Playboi Carti კანიე უესტს გაჩუმებისაკენ მოუწოდებს

„YE, STFU“ („YE, მოკეტე“), – ასე უპასუხა Carti-მ კანიე უესტს სოციალურ ქსელ X-ზე.
Playboi Carti
Wagner Meier/Getty Images for Live Nation

Playboi Carti-მ Ye-ს ბრალდებებს უპასუხა. უესტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ Carti-მ მისი ვერსია ახალი ალბომიდან ამოიღო შემდეგ კი ნორს უესტის ვოკალის გამოყენების ნებართვა მოითხოვა.  

„YE, STFU“ („YE, მოკეტე“), – ასე უპასუხა Carti-მ კანიე უესტს სოციალურ ქსელ X-ზე. 

რამდენიმე საათში უესტი Playboi Carti-ს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა: „CARTI-ს საერთოდ უნდა ესაუბრა ჩემი შვილის დედასთან?“ – იკითხა უესტმა 33 მილიონი გამომწერის წინაშე. 

ამ პოსტებამდე რამდენიმე დღით ადრე უესტმა ნორს უესტის ვოკალის გამოყენებაზე თავისი პოზიცია საჯაროდ დააფიქსირა:   „გადავწყვიტე, რომ ნორსი Carti-სთან ერთად სიმღერას არ ჩაწერს. როგორია, როცა ალბომიდან მხსნიან და შემდეგ კიმს სთხოვენ ჩემი შვილის ვოკალზე ნებართვას? არ მაინტერესებს ეს ინდუსტრიული თამაში,” – დაწერა Ye-მ. „როცა შვილებს ეხება საქმე, საბოლოო სიტყვა კაცმა უნდა თქვას და სულ არ მანაღვლებს, რას ფიქრობთ ამის შესახებ.” 

Ye პოსტების გავრცელებისას Carti-ს ყოფილ შეყვარებულს, იგი აზალიას და მის ვაჟს, Onyx-საც შეეხო: „მინდა, რომ Onyx-ის ვოკალი ჩემს სიმღერაში გამოვიყენო,”– მიმართა კანიე უესტმა იგის. „ალბომიდან ამოღების თემაზე ჯერ ჩუმად ვიყავი, მაგრამ ჩემ ყოფილთან მისვლა და ჩემი შვილის ვოკალის გამოყენებაზე ნებართვის თხოვნა უკვე მეტისმეტია. ჩემთან თამაში არავის გაუვა!” – წერს უესტი.

ამის შემდეგ აზალიამ Ye-ს პოსტს უპასუხა: „Ye, მესმის, რისი თქმა გინდა. ამას თავაზიანად ვამბობ, როგორც დედა: – გთხოვ, ჩემს შვილს თავი დაანებე. Carti-ს სხვა შვილებიც ჰყავს, მაგრამ, როგორც ჩანს, მხოლოდ ჩემი ვაჟი ხდება მუდმივი თავდასხმების სამიზნე იმ კაცის გამო, ვისთანაც მას არავითარი ურთიერთობა არ აქვს.”

Ye-სთვის ეს კვირა საკმაოდ რთული აღმოჩნდა – ის უკვე არაერთ კოლეგას დაუპირისპირდა, მათ შორის არიან: ჯეი-ზი, კენდრიკ ლამარი, დრეიკი, Ty Dolla $ign, ტრევის სკოტი, Tyler, The Creator, Pusha T და სხვები.  

16 მარტს კანიე უესტმა საკუთარ ალბომზე, Bully-ზე გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმიც გამოუშვა, რომლის რეჟისორიც თავადაა. ფილმში მთავარ როლს მისი შვილი, სეინტ უესტი ასრულებს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

გრეისი აბრამსი, aespa, ერიკა ბადუ, ტაილა და სხვა ვარსკვლავები 2025 წლის Billboard Women in Music-ზე წარდგებიან

შემდეგი სტატია

50 Cent კანიე უესტს პასუხობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი