პაპუნა შარიქაძე ახალი ალბომიდან პირველ სინგლს აქვეყნებს

ალბომი Jazz Unlimited მომავალ კვირას გამოვა.

Jazz Unlimited პაპუნა შარიქაძის ახალი ალბომია, რომელიც მომავალ კვირას გამოვა. მანამდე კი მუსიკოსი ამავე სახელწოდების სინგლს აქვეყნებს. ალბომში ოთხი საავტორო კომპოზიცია შედის, რომელთაც პაპუნა შარიქაძე ხატია ქორიძესთან (ბასი) და სოსო ცაგარეიშვილთან (დრამი) ერთად ასრულებს. ალბომი Break Records-ის ლეიბლის ქვეშ ჩაიწერა.

გიორგი ჩაგელიშვილი – Break Records-ის დამფუძნებელი:

„პროექტი სულ 4 ნაწარმოებს მოიცავს, თუმცა ქრონომეტრაჟით ალბომის მასშტაბის გამოვიდა, ამიტომაც დავარქვით ალბომი და არა EP. თავდაპირველად აღნიშნული კომპოზიციების ლაივსესიებად გამოცემა გვინდოდა. გადაღებული გვაქვს ვიდეოებიც, რომლებიც ალბომის გამოსვლის შემდეგ თანდათან „იუთუბზე” დაიდება. ნაწარმოებების ჩაწერის იდეა კი ლაშა გოჩიაშვილს გაუჩნდა ლოპოტას ჯაზკლუბში მოსმენისას, რის შემდეგაც კომპოზიციები Break Records-ის სახლის სტუდიაში ჩავწერეთ. ჩანაწერები კი იმდენად კარგი გამოვიდა, რომ გადავწყვიტეთ, როგორც ალბომი, ისე დაგვემუშავებინა და გამოგვეცა.”

პაპუნა შარიქაძე Break Records-ის არტისტია. ლეიბლის დამფუძნებლის თქმით, ზაფხულში მუშაობა მის კიდევ ერთ ახალ ალბომზე დაიწყება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

The 50 Cent: In Da Club Courtesy Photo

50 Cent – 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით ევროპაში Legacy Tour-ს აანონსებს

შემდეგი სტატია

კეტი პერი ხუმრობს, რომ ის „ყველაზე საძულველი ადამიანია ინტერნეტსივრცეში”

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი