მაილი საირუსის ახალი, ემოციური სინგლი – More to Lose

სიმღერა პოპვარსკვლავის მომავალ ალბომ Something Beautiful-შია შესული.
მაილი საირუსი - ფოტო: გლენ ლოჩფორდი
მაილი საირუსი – ფოტო: გლენ ლოჩფორდი

მაილი საირუსმა ალბომ Something Beautiful-ის  ვიზუალი გაავრცელა. ალბომის გამოცემამდე რამდენიმე კვირით ადრე კი, 9 მაისს, მეოთხე სინგლი More to Lose გამოუშვა.

ახალი ბალადის მეშვეობით საირუსმა სრულად გამოავლინა მისი ვოკალური შესაძლებლობები.

More to Lose მას შემდეგ გამოვიდა, რაც მომღერალმა  სოციალურ მედიაში სიმღერის თიზერ ვიდეოები გაავრცელა. მანამდე კი შავ-თეთრი ვიდეოს ფრაგმენტი Youtube არხზეც გამოქვეყნდა.

Instagram-ზე გაზიარებულ ვიდეოში მაილი საირუსი მუსიკის ჩაწერის პროცესს და დეტალებს გვიყვება:

„ეს სიმღერა უფრო ისტორიაა და არ მსურს,  ზედმეტმა ფიქრმა თუ  სრულყოფილების სურვილმა შეცვალოს. არასდროს მიფიქრია, რომ More to Lose იდეალური უნდა ყოფილიყო, მინდოდა რომ ლამაზი და ემოციური სიმღერა გამოსულიყო.”

More to Lose ალბომ Something Beautiful-ის რიგით მეოთხე სიმღერაა, რომელსაც წინ უსწრებს უკვე გამოცემული ტრეკები: Prelude, End of the World და Something Beautiful.

 მოუსმინეთ სიმღერას More to Lose:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Killages და სტეფანე მღებრიშვილი ერთობლივ სიმღერას აანონსებენ

შემდეგი სტატია

ნიკოლას ქეიჯი ამტკიცებს, რომ ის და ნიკ ქეივი ხშირად ეშლებათ ერთმანეთში: „მხოლოდ ერთი ასო გვაშორებს”

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლანა დელ რეის თქმით, ახალი ალბომები დასრულებას უახლოვდება: „შედეგით კმაყოფილი ვარ“

მომღერალმა ფანებს განახლებული ინფორმაცია მიაწოდა Stove-ისა და მისი თანმხლები ალბომის, Spyda-ს შესახებ და, როგორც ჩანს, იდუმალი ტექსტებით რაღაც ახალზეც მიანიშნა.
მეტი
Cardi B ლოს-ანჯელესი, 2026 წლის ნოემბერი. ფოტოები: Ahmad Barber და Donté Maurice (AB+DM Studio). სტილისტი: Kollin Carter. მაკიაჟი: Erika La’ Pearl. ვარცხნილობა: Tokyo Stylez.

Cardi B-ის გლობალური ჯილდო Billboard Canada Women In Music 2026 – „თავს ნამდვილად წლის ქალად ვგრძნობ“

Billboard-ის ახალ ინტერვიუში რეკორდსმენი ვარსკვლავი დედობასა და კარიერას შორის ბალანსის შენარჩუნებაზე, საკუთარ თავში ეჭვების დაძლევასა და Little Miss Drama-ს ტურნეს ფარგლებში ისტორიულ წარმატებაზე საუბრობს. Cardi B-იმ ტორონტოში 24 ნოემბერს Global Woman of the Year-ის ჯილდო მიიღო.
მეტი

The Rolling Stones-ის 1973 წელი ჯგუფის კლასიკური პერიოდის ნაწილი იყო თუ დასასრულის დასაწყისი?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის Vintage Pop Stardom-ის ამ ეპიზოდში განხილულია წელი, როდესაც მსოფლიოში უდიდესი როკ-ენ-როლის ჯგუფი კვლავ მთელი ძალით იყო მოქმედებაში, თუმცა შესაძლოა მისი კარიერის ახალ ეტაპზეც გადადიოდა.
მეტი
Nodariko Khutsishvili - თბილისის ქუჩებს (Original Version) ft Luka Kitiashvili and Nikala

ნოდარიკო ხუციშვილის ახალი სიმღერა და მუსიკალური კლიპი – „თბილისის ქუჩებს“

სიმღერაზე ნოდარიკო ხუციშვილთან ერთად ლუკა ქიტიაშვილმა და ნიკალამ იმუშავეს. კომპოზიციის ტექსტის თანაავტორია საბა ზაქალაშვილი.
მეტი

სლოვაკი პოპმომღერალი Adéla 2027 წლის მსოფლიო ტურნეს აანონსებს

სოციალურ ქსელებში ვირუსულად ქცეული ჰიტის – Nicole Kidman-ის შემსრულებელი მომღერალი 2027 წლის იანვრიდან ევროპას, ავსტრალიას, სამხრეთ ამერიკასა და აშშ-ს ეწვევა.
მეტი

პიტერ ბერგი რიანას შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის გამოსვლის იმედს არ კარგავს

2023 წელს რეჟისორმა განაცხადა, რომ პროექტზე ექვს-ნახევარი წლის განმავლობაში მუშაობდა.
მეტი

იქნება თუ არა All I Want for Christmas Is You წელსაც პირველი საშობაო სიმღერა, რომელიც ჩარტის პირველ ადგილს დაიკავებს?

ჯერ უცნობია, მოიპოვებს თუ არა კვლავ პირველობას ქერის კლასიკად აღიარებული ჰიტი Hot 100-ის ჩარტში და შეძლებს თუ არა Wham! პირველად გავიდეს №1 პოზიციაზე. Billboard-ის სარედაქციო გუნდი ამ და სხვა კითხვებს პასუხობს.
მეტი