ამერიკელმა რეპერმა Megan Thee Stallion-მა ახალი სინგლი Whenever გამოუშვა

არტისტითვის ახალი მუსიკალური ერა იწყება.
Megan Thee Stallion - 2025 წლის Coachella-ს მთავარ სცენაზე, 13 აპრილი, კალიფორნია. ფოტო: კევინ მაზური / Getty Images
Megan Thee Stallion – 2025 წლის Coachella-ს მთავარ სცენაზე, 13 აპრილი, კალიფორნია. ფოტო: კევინ მაზური / Getty Images


ამერიკელი რეპერი მეგან ჯოვონ რუტ პუტი, სასცენო სახელით Megan Thee Stallion ახალ მუსიკალურ ეპოქას იწყებს სინგლით Whenever. სიმღერა 24 აპრილს გამოვიდა. 

ეს მისთვის 2025 წლის პირველი მუსიკალური ნამუშევარია. სინგლის გამოსვლა არტისტმა Coachella-ს ფესტივალზე აპრილის დასაწყისში დააანონსა.  

კვირის დასაწყისში რეპერმა სინგლის გარეკანი გამოაქვეყნა, რომელიც ვესტერნის სტილის პოსტერს ჰგავს, – მომღერალი ქოუბოის ქუდით არის გამოსახული, პოსტერზე კი წერია “It’s whatever b-, it’s whenever h-!”

ჯერ ცნობილი არ არის, შევა თუ არა სინგლი Megan Thee Stallion-ის მომავალ ალბომში Act: III, რომლის  შესახებაც ინფორმაცია არტისტმა ცოტა ხნის წინ, TikTok Live-ის ლაივის დროს დაადასტურა.

„მართლა ვცდილობ გავარკვიო, ამ ეტაპზე ვისთან მინდა თანამშრომლობა. მხოლოდ იმ ადამიანებს მოვიაზრებ, ვისთანაც ჯერ არ მქონია კოლაბორაცია და ვის მუსიკასაც პირადად ვუსმენ.“- განაცხადა არტისტმა.

ალბომის შესახებ დეტალები ჯერ კიდევ გასაიდუმლოებულია, თუმცა Megan Thee Stallion-მა აღიარა, რომ Doechii-სთან თანამშრომლობა სურს. 

წელს Coachella-ს ფესტივალზე Megan Thee Stallion-მა ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი შოუ გამართა. მასთან ერთად სცენაზე ასევე წარდგნენ  Queen Latifah, Ciara და Victoria Monét. სამწუხაროდ, Mamushi-ს შესრულების დროს მას მიკროფონი გამოურთეს. როგორც ჩანს, არტისტმა ფესტივალზე მისთვის გამოყოფილი დროის ლიმიტს გადააჭარბა.

მოისმინეთ Megan Thee Stallion-ის ახალი სინგლი Whenever:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

P Diddy: The Rise and Fall – BBC შონ კომბსის შესახებ დოკუმენტურ ფილმს აანონსებს

შემდეგი სტატია

Benson Boone David Roemer

ბენსონ ბუნმა ახალი სინგლი Mystical Magical გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Charli xcx - ერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2026 წლის 14 თებერვალი, გერმანია. Arturo Holmes/Getty Images

Charli xcx-მა ახალი სიმღერის, Rock Music-ის თიზერი გაავრცელა, თუმცა განაცხადა რომ როკ-ალბომზე არ მუშაობს

„არასდროს მითქვამს, რომ როკ-ალბომზე ვმუშაობდი“, - განმარტავს Charli xcx, გასულ თვეს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.
მეტი
ტეილორ სვიფტი Mert Alas & Marcus Piggot

RECORD STORE DAY 2026-ის ბესტსელერები: ტეილორ სვიფტი, Pink Floyd, ბრუნო მარსი და სხვა შემსრულებლები

Record Store Day 2026-ისთვის 350-ზე მეტი სახეობის ჩანაწერი გამოიცა, რომლებიც ექსკლუზიურად მხოლოდ დამოუკიდებელ მუსიკალურ მაღაზიებში იყიდებოდა.
მეტი