შაკილ ო’ნილი Inside the NBA-ს პირდაპირ ეთერში საპირფარეშოში გაიქცა

„ვერ მოითმინა,” – თქვა თანაწამყვანმა კენი სმითმა.
შაკილ ო’ნილი
Inside the NBA

შაკილ ო’ნილმა სარეკლამო ჭრამდე მოთმენა ვერ შეძლო და NBA-ს ლაივის დროს პირდაპირ ეთერში საპირფარეშოში გაიქცა.

როცა თანაწამყვანები ჩარლზ ბარკლი და კენი სმითი ლოს-ანჯელეს კლიპერსისა და დენვერ ნაგეტსის გასაოცარ თამაშს იხსენებდნენ, მოულოდნელად შაკი (ასევე ცნობილი, როგორც DJ Diesel) ადგა და სწრაფად გაემართა სტუდიის გასასვლელისკენ.

„კარგად ხარ? – ჰკითხა სმითმა. „სპაზმი გაქვს? ეს იმ ზეითუნის ზეთის ბრალია, რომ სვამ. ვერ მოითმინა. 40 წლის შემდეგ უკვე ვეღარ ითმენ.”

კალათბურთის ლეგენდამ წამყვანებს შოუს გაგრძელებისკენ მოუწოდა. ერნი ჯონსონმა კი თქვა: „არ მომეწონა, როგორც გაიარა. ეს არ იყო ჩვეულებრივი სიარული.”  შემდეგ კი სმითმა განაგრძო: „ზეითუნის ზეთს სვამს, რომ ნაწლავები გაისუფთაოს. ძალიან კარგად ისუფთავებს.”

რამდენიმე წუთში ო’ნილი სტუდიაში დაბრუნდა და ინციდენტი ბევრი წყლის დალევასა და ბარკლის ხანგრძლივ საუბარს დააბრალა. „მალე უნდა დაასრულო სათქმელი, რომ შესვენებაზე გავიდეთ. ვზივარ და ვფიქრობ: მოკეტე და სწრაფად მორჩი,” – მიმართა თანაწამყვანს. 

მომავალი სეზონიდან შაკი, ჩაკი, ერნი და კენი ABC/ESPN-ის ოჯახს შეუერთდებიან. ხოლო რაც შეეხება მუსიკალურ მხარეს, DJ Diesel შემდეგ კონცერტს 25 აპრილს დალასში გამართავს. მსმენელი კი იმედს იტოვებს, რომ ამჯერად შაკი საპირფარეშოს კონცერტის დაწყებამდე გამოიყენებს. 

ნახეთ ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„პოპის პრინცი” – ჯასტინ ტიმბერლეიკი

შემდეგი სტატია

მოუსმინეთ ლორდის ახალ სიმღერას What Was That 

შეიძლება დაგაინტერესოთ

გამოსახულების უნებართვო კომერციული გამოყენებისთვის დუა ლიპა SAMSUNG-ისგან 15 მილიონ დოლარს ითხოვს

მომღერლის სარჩელი მოიცავს საავტორო უფლებების დარღვევას, სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენებას და მომღერლის საჯაროობის უფლების ხელყოფას.
მეტი

კეტი პერი, FUTURE, LISA, ჯეი ბალვინი, ალანის მორისეტი და ტაილა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე წარდგებიან

მუსიკალური პერფორმანსით ასევე გამოვლენ Anitta, მაიკლ ბუბლე, ალესია კარა და ჯესი რეიესი.
მეტი
The Cave - WITHANIA SOMNIFERA

The Cave-ის ახალი რელიზი –  WITHANIA SOMNIFERA

„WITHANIA SOMNIFERA არის ტრეკი, რომელიც დაკავშირებულია პროცესებთან, თუ როგორ შეიძლება მიხვიდე იმ მდგომარეობამდე, რომ შეძლო რაღაცის შექმნა.“
მეტი