ჯო კოკერის ქვრივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ნომინაციასა და პოლ მაკარტნის მხარდამჭერ ღია წერილზე

„ჯო ყოველთვის ულოცავდა იმ ადამიანებს, ვინც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ხვდებოდნენ“ – ამბობს პემ კოკერი.
ჯო კოკერი, 1969 წლის 21 ნოემბერი. ჯეკ რობინსონი/ Hulton Archive/Getty Images
ჯო კოკერი, 1969 წლის 21 ნოემბერი. ჯეკ რობინსონი/ Hulton
Archive/Getty Images

მეგობრებისა და გულშემატკივრების დახმარებით, ჯო კოკერი, შესაძლოა, როკ-ენ-როლ დიდების დარბაზში საბოლოოდ მოხვდეს.

„ჯო ამაზე არასდროს ნერვიულობდა, დაჯილდოებები და მიღწევები მისი საქმე არ იყო, არ ვამბობ, რომ ამით ბედნიერი არ იქნებოდა, უბრალოდ ის ამაზე არასდროს ფიქრობდა.” – ამბობს პემ კოკერი, ბრიტანელი მომღერლის, ჯო კოკერის ქვრივი. 

წყვილი 1987 წელს დაქორწინდა. ჯო კოკერი 2014 წელს ფილტვის სიმსივნით, 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ჯო კოკერის კანდიდატურა წელს პირველად დასახელდა როკ-ენ როლის დიდების დარბაზში. იგი ამჟამად ონლაინ გულშემატკივრების ხმის მიცემის საუკეთესო შვიდეულშია. კამპანიის ფარგლებში პოლ მაკარტნიმ ჯო კოკერის კანდიდატურას საჯარო დაუჭირა მხარი: „ჩემი მხარდაჭერა დიდ ადამიანს და კარგ მომღერალს, რომლის უნიკალურმა სტილმა შესანიშნავი პერფორმანსები შექმნა.“ – აღნიშნა პოლ მაკარტნიმ.

„მიუხედავად იმისა, რომ იგი არასდროს იღვწოდა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესვლისთვის, ვიცი, რომ ჯო ამით  უკიდურესად ბედნიერი და მადლიერი იქნებოდა. ამით ის სწორედ იქ, იმ დიდებულ კამპანიაში აღმოჩნდებოდა, სადაც ყოფნა სწორედაც რომ ეკუთვნის.” – აღნიშნა პოლ მაკარტნიმ.

„ეს წერილი საოცრად სასიამოვნოა, ვიცი, რომ პოლ მაკარტნი ყოველთვის მისი დიდი მხარდამჭერი იყო, და ეს ძალიან საამაყოა.” – ამბობს პემ კოკერი.

პოლ მაკარტნიმ 2015 წელს, როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში რინგო სტარი  წარადგინა, რომელმაც წლის მუსიკალური მიღწევისთვის ჯილდო მიიღო. გასულ წელს იგი ასევე ლობირებდა  ბრიტანულ-ამერიკულ როკ-ჯგუფს Foreigner. წლების განმავლობაში ჯო კოკერს ასევე ღიად უჭერდა მხარს ბილი ჯოელი.

რაც შეეხება ჯო კოკერსა და პემ კოკერს, წყვილი ერთმანეთს 70-იანი წლების ბოლოს შეხვდა და 1987 წლის 11 ოქტომბერს იქორწინეს. პემის თქმით, წლევანდელ კანდიდატებს შორის ჯო კოკერის დასახელება მისთვის დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა.  „ეს ისეთი რამ არის, რაც ყოველწლიურად ხდება, ყოველწლიურად  ფიქრობ, აი, ამჯერადაც არა. ჯო ყოველთვის გულშემატკივრობდა იმ ადამიანებს, ვინც  როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შედიოდა. ის იყო პირველი, ვინც ამბობდა – „არ მჯერა, რომ ისინი ჯერ კიდევ არ არიან იქ, ან აქამდე არ ყოფილან ნომინირებული.“ ასე რომ, ეს ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჯო ამისთვის არასდროს იღვწოდა, არასდროს უკითხავს მენეჯერისთვის, რატომ არ ვარ იქ, ან რა შეიძლება გავაკეთო ამისთვის, არასდროს მსგავსი რამ არ მომხდარა. მაგრამ უკვე დიდი ხანია, მისი ადგილი იქ არის. ასე რომ, დროა.“

