ჰოლივუდის დიდების ხეივანში Green Day-ს ვარსკვლავი გაიხსნება

ცერემონია პირველ მაისს გაიმართება.
Green Day 2025 წლის iHeartRadio Music Awards-ის ცერემონიაზე. ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. 2025 წლის 17 მარტი.
Gilbert Flores

პირველ მაისს Green Day-ს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავს გაუხსნიან. მოწვეულ სტუმრებს შორის არიან ჩოგბურთის ლეგენდა სერენა უილიამსი და  მსახიობი რაიან რეინოლდსი. ცერემონიას რადიოს და ტელევიზიის ვარსკვლავი მეტ პინფილდი გაუძღვება.

ვეტერანი როკჯგუფის  ვარსკვლავი ჰოლივუდ ბულვარზე განთავსდება. ის ახლოს არის Amoeba Music-ის მაღაზიასთან, რასაც სიმბოლური დატვირთვა აქვს. ღონისძიებას პირდაპირ ეთერში გადასცემს დიდების ხეივნის ვებ-გვერდი. ეს იქნება 2 810-ე ვარსკვლავის გახსნის ცერემონია მას შემდეგ, რაც ტურისტულ ღირსშესანიშნაობად ქცეული ადგილი 1960 წელს გაიხსნა.

Green Day 2015 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. ჯგუფს  ხუთი გრემი აქვს მიღებული. მათ შორის ერთ-ერთი ჯილდო მუსიკალურმა კოლექტივმა 2006 წელს წლის ჩანაწერის ნომინაციაში, Boulevard of Broken Dreams-ისთვის მოიპოვა. 

„ჰოლივუდის სავაჭრო პალატისთვის პატივია, მიესალმოს Green Day-ის წევრებს – ბილი ჯო არმსტრონგს, მაიკ დირნტს და ტრე კულს დიდების ხეივანში,” – ნათქვამია ცერემონიის პროდიუსერის, ანა მარტინესის განცხადებაში. „Green Day-ს მუსიკა არა მხოლოდ თაობებს შთააგონებს, არამედ ჩვენი ცხოვრების საუნდტრეკადაც იქცა.”

დიდების ხეივანს ადმინისტრირებას ლოს-ანჯელესის სახელით სწორედ ჰოლივუდის სავაჭრო პალატა უწევს. ის უკვე ათწლეულებია ვარსკვლავის გახსნის ცერემონიებს მასპინძლობს.

Green Day 1986 წელს ბერკლიში, კალიფორნიაში ჩამოყალიბდა და მას შემდეგ Billboard 200-ის ჩარტის ტოპ ათეულში 12-ჯერ მოხვდა . ბენდი ალბომების ჩარტში სამჯერ იკავებდა პირველ ადგილს ნამუშევრებისთვის – American Idiot (2004), 21st Century Breakdown (2009) და Revolution Radio (2016). Billboard Hot 100-ის ჩარტის ტოპ ათეულში კი სხვადასხვა დროს მოხვდა ჯგუფის ორი ჰიტი – Boulevard of Broken Dreams და Wake Me Up When September Ends. 

წელს ჯგუფი Coachella-ს ჰედლაინერი იყო და ორ საფესტივალო საღამოზე 200 000-ზე მეტი მსმენელის წინაშე წარდგა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

შონ ონო ლენონი დოკუმენტური ფილმის One to One: John & Yoko მთავარ მესიჯს აზიარებს

შემდეგი სტატია

P Diddy: The Rise and Fall – BBC შონ კომბსის შესახებ დოკუმენტურ ფილმს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი