50 Cent – 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით ევროპაში Legacy Tour-ს აანონსებს

50 წლის იუბილეს ის ირლანდიაში, დუბლინში გამართული კონცერტით აღნიშნავს.
The 50 Cent: In Da Club Courtesy Photo
The 50 Cent: In Da Club Courtesy Photo

50 13 მაისს Legacy Tour-ის ფარგლებში ევროპაში მიემგზავრება და ჩრდილოეთ აფრიკასაც ესტუმრება.

ტურნე გერმანიაში 8 ივნისს დაიწყება, რომელიც ინგლისში, მაროკოში, შოტლანდიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში და დანიაში გაგრძელდება, 10 აგვისტოს კი პოლონეთში დასრულდება. ეს ტურნე 50 Cent-სთვის განსაკუთრებულია, რადგან ის თავის 50-ე იუბილეს ეძღვნება, არტისტი 6 ივლისს საკუთარ დაბადების დღეს დუბლინში მასშტაბური კონცერტით აღნიშნავს.

„Legacy Tour იწყება. ამ ზაფხულს ევროპაში მივემგზავრები, რათა ჩემი მუსიკა, დაუვიწყარი მომენტები და 50 წლის იუბილე აღვნიშნო. საოცარი რამ გელით, ეს სრული სიგიჟეა! შეიძინეთ ბილეთები ახლავე,“ – დაწერა 50 Cent-მა პირად ინსტაგრამ გვერდზე.

ამ პოსტს თან კინემატოგრაფიული თრეილერი ახლავს, ვიდეოკოლაჟი არტისტის ბოლო 20 წლის მნიშვნელოვან გამოსვლებს მოიცავს, სადაც პერიოდულად ჩნდებიან G-Unit-ის წევრები, ემინემი და ლებრონჯეიმსი. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია 50 Cent-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ჰიპჰოპის ლეგენდამ გრანდიოზული Final Lap Tour სულ ახლახან დაასრულა. ტურნემ, რომლის ფარგლებშიც 83 შოუ გაიმართა, არტისტს 103.6 მილიონი დოლარის მოგება მოუტანა, საერთო ჯამში კი 1.05 მილიონი ბილეთი გაიყიდა. იგი ისტორიაში მეორე რეპერი გახდა, რომელმაც მსგავსი მასშტაბის ტურნე ჩაატარა, პირველ პოზიციას კი ამ მიმართულებით დრეიკი იკავებს.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ბოლოსა და 2025 წლის დასაწყისში 50 Cent – Planet Hollywood-ის Ph Live-სცენაზე, ლას ვეგასში, ექვსი შოუთი წარდგა.

ჰიპჰოპში ყურადღების კონცენტრაცია დაბალია, ძველს ადვილად ანაცვლებს ახალი. ზოგჯერ კი აშკარა წინააღმდეგობებიც ჩნდება. ჩვეულებრივ, ჩვენს კულტურაში იშვიათად არიან არტისტები, რომლებიც დიდხანს ინარჩუნებენ წარმატებას,“ — უთხრა 50 Cent-მა Billboard-ს გასულ წელს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მადონას სიტყვებს, რომ შონ პენი მისი ცხოვრების სიყვარულია, მსახიობი 30 წლის შემდეგ ეხმაურება

შემდეგი სტატია

პაპუნა შარიქაძე ახალი ალბომიდან პირველ სინგლს აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

DA TI – ქართველი არტისტი, რომლის სინგლიც Take Me There TikTok-ის გლობალურ ჰიტად იქცა, თბილისში კონცერტს გამართავს

ევროპაში დაფუძნებული ქართველი არტისტი 14 ნოემბერს, ACADEMY-ს ორგანიზებით, მსმენელის წინაშე წარდგება
მეტი
ჰარი სტაილსი - BRIT Awards 2026 -ზე, 2026 წლის 28 თებერვალი, ინგლისი Zak Hussein/Billboard

ჰარი სტაილსმა კონცერტის დროს ტეილორ სვიფტის ქორწილზე იხუმრა

მომღერალმა მედისონ სკვერ გარდენში რეზიდენციის მესამე კონცერტი, ნიუ-იორკ ნიქსის ჩემპიონობა და ყოფილი შეყვარებულის, ტეილორ სვიფტის ქორწილი ერთ ხუმრობაში გააერთიანა.
მეტი
Kehlani - BET Awards 2026-ზე, Peacock Theater, 2026 წლის 28 ივნისი, ლოს-ანჯელესი

Kehlani ჰოსპიტალიზაციის შემდეგ ტურნეს ორ კონცერტს აუქმებს

Kehlani  მსოფლიო ტურნეს დროებით აჩერებს და ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენაზე კონცენტრირდება. გრემის მფლობელმა მომღერალმა 26 აგვისტოს სოციალურ ქსელში განაცხადა,…
მეტი
Madonna Rafael Pavarotti

Madonna-მ WorldPride Amsterdam-ის სცენაზე კაილი მინოუგი მისი სიმღერის, Love Sensation-ის შესასრულებლად მიიწვია

პოპმუსიკის ლეგენდები სცენაზე ერთად 2024 წელსაც გამოჩნდნენ - Madonna-ს Celebration Tour-ის ფარგლებში, ლოს-ანჯელესში გამართულ კონცერტზე
მეტი