Killages და სტეფანე მღებრიშვილი ერთობლივ სიმღერას აანონსებენ

ტრეკი კლიპთან ერთად მაისის შუა რიცხვებში გამოვა.
Killages IG

ჯგუფი Killages და სტეფანე მღებრიშვილი კოლაბორაციულ მუსიკალურ ნამუშევარს აანონსებენ. “გიჟივით გენდობი” — ასე ჰქვია ტრეკს, რომელიც კლიპთან ერთად მაისის შუა რიცხვებში გამოვა.

Billboard Georgia-ს Killages-ის წევრი გუგა მაჭარაშვილი ესაუბრა:

„სტეფანესთან ერთად ტრეკის გაკეთების იდეა უკვე გვქონდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ თავად დამიკავშირდა და თავისი იდეები გამიზიარა. სწორედ ამან მომცა შთაგონება და მეორე დღესვე გავუგზავნე ტრეკი. სიმღერის შინაარსი ისეთია, რომ ყველა მსმენელი თავისებურად აღიქვამს. ვიღაცთვის ეს შეიძლება იყოს სიმღერა შეყვარებულზე, ვიღაცისთვის – მეგობარზე, საკუთარ თავზე, საყვარელ ფეხბურთის გუნდზე და ა.შ.“

ტრეკისთვის გადაღებული მუსიკალური ვიდეოს თიზერი უკვე გამოქვეყნდა სოციალურ ქსელებში. კლიპში არტისტების 3D დასკანერებული ვიზუალებია გამოყენებული.

ნახეთ ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ეცვა თუ არა LISA-ს როზა პარკსის გამოსახულებიანი თეთრეული Met Gala-ზე? დიზაინერების გუნდმა განცხადება გაავრცელა

შემდეგი სტატია

მაილი საირუსი - ფოტო: გლენ ლოჩფორდი

მაილი საირუსის ახალი, ემოციური სინგლი – More to Lose

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Women in Music 2026 წლის ნოემბერში იტალიაში გაიმართება

ღონისძიება იწვევს იტალიური მუსიკის წამყვან ქალებს და წარმოაჩენს მათ ნიჭს, ისტორიებსა და გამოცდილებას როგორც სცენაზე, ასევე კულისებს მიღმა.
მეტი

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი