პოლიციელი, რომელმაც ჯასტინ ტიმბერლეიკი ნასვამ მდგომარეობაში მანქანის ტარების დროს დააკავა, საგ ჰარბორის წლის ოფიცრად დასახელდა

მომღერალი გასულ ზაფხულს დააკავეს.
ჯასტინ ტიმბერლეიკი 2024 წლის 13 სექტემბერი, ლონგ აილენდი, Lokman Vural Elibol/Anadolu Getty Images
ჯასტინ ტიმბერლეიკი 2024 წლის 13 სექტემბერი, ლონგ აილენდი,
Lokman Vural Elibol/Anadolu Getty Images

გასულ ზაფხულს, ნიუ იორკში, საგ ჰარბორის პოლიციის დეპარტამენტის ოფიცერმა მაიკლ არკინსონმა გრემის მფლობელი მომღერალი ჯასტინ ტიმბერლეიკი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვის დროს დააკავა. 

TMZ-ის ინფორმაციით, პოლიციის უფროსმა რობ დრეიკმა მაიკლ არკინსონი დაჯილდოების ცერემონიაზე წლის საუკეთესო ოფიცრად დაასახელა და აღნიშნა, რომ მან ამ ფაქტით მყისიერი დადებითი გავლენა იქონია, როგორც პოლიციის დეპარტამენტზე, ასევე საზოგადოებაზე.

ჯასტინ ტიმბერლეიკი ნასვამ მდგომარეობაში  2024 წლის 17 ივნისს დააკავეს,  როდესაც პოლიციამ შენიშნა, რომ მან საგ ჰარბორში, მანქანის მართვისას,  შუქნიშანთან გაჩერება ვერ მოახერხა, საჭე ვერ დაიმორჩილა და საკუთარი ზოლის მიმართულება შეცვალა.

პოლიციელმა სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნა, რომ „ბრალდებული  ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, რაც მისი სისხლჩაქცეული თვალებით და ალკოჰოლის მძაფრი სუნით გამოვლინდა. მას ყურადღება ეფანტებოდა, ჰქონდა შენელებული მეტყველება და სტანდარტული ტესტიც ვერ ჩააბარა.”

როგორც ამბობენ, ჯასტინ ტიმბერლეიკმა პოლიციის ოფიცერს დაკავებისას უთხრა, „მხოლოდ ერთი მარტინი დავლიე და სახლში მეგობრებს გამოვყევი.“

მომღერლის ადვოკატმა აღნიშნული ბრალდება გააპროტესტა და განაცხადა, რომ მისი კლიენტი დაკავების დროს ნასვამ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა.

სექტემბერში, ჯასტინ ტიმბერლეიკმა სასამართლოსთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. თავდაპირველად იგი ბრალს უარყოფდა,  აღიარების შემდეგ კი სასამართლომ მომღერალს 500 დოლარიანი ჯარიმა, დამატებით 260 დოლარის ოდენობის გადასახადი და 25 საათიანი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დააკისრა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

16 აპრილს ნიუ-იორკის Jazz at Lincoln Center-ში ნინო ქათამაძისა და ჯგუფ „ინსაითის” კონცერტი გაიმართება

შემდეგი სტატია

ნიკ ქეივი თავის ახალ გატაცებაზე – კერამიკული სკულპტურების შექმნაზე საუბრობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯო კოკერი, 1969 წლის 21 ნოემბერი. ჯეკ რობინსონი/ Hulton Archive/Getty Images

ჯო კოკერის ქვრივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ნომინაციასა და პოლ მაკარტნის მხარდამჭერ ღია წერილზე

„ჯო ყოველთვის ულოცავდა იმ ადამიანებს, ვინც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ხვდებოდნენ“ - ამბობს პემ კოკერი.
მეტი

Adidas-ის განცხადებით, Yeezy-ის ფეხსაცმლის ბოლო მარაგიც გაიყიდა: „ეს ეპიზოდი უკან მოვიტოვეთ”

კომპანიის ფინანსურმა ხელმძღვანელმა, ჰარმ ოლმაიერმა განაცხადა, რომ Yeezy-ის არც ერთი ფეხსაცმელი აღარ დარჩა და ყველაფერი გაიყიდა.
მეტი

ნიკ ქეივი თავის ახალ გატაცებაზე – კერამიკული სკულპტურების შექმნაზე საუბრობს

„ეს ფიგურები თანმიმდევრობით გაჩნდა, თითქოს ერთმანეთის გაგრძელება იყვნენ. ისინი ცდილობდნენ, გაეგოთ ჩემი მდგომარეობა ისე, როგორც ამას სიმღერები ვერ ახერხებდნენ,” – გაამხილა ნიკ ქეივმა.
მეტი