SZA-მ ტეხასში გრანდიოზული ტურის კულისებიდან კადრები გააზიარა

2 მაისს მომღერალმა ინსტაგრამზე ემოციური ვიდეო ატვირთა, რომელიც ტეხასს მიუძღვნა.
SZA - Super Bowl LIX - ის ნახევარფინალური შოუ, 9 თებერვალი, 2025 წელი, ლუიზიანა, ფოტო: მაიკლ ოუენი / Getty Images
SZA – Super Bowl LIX – ის ნახევარფინალური შოუ, 9 თებერვალი, 2025 წელი, ლუიზიანა, ფოტო: მაიკლ ოუენი / Getty Images

SZA-მ ტეხასში The Grand National Tour-ის ფარგლებში კონცერტი გამართა, შემდეგ კი გულშემატკივრებს სცენის მიღმა, კულისებიდან დაუვიწყარი კადრები გაუზიარა. 

2 მაისს SZA-მ ინსტაგრამზე ვიდეო ატვირთა, რომელიც ტეხასს მიუძღვნა. R&B-ის მომღერალი და კენდრიკ ლამარი 26 აპრილს არლინგტონში, AT&T-ს სტადიონზე  გრანდიოზული შოუს ფარგლებში წარდგნენ.

„თქვენში უზარმაზარი ენერგია იგრძნობოდა,  ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო, მადლობა. ყურადღებას ნუ მიაქცევთ ვიდეოში ჩემს ხმას, ძალიან გადაღლილი და გამოუძინებელი ვიყავი. შემდეგი ვლოგი ატლანტისთვის იქნება.” – მიმართავს SZA ტეხასელ გულშემატკივრებს. 

პოსტში  მომღერალი ტეხასის საოცარ ენერგიას იხსენებს  და მადლობას უხდის დედას, რომელიც მას ყოველი შოუს წინ ამხნევებს. 

30 აპრილს The Grand National Tour ატლანტაში გაგრძელდა. შოუზე კენდრიკ ლამარმა  Playboi Carti მოიწვია, სადაც არტისტებმა ერთობლივი სიმღერა Good Credit შეასრულეს. სიმღერის, პროდიუსერი Cardo გახლავთ, თავად ტრეკმა კი Billboard Hot 100-ის ჩარტში მე-17 ადგილი დაიკავა, Billboard-ის მუსიკალურ რეიტინგებში კი მეოთხე ადგილზე გავიდა.

The Grand National Tour-ის პარალელურად, კენდრიკ ლამარისა და SZA-ს ჰიტი Luther უკვე მეათე კვირაა Billboard Hot 100-ის სიმღერების ჩარტში ლიდერ პოზიციას იკავებს.

ეს სინგლი კენდრიკ ლამარისთვის მეექვსე ნომერ პირველი ჰიტია, ხოლო SZA-სთვის – მესამე. ამ სიმღერით ორივე არტისტმა კარიერის განმავლობაში ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი დაჰყო Billboard Hot 100-ის ჩარტებში. სინგლი Luther მე-18 კვირაა, Hot R&B/Hip-Hop Songs და Hot Rap Songs ჩარტებში პირველ ადგილს ინარჩუნებს.

ნახეთ SZA-ს გადაღებული კადრები ტეხასში  Grand National-ის შოუდან:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

SophiO - Flower’s Dream, ყდის დიზაინი: თეონა კვაჭაძე, ვახტანგ გაბუნიას ნახატი

SophiO-ს ოთხნაწილიანი კომპოზიცია –  Flower’s Dream

შემდეგი სტატია

ამერიკელი რეპერი Mase ფანებს სთხოვს, გადაწყვიტონ, დაესწროს თუ არა Diddy-ს სასამართლო პროცესს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი
Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD ფოტო: Shalika Studio

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD გახდა

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვება ჯგუფმა OCD-მ მოიპოვა. შედეგად, მუსიკოსები 4 ივლისს რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე - Tbilisi Open Air-ის სცენაზე წარდგებიან.
მეტი

Mebo Renard-მა ახალი სიმღერა „გადის დრო“ გამოუშვა

„ხანდახან უცხო ადამიანები ისე გიბიძგებენ, შექმნა რაღაც ახალი, რომ თვითონაც არ იციან. ამიტომ მადლობა ყველას, ვინც იუთუბზე კომენტარებს წერს.“ - Mebo Renard
მეტი