Diego – სიმღერა, რომელიც საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ეძღვნება

სიმღერა GMI Rights Management-მა გაავრცელა.
ნინი ნუცუბიძე, Mikano, SBZKl.
ფოტო: დათო ლოლაძე

ქართველი არტისტები Mikano, SBZKL (საბა ზაკალაშვილი) და ნინი ნუცუბიძე ახალ კოლაბორაციულ ნამუშევარს ავრცელებენ. Diego – ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს და მის გამარჯვებებს მიეძღვნა.

როგორც არტისტები Billboard Georgia-სთან საუბრისას აღნიშნავენ, სიმღერის ჩაწერა სპონტანურად დაიწყო. 

საბა ზაკალაშვილი:

„სტუდიაში ვიყავით და ინსტინქტურად დავუკარი რაღაც სამი აკორდი. Mikano-მ გამომხედა და მოდი, ჩავწეროთო. მან იქვე ბასის პარტია ჩაწერა  და ზუსტად დავიჭორეთ ხასიათი. მერე რაც უფრო მეტჯერ ვუსმენდით, მით უფრო მოგვწონდა. შემდეგ დაემატა დრამი, სინთეზატორები და ტრეკი ნელ-ნელა ფორმას იღებდა.”

ნინი ნუცუბიძე, Mikano, SBZKl. ფოტო: ლიზა ყაჯრიშვილი

სიმღერაში ვოკალური ნაწილი ნინი ნუცუბიძეს ეკუთვნის. მასვე ეკუთვნის ქართული ტექსტი, ინგლისური ნაწილი ნიკო მჭედლიშვილმა დაწერა.

ნინი ნუცუბიძე:

“ტრეკზე მუშაობა დისტანციურად დავიწყეთ, რადგან მე ბერლინში ვიყავი. შემდეგ ეს პროცესი თბილისში ერთობლივად გაგრძელდა. სიმღერის ვიზუალისათვის გადაღებები ბათუმში, ერთ-ერთ საფეხბურთო სტადიონზე გვქონდა. გადაღებებს ლიზა ყაჯრიშვილი და Spectra Productions-ის დათო ლოლაძე გაუძღვნენ.”

სიმღერა GMI  Rights Management-მა გაავრცელა. ტრეკი ხელმისაწვდომია YouTube-ის და Spotify-ს პლატფორმაზე. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Playboi Carti-მ ტომ კრუზის მსგავსად კლიპის სარისკო სცენებში მონაწილეობა თავად მიიღო

შემდეგი სტატია

ნახეთ, 2025 წლის Billboard Women in Music-ის შემსრულებულთა, წამყვანთა და საპატიო ჯილდოს მფლობელთა სრული სია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი