კეტი პერი ხუმრობს, რომ ის „ყველაზე საძულველი ადამიანია ინტერნეტსივრცეში”

მომღერალმა ტურნეს ფარგლებში კონცერტი ჩიგაკოში გამართა.
კეტი პერი
Theo Wargo/Getty Images for Katy Perry

კეტი პერი ფანებისგან დიდ სიყვარულს გრძნობს, მიუხედავად იმ სიძულვილისა, რასაც ის ინტერნეტსივრცეში იღებს. 

Lifetimes ტურნეს ფარგლებში ჩიკაგოში გამართული კონცერტის დროს პოპვარსკვლავმა თავის საჯარო იმიჯზე იხუმრა. გავრცელებულ ვიდეოში პერი აუდიტორიის მქუხარე აპლოდისმენტების პასუხად ამბობს: „მეგონა, ინტერნეტსივრცეში ყველაზე საძულველი ადამიანი ვიყავი.” ფანების შეძახილების შემდეგ კი ამატებს: „მგონი, ეს ტყუილია!”

ჩიკაგოს შოუ პერის ახალი ტურნეს ნაწილია, რომელიც აპრილში დაიწყო და მომღერლის 2024 წლის ალბომს, „143-ს” ეძღვნება. იმავე თვის დასაწყისში პოპვარსკვლავმა მონაწილეობა მიიღო Blue Origin-ის პროექტში და გახდა სრულად ქალებით დაკომპლექტებული პირველი კოსმოსური ეკიპაჟის წევრი, რასაც სოციალურ მედიაში დიდი კრიტიკა მოჰყვა. 

იქამდე კი პერიმ ასევე კრიტიკა დაიმსახურა Dr. Luke-თან მუშაობისთვის სინგლზე Woman’s World. 2014 წელს მომღერალმა კეშამ პროდიუსერი 2005 წელს მის ნაკროტიკებით მოწამვლასა და გაუპატიურებაში დაადანაშაულა. Dr. Luke-მა ბრალდებას „ტყუილი და შოკისმომგვრელი” უწოდა და თავად უჩივლა კეშას ცილისწამებისთვის. 9-წლიანი იურიდიული დავა 2023 წელს გარიგებით დასრულდა. 

Dr. Luke-თან მუშაობასა და კოსმოსურ ექსპედიციას მართლაც მოჰყვა ინტერტეტსივრცეში პერის მიმართ სიძულვილის ზრდა. თუმცა ჩიკაგოს კონცერტამდე მომღერალმა ინსტაგრამზე დაწერა, რომ ამ ყველაფერს უმკლავდება.

„გთხოვთ, იცოდეთ, რომ მე კარგად ვარ. ბევრი ვიმუშავე იმისთვის, რომ გავიგო, ვინ ვარ მე, რა არის ნამდვილი და რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი,”  – წერდა მომღერალი აპრილში. „ჩემმა ფსიქოთეტაპევტმა წლების წინ მითხრა რაღაც, რაც გარდამტეხი აღმოჩნდა: „არავის შეუძლია დაგაჯეროს შენ შესახებ ისეთი რამ, რისიც შენ უკვე არ გჯერა.” და თუ ოდესმე მექნება რაიმე ემოციები ამ ყველაფერზე, ეს იქნება შესაძლებლობა, გამოვიძიო გრძნობები მათ უკან.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

პაპუნა შარიქაძე ახალი ალბომიდან პირველ სინგლს აქვეყნებს

შემდეგი სტატია

30 წლის ფილადელფიელი რეპერი LGP QUA შეიარაღებული ძარცვის დროს მოკლეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი