რალუკა რადოის სამუშაო სემინარები თეატრის ბრენდინგზე სოხუმის თეატრში

წლევანდელი წელი კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის დრამატული თეატრისთვის საიუბილეოა. 140 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება, რაც სოხუმის თეატრის პოპულარიზაციას და ცნობადობის გაზრდას ემსახურება.
რალუკა რადოი
რალუკა რადოი – კულტურული მარკეტინგისა და კომუნიკაციების სპეციალისტი, დოქტორი

2024 წლის 3 ნოემბერს, სოხუმის თეატრსა და თეატრის ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციას (International Association of Theatre Leaders) შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმება მიზნად ისახავს საერთაშორისო ქსელის გაფართოებას, ინოვაციური პროექტების განხორციელებაში მონაწილეობასა და თეატრის პროფესიონალებს შორის გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობას. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, 2025 წლის 27 და 28 მარტს, სოხუმის თეატრში თემაზე: „თეატრის ბრენდი და ბრენდინგი: ემოციური კავშირების შექმნა სცენის მიღმა“, ორდღიანი სამუშაო სემინარი გაიმართება, რომელსაც კულტურული მარკეტინგისა და კომუნიკაციების სპეციალისტი, დოქტორი რალუკა რადოი გაუძღვება.

რალუკა რადოი რუმინეთის კულტურის კვლევების ეროვნული ინსტიტუტის მომზადებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორია – Culturadata, სადაც ასევე ასწავლის კულტურის მენეჯმენტსა და მარკეტინგს კულტურის პროფესიონალებისთვის. 2022 წლიდან ის თეატრის ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციის [IATL] პიარისა და კომუნიკაციების მენეჯერია.

სამუშაო სემინარი მოიცავს თემებს ბრენდისა და ბრენდინგის კონცეფციების შესახებ, როგორც ინტეგრირებულ მიდგომას ნებისმიერი თეატრის საჯარო იმიჯის შექმნაში; მონაწილეებს კი აუცილებელ რეკომენდაციებს მიაწვდის მაყურებელთან ძლიერი ემოციური კავშირების გასამყარებლად. თეატრალური კომპანიები, რომლებიც მუდმივად მუშაობენ ძლიერი ბრენდის შექმნაზე, არა მხოლოდ უფრო ცნობილები ხდებიან, არამედ საზოგადოებისთვის მეტად დასამახსოვრებლებიც, რაც საშემსრულებლო ხელოვნების მუდმივად ცვალებად სფეროში მათი კომპანიის სიცოცხლისუნარიანობასა და მდგრადობას უზრუნველყოფს.

სემინარის ჩატარების ადგილი: სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი, მის: . უზნაძის N68.

თარიღი: 27 მარტი, 13:00-15:00 სთ. 28 მარტი, 16:00-18:00 სთ.

დამატებითი ინფორმაცია იხ. სოხუმის თეატრის ფეისბუქ გვერდზე. დასწრება თავისუფალია, ადგილები შეზღუდულია. სამუშაო სემინარში მონაწილეობისთვის მოგვწერეთ: management@sokhumitheatre.ge

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ხატია ბუნიათიშვილი საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა მხარდასაჭერ პოსტს აქვეყნებს

შემდეგი სტატია

თბილისის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ახალ სეზონს ხსნის

შეიძლება დაგაინტერესოთ

Ne-Yo-ს თქმით, ერთდროულად ოთხი შეყვარებული „მშვენიერი რამ არის”

ვარსკვლავი ოთხ სხვადასხვა ქალთან პოლიამორულ ურთიერთობაშია, რაც სულ ახლახან ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში გაამხილა.
მეტი

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელმაც Saturday Night Live-ის წვეულებაზე ლედი გაგასთან ფოტო გადაიღო

„ვისაუბრეთ თავგადასავლებზე, რაც იმ ერთი კვირის განმავლობაში ხდება, სანამ ლაივი იქმნება,” - ბარბარე სტურუა.
მეტი

თბილისის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ახალ სეზონს ხსნის

თბილისის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მსმენელის წინაშე წარდგებიან კახი სოლომნიშვილი (დირიჟორი) და ელენე გოგოძე (ვიოლა).
მეტი
ჰანს ციმერი ოსკარის 67-ე დაჯილდოებაზე, როდესაც მან ოსკარი მოიპოვა ანიმაციური ფილმისთვის The Lion King JEFF HAYNES/AFP GI

ჰანს ციმერი  Dune-ის მეორე ნაწილის ოსკარიდან დისკვალიფიკაციაზე საუბრობს: „ეს უბრალოდ სულელური წესია“

კომპოზიტორმა 2021 წელს, ფილმისთვის Dune, აკადემიის ჯილდო მოიპოვა, თუმცა 2024 წელს ფილმის მეორე ნაწილისთვის ამ წარმატების გამეორება ვერ შეძლო.
მეტი