Doechii-ს მუსიკალური ვიდეო – Anxiety

ვიდეო, რომელიც პარასკევს, 18 აპრილს გამოვიდა, სრულიად ჩვეულებრივად იწყება: Doechii თავის ოთახში მუსიკაზე მუშაობს, მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი იცვლება: ფანჯრიდან S.W.A.T.-ის ჯგუფის წევრები იჭრებიან და ქაოსი იწყება. 

2019 წელს YouTube-ზე Anxiety-ს ვიდეო გამოვიდა, სადაც Gotye-ს 2011 წლის ჰიტის Somebody That I Used to Know-ს სემპლია აღებული, თუმცა უნდა ითქვას, რომ მაშინ ეს ვიდეო ფართო მასებისთვის არ იყო ხელმისაწვდომი. მხოლოდ 2024 წლის მარტში Doechii-მ სიმღერა სტრიმინგ პლატფორმებზე  გამოსცა და ოფიციალურად გაავრცელა.

სიმღერამ Billboard Hot 100-ზე მეათე ადგილი დაიკავა.

ჯეიმს მაკკელის რეჟისორობით გადაღებული ვიდეოკლიპის ერთ-ერთ ეპიზოდში Doechii მარცხნივ იხედება და ხედავს მამაკაცსა და ქალს, რომლებიც გეომეტრიული ფიგურებით არიან მოხატული, ეს კი პირდაპირ მიანიშნებს სიმღერაზე – Somebody That I Used to Know. 

Anxiety-ს ვიდეო 8 თვის შემდეგ გამოჩნდა, რაც Doechii-მ  თავისი მიქს კასეტა Alligator Bites Never Heal გამოსცა.  მან Billboard 200-ზე მე-12 ადგილი დაიკავა, ამასთან, Doechii გახდა მესამე ქალი არტისტი, რომელმაც გრემის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჰიპ-ჰოპ ალბომის ნომინაცია მიიღო. მარტში კი Billboard Women in Music Awards-ზე  „წლის ქალის” ტიტულით დაჯილდოვდა.

ნახეთ Anxiety-ის მუსიკალური ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მერაია ქერის თქმით, კლიპში We Belong Together მას საკუთარი საქორწილო კაბა აცვია

შემდეგი სტატია

კენდრიკ ლამარი გახდა პირველი მუსიკოსი, რომელმაც Gatorade-ის რეკლამაში მიიღო მონაწილეობა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფიბი ბრიჯერსი Frank Ockenfels

ფიბი ბრიჯერსი, KATSEYE, ტროი სივანი, აირა სტარი და სხვები: კვირის მუსიკალური გზამკვლევი

გაეცანით ყველაზე საინტერესო და აუცილებლად მოსასმენ ახალ მუსიკალურ უცხოურ და ქართულ რელიზებს.
მეტი

ანამარია ბურდულის და ჯიმი ჩეიმბერსის მუსიკალური კოლაბორაცია –  სიმღერა “ზამთარიას” ახლებური ინტერპრეტაცია

ანამარია ბურდულმა, სასცენო სახელით anman, მუსიკოს ჯიმი ჩეიმბერსთან ერთად ახალი მუსიკალური კოლაბორაცია გამოუშვა - ქართული სიმღერის „ზამთარია“ ინგლისურენოვანი ვერსია, რომელიც უფრო დიდი პროექტის დასაწყისია.
მეტი