Billboard Women in Music 2025-ზე წლის ჯგუფი aespa გახდა

წამყვანმა სუკი უოტერჰაუსმა K-pop ჯგუფს კრეატიულობა, ინოვაციური მიდგომა და ჩარტებში ლიდერ პოზიციაზე ყოფნა შეუქო.
aespa

K-pop-ის გოგონათა ჯგუფ aespa-ს კარიერის  განმავლობაში ყველაზე წარმატებული წელი ჰქონდა. მათი ექვსი პროექტი  Billboard 200-ის ტოპ 50-ში მოხვდა და MAMA Awards-ზე წლის სიმღერის ჯილდო მიიღეს სინგლისთვის Supernova. 2025 წლის Billboard Women in Music ღონისძიებაზე aespa-მ წლის ჯგუფის ჯილდო მიიღო.

აღფრთოვანებული გულშემატკივრების  მხარდამჭერი ბანერების და შეძახილების ფონზე,  K-pop ჯგუფის წევრები Winter, Karina, Ningning და Giselle YouTube Theater-ის სცენაზე ავიდნენ. – „ჩვენ გვინდა, ყველა ქალს, რომელიც თავის ოცნებებს მისდევს, წარმატება ვუსურვოთ. იმედი გვაქვს, თითოეული მათგანი თავისი სრული პოტენციალის წარმოჩენას შეძლებს. მუსიკა მართლაც გვაერთიანებს, ჩვენ უსაზღვროდ მადლიერები ვართ, რომ ამ მოგზაურობის ნაწილი ვართ.“ – თქვა K-pop-ის წევრმა Giselle-მ სამადლობელ სიტყვაში. 

„ჩვენ ვერ დავივიწყებთ ჩვენს გულშემატკივრებს, იმედია, იცით, რომ ეს ჯილდო თქვენ გეკუთვნით. თქვენი სიყვარული და მხარდაჭერა კი ოცნების საშუალებას გვაძლევს.”  – დაამატა  Giselle-მ.

მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელს aespa-მ არაერთი მწვერვალი დაიპყრო, Karina-მ მიანიშნა, რომ წინ კიდევ უფრო დიდი გამოწვევებია.  Winter-მა კი დაამატა:  „ჩვენ ერთად გავიზიარეთ უამრავი დაუვიწყარი მომენტი, მაგრამ მტკიცედ მწამს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ.“

K-pop ჯგუფის წევრმა Ningning-მა  პატივისცემით მოიხსენია  ღონისძიებაზე მყოფი  ქალი არტისტები: „ბედნიერები ვართ, რომ აქ ვართ, ამდენ შესანიშნავ ქალ არტისტთან ერთად.“

K-pop-მა შოუ ბრწყინვალე შესრულებით დახურა, – ბენდმა Whiplash-ის ინგლისური ვერსია  შთამბეჭდავი და ენერგიული ცეკვის თანხლებით იმღერა.

ნახეთ aespa-ს სამადლობელი სიტყვა Billboard Women in Music 2025-ზე:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

უილ სმითის თქმით, Men in Black-ს უბრუნდება 

შემდეგი სტატია

გრეისი აბრამსმა  2025 წლის Billboard Women In Music დაჯილდოებაზე წლის სიმღერების ავტორის ჯილდო მიიღო

შეიძლება დაგაინტერესოთ

სტივ სტივენსი და ბილი აიდოლი გიტარის ცენტრის ჰოლივუდ Rockwalk-ზე. 2026 წლის 23 ივნისი, ლოს-ანჯელესი. Katie Flores/Variety

ბილი აიდოლი და სტივ სტივენსი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესვლამდე ჰოლივუდის Rockwalk-ში შეიყვანეს

„სტივთან ერთად საოცარი დრო გავატარე. მან ჩემი ბევრი გიჟური იდეა რეალობად აქცია,“ - განაცხადა ბილი აიდოლმა ღონისძიებაზე.
მეტი

ელისონ უანდერლენდი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საპატიო მისიისთვის შეარჩიეს

„ღმერთო ჩემო, ახლახან ‘ადიდასმა’ მომმართა, რომ ავსტრალია-პარაგვაის მატჩზე მოედანზე ბურთი მე გავიტანო,” - წერს ავსტრალიერი დიჯეი და პროდიუსერი.
მეტი