ელტონ ჯონის შიდსის ფონდი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ მისი სერვისების აკრძალვა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის

რუსეთის ფედერაციის პროკურატურამ ორგანიზაცია „არასასურველად” მიიჩნია.
ელტონ ჯონი და დევიდ ფერნიში
Theo Wargo/Getty Images for Elton John AIDS Foundation

ელტონ ჯონის შიდსის ფონდი ცდილობს, მსოფლიოს დაანახოს, თუ რას ნიშნავს რუსეთის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება ქვეყანაში მცხოვრები იმ ადამიანებისთვის, რომელთაც აივ ინფექციისა და შიდსის დიაგნოზი აქვთ.

3 აპრილის გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციამ თავის ტერიტორიაზე აკრძალა ელტონ ჯონის მიერ ბრიტანეთსა და აშშ-ში დაფუძნებული ფონდები, რაც ნიშნავს იმას, რომ რუსეთის მოქალაქეები მათი სერვისებით ვეღარ ისარგებლებენ. ორგანიზაციებს პროკურატურამ  „არასასურველი” უწოდა – კლასიფიკაცია, რომელიც სახელმწიფოს უფლებას აძლევს, აკრძალოს ფონდის საქმიანობა და დააკავოს მასთან დაკავშირებული პირები, თუკი ისინი მაინც განაგრძობენ რუსეთის ტერიტორიაზე მუშაობას. 

სამთავრობო აკრძალვის პასუხად ელტონ ჯონის ფონდმა „ბილბორდს” ოფიციალური განცხადება გაუზიარა: „რუსეთის ფედერაციის ეს გადაწყვეტილება უდავოდ საფრთხეში ჩააყენებს აივ ინფექციის მქონე პირების სიცოცხლეს. იმ დროში, როცა გვაქვს ინსტრუმენტები და ცოდნა აივ ინფექციის დასამარცხებლად, სამწუხაროა, რომ ამის საშუალება არ გვეძლევა.”

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ თავად რუსეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ანგარიშის თანახმად, 2024 წელს ქვეყანაში 1.2 მილიონზე მეტი აივინფიცირებული მოქალაქე იყო. ფონდის თქმით, მათგან დაახლოებით ნახევარ მილიონ ადამიანს სამედიცინო დახმარება არ მიუღია. „ამ დაბრკოლების მიუხედავად, ჩვენ განვაგრძობთ საქმიანობას აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, სადაც ფონდი ყველაზე ფართო აივ/შიდსის პროგრამას ახორციელებს,” – ვკითხულობთ განცხადებაში.

პროკურატურის გადაწყვეტილებაში კი ნათქვამია, რომ ელტონ ჯონის შიდსის ფონდი მხარს უჭერს  LGBTQ+ პირთა უფლებებს, მათ შორის „არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობებს, დასავლური ოჯახის მოდელებსა და სქესის შეცვლას”. ამასთანავე აღნიშნულია, რომ ორგანიზაციას „უარყოფითი დამოკიდებულება აქვს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ტრადიციულ, სულიერ და მორალურ ღირებულებებს იცავენ.” სწორედ ეს ფაქტორები გახდა წინაპირობა იმისა, რომ ფონდი „არასასურველად” მიჩნეულიყო.

„როცა მუსიკოსი უკრავს მათთან ერთად, ვინც ცდილობს, დემოკრატიის მარცვლები დათესოს, ეს პროპაგანდაა. ხოლო როცა ამის სათავეში ელტონ ჯონი დგება, ეს კიდევ უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ანტირუსული პროპაგანდა,” – აღნიშნულია რუსეთის პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მუსიკოსი წუხილს გამოთქვამს რუსეთში LGBTQ+ თემის მდგომარეობაზე. 2019 წელს ელტონ ჯონმა ვლადიმერ პუტინს ღია წერილით მიმართა, რომელშიც ის რუსეთის ლიდერის თვალთმაქცობას აკრიტიკებდა, თითქოს LGBTQ+ პირებზე ზრუნავდა, პარალელურად კი მათი უფლებების წინააღმდეგ მიმართულ კანონებს იღებდა. 

„თვალთმაქცობას ვხედავ თქვენს კომენტარში, რომ თითქოს გინდათ, LGBT პირები ბედნიერები იყვნენ და ამბობთ, რომ ამ მხრივ პრობლემა არ გაქვთ. ამ დროს კი რუსეთის მედიადისტრიბუტორებმა ჩემი ფილმის, Rocketman-ის დაცენზურება გადაწყვიტეს და ყველა ის სცენა ამოიღეს, რომელიც ჩემი და დევიდის 25-წლიანი თანაცხოვრებისა და ჩვენი ორი ლამაზი ვაჟის გაზრდის ნამდვილ ბედნიერებას ასახავს. მე ვამაყობ, რომ ვცხოვრობ მსოფლიოს იმ ნაწილში, სადაც ჩვენი მთავრობები ცნობენ ადამიანის უნივერსალურ უფლებას, გვიყვარდეს ის, ვინც გვინდა,” – წერდა მაშინ მუსიკოსი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Country Music Hall of Fame and Museum მაისში დოლი პარტონის გამოფენას გახსნის

შემდეგი სტატია

არიანა გრანდემ ჰალი ბეილი თავისი ახალი სიმღერის ქავერის შესრულებისათვის შეაქო

შეიძლება დაგაინტერესოთ

Tape Visitors ფესტივალ Mad Cool-ის სცენაზე

ჯგუფმა შესარჩევ ტურში – Mad Cool Talent-ში გაიმარჯვა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მუსიკოსებს საშუალებას აძლევს, კონკურსში მიიღონ მონაწილეობა და საბოლოოდ ფესტივალის პროგრამაში მოხვდნენ.
მეტი
Snoop Dogg - 2026 წლის მაიამის რბოლის კვირეულის ფარგლებში, 2 მაისი, მაიამი, E11EVEN Miami Alexander Tamargo/Getty Images for E11EVEN

Snoop Dogg-ის ბიოგრაფიული ფილმის გამოსვლის თარიღი ცნობილია

Universal Pictures-ის ფილმი, რომლის რეჟისორიც კრეიგ ბრიუერი იქნება, ეკრანებზე 2027 წლის 6 აგვისტოს გამოვა. რეპის ლეგენდას კი Outer Banks-ის ვარსკვლავი ჯონათან დევისი განასახიერებს.
მეტი
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი ლამინ იამალი (N19) FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულთა თასით. ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა დაამარცხა. მატჩი 19 ივლისს, ნიუ ჯერსის შტატში, ისტ რეზერფორდის MetLife Stadium-ზე გაიმართა. ALEX PANTLING /FIFA VIA GETTY IM

75 სიმღერა ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების აღსანიშნად: ROSALÍA, QUEVEDO, ENRIQUE IGLESIAS და სხვები

Manolo Escobar-ის კლასიკური ჰიტით - Y Viva España დაწყებული Aitana-ს Superestrella-მდე, გაეცანით საზეიმო ფლეილისტს სრულად.
მეტი

ლიამ გალაგერის თქმით, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის Halftime Show ცუდ მოგზაურობას ჰგავდა

ვარსკვლავებით დატვირთული კონცერტი ჩემპიონატის იტორიაში ფინალური მატჩის ტაიმებს შორის გამართული პირველი მუსიკალური შოუ იყო.
მეტი