქნები. მინდა მარტო ვიფრინო, რა მოხდება, თუ უბრალოდ თავისუფალი ვიქნები.” განუცხადა ჯენიფერ ლოპესმა  Interview-ს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯესიკა სიმპსონი 2024 წლის 4 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. Rodin Eckenroth/Getty Images

ჯესიკა სიმპსონი ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველ ალბომს და ახალ სინგლს Use My Heart Against Me-ს უშვებს

შემდეგი სტატია

ტიმოთი შალამე, სელენა გომესი და სხვები – ნახეთ 2025 SAG Awards-ის გამარჯვებულები

შეიძლება დაგაინტერესოთ

დონალდ ტრამპი და Kid Rock , 2023 წლის 16 დეკემბერი, ლას ვეგასი. ფოტო: შონ ჰეფი

Kid Rock-მა დონალდ ტრამპზე ინაუგურაციის დროს ისაუბრა და ის თავის ერთ-ერთ სიმღერას, American Badass-s შეადარა

ინტერვიუს დროს მზის სათვალით, ლუდით და სიგარით ხელში Kid Rock-მა ახალი პრეზიდენტის მისამართით დადებითად ისაუბრა
მეტი
The Warner Music Group/Blavatnik Family Foundation სოციალური სამართლიანობის ფონდი | Courtesy Photo

Warner Music-ის სოციალური სამართლიანობის ფონდი ლოს-ანჯელესის ტყის ხანძრების დახმარებისთვის მილიონ დოლარს გამოყოფს

ფონდი ლოს-ანჯელესის ორგანიზაციებს, საგანგებო სამსახურში მომუშავე პირებსა და მუსიკის ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანებს მხარდაჭერას უცხადებს
მეტი

სასტუმრო „ტელეგრაფში” ლეგენდარული Rolling Stone Magazine-ის მუსიკალური სივრცე გაიხსნება

„ტელეგრაფი”, რომელიც მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ქსელის The Leading Hotels of The World-ის წევრია, სტუმრებს 2025 წლის გაზაფხულზე უმასპინძლებს.
მეტი
Post Malone - 2024 წლის 7 ივნისს, ნიუ იორკში. ფოტო: ნინა ვესტერველტი

Post Malone-მა ჰიუსტონის ბარში მომუშავე მარტოხელა დედას 20, 000 დოლარი გადასცა

“შობისწინა ღამეს მან ჩემი ცხოვრება შეცვალა და ამისთვის სამუდამოდ მადლობელი ვიქნები," – თქვა ბარმენმა რენე ბრაუნმა.
მეტი

2024 წლის ლიტერატურული პრემია „საბას“ საუკეთესო ლიტერატურულ დებიუტ წიგნად მუსიკოსის და მწერლის აინე მერმეს წიგნი „ეუარა” დასახელდა

18 დეკემბერს ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ, თუმცა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი საქართველოში შექმნილი ვითარების გამო არ ჩატარებულა.
მეტი