ჯო კოკერი 1944 წელს, შეფილდში, ინგლისში დაიბადა. პირველად 12 წლის ასაკში,  თავისი უფროსი ძმის, ვიქტორის ჯგუფში იმღერა. შემდეგ კი პარალელურად სხვადასხვა ბენდებში უკრავდა და გაზის გადამამუშავებელ კომპანიაში მუშაობდა. 1964 წელს ჩანაწერების გაკეთება დაიწყო,  მისი კარიერის აღმასვლა კი 1966 წლიდან იწყება, როდესაც Grease Band დააარსა.  1968 წელს პროდიუსერ დენი კორდელთან კონტრაქტი გააფორმა. მათ ერთობლივად იმუშავეს სიმღერაზე With a Little Help From My Friends, რომელიც 20 წლის შემდეგ სატელევიზიო  სერიალის The Wonder Years-ის მთავარ მუსიკალურ თემად იქცა.

ჯო კოკერი სიღრმისეულმა შესრულებამ და ავთენტურმა სტილმა ცოცხალი გამოსვლების ფავორიტ შემსრულებლად აქცია. 1969 წელს პირველ  Woodstock Music and Arts Festival-ზე წარდგენამ იგი ვარსკვლავი გახადა. კოკერმა სტაბილური კარიერა ააწყო, რომელიც 22 სტუდიურ ალბომს და ასევე ჰიტ შესრულებებს მოიცავს, მათ შორის: Box Tops-ის The Letter-ს, ჯული ლონდონის Cry Me a River-ს და ბილი პრესტონის You Are So Beautiful-ს. 

ჯო კოკერმა 1983 წელს გრემის ჯილდო მიიღო სიმღერისთვის Up Where We Belong, რომელიც ჯენიფერ ვორნესთან ერთად ფილმში An Officer and a Gentleman შეასრულა.  2007 წელს ის ბრიტანეთის იმპერიის ორდენის (OBE) მფლობელი გახდა.

„მუსიკა მისთვის ყოველთვის მთავარი იყო,“ – ამბობს პემ კოკერი და დასძენს, რომ როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ონლაინ ხმის მიცემა ყოველდღეა შესაძლებელი.  ამ ნომინაციით ვიქტორ კოკერი, ჯო კოკერის ძმაც აღფრთოვანებულია:  „მას ბევრი ინტერესი ჰქონდა… მაგრამ  მხოლოდ მუსიკისა და სიმღერის შექმნაზე ფიქრობდა. ეს მისთვის ყველაფერი იყო. ჯო ამას ნამდვილად იმსახურებს, რადგან ის ლეგენდა იყო. ვნახოთ, რა მოხდება, იმედი მაქვს რომ ამას კარგი დასასრული ექნება, ვფიქრობ, რომ ახლა უკვე მისი დროა.” 

ხმის მიცემა vote.rockhall.com-ის საშუალებით 21 აპრილამდეა შესაძლებელი. გულშემატკივრებს კი ყოველდღიურად 14 კანდიდატიდან მაქსიმუმ შვიდი მონაწილისთვის შეუძლიათ ხმის მიცემა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Adidas-ის განცხადებით, Yeezy-ის ფეხსაცმლის ბოლო მარაგიც გაიყიდა: „ეს ეპიზოდი უკან მოვიტოვეთ”

შეიძლება დაგაინტერესოთ

Adidas-ის განცხადებით, Yeezy-ის ფეხსაცმლის ბოლო მარაგიც გაიყიდა: „ეს ეპიზოდი უკან მოვიტოვეთ”

კომპანიის ფინანსურმა ხელმძღვანელმა, ჰარმ ოლმაიერმა განაცხადა, რომ Yeezy-ის არც ერთი ფეხსაცმელი აღარ დარჩა და ყველაფერი გაიყიდა.
მეტი

ნიკ ქეივი თავის ახალ გატაცებაზე – კერამიკული სკულპტურების შექმნაზე საუბრობს

„ეს ფიგურები თანმიმდევრობით გაჩნდა, თითქოს ერთმანეთის გაგრძელება იყვნენ. ისინი ცდილობდნენ, გაეგოთ ჩემი მდგომარეობა ისე, როგორც ამას სიმღერები ვერ ახერხებდნენ,” – გაამხილა ნიკ ქეივმა.
მეტი