Drake სიმღერა Nokia-ს კადრს მიღმა ვიდეოს აზიარებს

ეს ტრეკი ალბომ $ome $exy $ongs 4 U-ს ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიციაა, რომელიც Billboard Hot 100-ში მეათე ადგილზეა
Drake Norman Wong
Drake Norman Wong

Drake-მა ინსტაგრამ პროფილზე – plottttwistttttt, კადრს მიღმა ვიდეო გააზიარა, რომელიც თავდაპირველად  პროდიუსერმა Elkan-მა  გამოაქვეყნა. კადრებში ასახულია, თუ როგორ მუშაობს პროდიუსერი სიერა ლეონეს დედაქალაქ ფრიტაუნში, სტუდიაში სიმღერაზე Nokia.

PARTYNEXTDOOR-ისა და Drake-ის კოლაბორაციული ალბომი 14 თებერვალს გამოვიდა, რა დროსაც ბრიტანელმა პროდიუსერმა ინსტაგრამზე პოსტი გააზიარა და გაამხილა, რომ Nokia-ს მუსიკაზე მუშაობისას, ცხოვრებაში საკმაოდ რთულ პერიოდს გადიოდა.

„არც კი ვიცი, საიდან დავიწყო, ეს ჩანაწერი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მენტალური კრიზისის პერიოდში მთელი ტკივილი, ტრავმა და სიხარული მუსიკაში გადავიტანე და ჩემს მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობას არ მივეცი უფლება, საკუთარი თავის გამოხატვა ჩამეხშო.” – წერდა Elkan-ი.

„Nokia იმ ადამიანებით იყო შთაგონებული, ვინც მიყვარს, მთელი ამ დროის განმავლობაში მეხმიანებოდა  და მეკითხებოდა, კარგად ვიყავი თუ არა. მთხოვდენენ, მათთან ერთად  კარაოკეზე, კლუბებში, ან თუნდაც საჭმელად გავსულიყავი. უბრალოდ, ცხოვრების სიამოვნებით დავმტკბარიყავით! ეს განსაკუთრებული ტრეკია!“- ამატებს პროდიუსერი.

ალბომი $ome $exy $ongs 4 U ამ კვირაში Billboard 200-ის ჩარტში პირველ ადგილზე პოზიციონირებს,  რაც PARTYNEXTDOOR-ისთვის ნომერ პირველი ალბომია, ხოლო Drake-ისთვის  – მეთოთხმეტე. ამ ალბომით Drake სოლო არტისტებს შორის  ტეილორ სვიფტსა და Jay-Z-ის გაუთანაბრდა. ალბომში შესული ორი სიმღერა კი Billboard Hot 100-ის ტოპ ათეულშია: სიმღერა Gimme a Hug მეექვსე ადგილზეა ხოლო Nokia – მეათეზე. ეს პოზიცია კი Drake-ისთვის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რობერტა ფლეკის გარდაცვალების შემდეგ მისი საბავშვო წიგნი ჩარტების სათავეში დაბრუნდა

შემდეგი სტატია

ჯიმი კიმელმა გაამხილა, თუ რომელი პოპვარსკვლავის მოწვევა სურს შოუში

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Women in Music 2026 წლის ნოემბერში იტალიაში გაიმართება

ღონისძიება იწვევს იტალიური მუსიკის წამყვან ქალებს და წარმოაჩენს მათ ნიჭს, ისტორიებსა და გამოცდილებას როგორც სცენაზე, ასევე კულისებს მიღმა.
მეტი

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი