სელენა გომესმა ახალი ალბომის კიდევ ერთი ვერსია წარადგინა და ბონუსად 8 წლის წინანდელი სიმღერა – Stained გამოუშვა

„ფაქტობრივად, თითოეულ სიმღერაზე პატარა ისტორიას ვყვები, რათა ავხსნა, თუ რას ვგრძნობ და როგორ ვხედავ მათ,” – აღნიშნა მომღერალმა.
სელენა გომესი 2025 წლის Vanity Fair Oscars Party-ზე.
Amy Sussman/Getty Images

სელენა გომესმა ალბომის – I Said I Love You First  ახალი ვერსია წარადგინა სახელწოდებით – I Said I Love You First – Explained: Narrated by Selena Gomez. „ბენისთან ერთად ალბომის შექმნის პროცესში უამრავი დაუვიწყარი მოგონება დაგვიგროვდა. მინდოდა, თქვენთვის ამ ამბების ნაწილი გამეზიარებინა და ამ სიმღერების შექმნის შესახებ მომეთხრო. I Said I Love You First Explained: Narrated by Selena Gomez უკვე ხელმისაწვდომია ციფრულ ფორმატში ჩემს ოფიციალურ ონლაინ მაღაზიაში!“ – მიმართა სელენა გომესმა მსმენელებს სოციალურ ქსელში. 

სელენა გომესისა და ბენი ბლანკოს პარტნიორობა სცილდება მხოლოდ შემოქმედებას – წყვილმა დეკემბერში ნიშნობის შესახებაც განაცხადა. მათ 21 მარტს ერთობლივი ალბომი I Said I Love You First  გამოუშვეს.  ეს  არის პირველი ახალი ალბომი 2020 წელს გამოშვებული Rare-ის შემდეგ, რომელიც Billboard 200-ის სათავეში მოხვდა. ახალ ალბომს წინ უძღოდა სინგლები – Call Me When You Break Up (გრეისი აბრამსის მონაწილეობით) და Sunset Blvd.

გარდა ამისა, გასულ შაბათ-კვირას გომესმა და ბლანკომ მოულოდნელად ბონუს ტრეკი გამოუშვეს – სიმღერა, რომელიც მის ძველ თაყვანისმცემლებს კარგად უნდა ახსოვდეთ.  2015 წლის ალბომის Revival-ის შემდეგ, გომესი ახალ მუსიკაზე მუშაობდა, რომელიც ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა. სწორედ იმ პერიოდშია შექმნილი სიმღერა სახელწოდებით Stained, რომლის პროდიუსინგზეც  ბენი ბლანკომ ჯერ კიდევ 2016 წელს იმუშავა. გომესმა მაშინ სიმღერის ნაწყვეტი გააზიარა, თუმცა  ოფიციალურად არ გამოუშვია. მოგვიანებით ეს ტრეკი ინტერნეტში არაოფიციალურად მოხვდა და გავრცელდა. საბოლოოდ, სინგლი ვერც გომესის მომდევნო ალბომებში მოხვდა. 

„რვა წელი გავიდა, მაგრამ თქვენ მაინც არ დაგავიწყდათ ეს სიმღერა. თქვენი სიყვარული Stained-ისადმი არასდროს გამქრალა, ამიტომ მინდოდა, რაღაც განსაკუთრებული გამეკეთებინა. მადლობის ნიშნად, Stained შეზღუდული დროით ექსკლუზიურად ხელმისაწვდომია ჩემს ოფიციალურ მაღაზიაში!” – დაწერა გომესმა სოციალურ ქსელში

ახლახან, ერთ-ერთი ლაივსტრიმის დროს სელენა გომესმა განმარტა, თუ რატომ ვერ მოხვდა Stained მის ოფიციალურ რელიზებში. „ეს სიმღერა მართლა ძალიან მომწონდა, მაგრამ ვნერვიულობდი… მახსოვს, მაშინ ჯერ კიდევ ვღელავდი სიმღერაში უცენზურო სიტყვების გამოყენებაზე. არ ვიცი, რა მოხდა. ალბათ, მე თვითონ გავუშვი შემთხვევით ინტერნეტში, ან რაღაც მსგავსი. მაგრამ, საბოლოოდ, მაინც გავრცელდა  და სიმართლე რომ ვთქვა, მიხარია, რომ ასე მოხდა.“ 

მომღერალმა TikTok-ზეც გააზიარა კადრები, სადაც Stained-ს მღერის და ალბომის ახალ ვერსიაზე საუბრობს:  „ფაქტობრივად, თითოეულ სიმღერაზე პატარა ისტორიას ვყვები, რათა ავხსნა, თუ რას ვგრძნობ და როგორ ვხედავ მათ. ვისურვებდი, თქვენი აზრებიც გამეგო – როგორ უკავშირდება ეს თქვენს ცხოვრებას და რას განიცდით მისი მოსმენისას.“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბიონსეს მამა შვილიშვილების მისამართით კანიე უესტის მიერ გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ კომენტარებს ეხმაურება

შემდეგი სტატია

ჯასტინ ბიბერი 2024 წლის 27 ივლისი, კალიფორნია - ფოტო: კევორკ ჯანსეიზანი / Getty Images

ჯასტინ ბიბერი სტუდიიდან ჯემ სესიის ვიდეოს აზიარებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი

Playboi Carti პირველი რეპერია, რომელიც Billboard Hot 100-ში ერთ კვირაში 30-ზე მეტი ჰიტით შევიდა

ჯამში ის მესამე არტისტია, რომლის 30 სიმღერაც ერთდროულად მოხვდა ჩარტში, ტეილორ სვიფტისა და მორგან უოლენის შემდეგ.
მეტი