კანიე უესტის მტკიცებით, 2016 წელს ფრენკ ოუშენი ცდილობდა, მისთვის ტრამპის მხარდაჭერა გადაეფიქრებინა

„ერთი წიგნი წაიკითხეთ და ახლა შეგიძლიათ რაღაც სისულელეები მითხრათ?” – ამბობს რეპერი.
კანიე უესტი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში 2018 წელს
AP Photo/Evan Vucci

პირველი საპრეზიდენტო ვადიდან მოყოლებული კანიე უესტი დონალდ ტრამპის ერთგული მხარდამჭერია. ახლახან კი რეპერმა გაამხილა, რომ 2016 წლის არჩევნებამდე ფრენკ ოუშენი ცდილობდა, მისთვის აწ უკვე ორი იმპიჩმენტის მქონე პრეზიდენტის მხარდაჭერა გადაეფიქრებინა. 

„ფრენკ ოუშენი ჩემს სახლში მოვიდა, მთელი დღე მელაპარაკებოდა ტრამპსა და იმაზე, რომ მისთვის მხარი არ უნდა დამეჭირა. პოლიტიკის არაფერი გაგეგება, მე კი შენი უფროსი ვარ, თქვენ ყველა ჩემთან ერთად დადიოდით ტურნეში.”

„არც ერთ თქვენგანს არ შეუძლია, პოლიტიკაზე მესაუბროს. რას ფიქრობთ? ერთი წიგნი წაიკითხეთ და ახლა შეგიძლიათ რაღაც სისულელეები მითხრათ? მათგან არც ერთი არ არის ასეთი ნიჭიერი. მე ვარ ყველა დროის ყველაზე დიდი არტისტი. შესაძლოა, ისინი ოდნავ უკეთესები იყვნენ ერთი კონკრეტული მიმართულებით, რადგან მხოლოდ იმ ერთ რაღაცას აკეთებენ.” 

უესტი, რომელიც განუწყვეტელი კრიტიკის ქვეშაა მის მიერ გავრცელებული სიძულვილის ენის გამო, არასდროს მორიდებია ტრამპის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვას. რეპერი მხარს უჭერდა უცხადებდა ამჟამინდელ პრეზიდენტს 2016 წლის Saint Pablo-ს ტურნეს დროს. ამავე წლის დეკემბერში კი მას ფოტოს გადასაღებად შეხვდა. 

2018 წელს კანიე თეთრ სახლში მივიდა ქუდით – Make America Great Again. ის პრეზიდენტს ოვალურ კაბინეტში შეხვდა და ღიად ისაუბრა, თუ როგორ აფასებდა მას. რეპერი აღნიშნულ ქუდს მთელი წლის განმავლობაში ატარებდა, მათ შორის ეხურა Saturday Night Live-ში გამოსვლის დროსაც.  2020 წელს უესტი ტრამპს დაუპირისპირდა, არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენების გამო, თუმცა მალევე დაუბრუნდა მის მხარდამჭერთა რიგებს.

იმ პერიოდში, როცა კანიე ოუშენთან საუბარს აღწერს, მუსიკოსები ერთმანეთთან თანამშრომლობდნენ. ოუშენი მონაწილეობს Frank’s Track-ში უესტის ალბომიდან The Life of Pablo, ხოლო უესტს კამეო ჰქონდა ოუშენის White Ferrari-ში. ოუშენს მას შემდეგ ახალი პროექტი აღარ გამოუცია.

მარტში კი კანიემ ახალ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი სიმღერა Moon, 2021 წლის ალბომიდან Donda, ფრენკ ოუშენის კარიერის დასასრული იყო.

„როცა Moon გამოვეცი, ამან ფრენკ ოუშენის კარიერა დაასრულა. მას ამის შემდეგ სიმღერა აღარ გამოუშვია. ვთქვი კიდეც, რომ ის ახალ ალბომს ვეღარასდროს გამოსცემდა. ნებისმიერი მუსიკალური ჟანრი, რომელსაც სხვა აკეთებს, მე შემიძლია მასზე უკეთ გავაკეთო. მე ათჯერ ძლიერი ვარ მუსიკაში, ვიდრე ნებისმიერი სულიერი.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Metallica - Allegiant Stadium-ში 2022 წლის 25 თებერვალი, ლას ვეგასი, ნევადა. გიტარისტი - კირკ ჰამმეტი, დრამერი - ლარს ულრიხი, ფრონტმენი - ჯეიმს ჰეტფილდი და ბასისტი - რობერტ ტრუჯილიო ფოტო: ეთან მილერი / Getty Images

Metallica-მ გულშემატკივრებზე ორიენტირებული დოკუმენტური ფილმის Metallica Saved My Life-ის პირველი ოფიციალური ტრეილერი გამოუშვა

შემდეგი სტატია

Country Music Hall of Fame and Museum მაისში დოლი პარტონის გამოფენას გახსნის

შეიძლება დაგაინტერესოთ

Melqo - Crysis Crysis

Melqo-მ ახალი სინგლი და ვიდეოკლიპი Crysis Crysis წარადგინა

„კლიპის სიუჟეტი ჩემს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება - მეოჯახეობა, გამოფხიზლება, ბოლო დროს საკუთარი თავის, წარსულისა და გარემოს გადააზრებისას აღმოცენებული აზრობრივი მიმართულებების, ახალი ფენებისა და ინფორმაციული განზომილებების ძიება და აღმოჩენა.“
მეტი
BTS BIGHIT MUSIC

როგორ გადაინაწილებენ BTS, Madonna და Shakira მსოფლიო ჩემპიონატის შესვენების 11-წუთიან დროს

Billboard-ის Pop Shop Podcast-ის ახალ ეპიზოდში ქეითი და კითი განიხილავენ, თუ როგორ გადაინაწილებს 19 ივლისს სცენაზე სამი სუპერვარსკვლავი დროს.
მეტი

ლორინ ჰილი განმარტავს, თუ რატომ აღარ გამოსცა ახალი ალბომი Miseducation-ის შემდეგ

„რაღაც მხრივ, ჰარიეტ ტაბმენის მსგავსი ფიგურა ვიყავი, რომელიც გარბოდა იმისთვის, რომ ძალაუფლებაში მყოფთათვის მწარე სიმართლე ეთქვა, სანამ გარკვეული ძალები ამ კარებს არ დახურავდნენ.”
მეტი
პოლ მაკარტნი 2026 წლის 16 მაისი YouTube/SNL/NBC

პოლ მაკარტნიმ Saturday Night Live-ის ფინალურ სეზონში სიმღერები Band on the Run, Coming Up და Days We Left Behind შეასრულა

პოლ მაკარტნის გულშემატკივრებმა SNL-ის 51-ე საზეიმო ფინალში სამი ცოცხალი შესრულება იხილეს, სადაც ლეგენდარული Beatles-ის წევრი კიდევ რამდენიმე ეპიზოდში გამოჩნდა.
მეტი