30 წლის ფილადელფიელი რეპერი LGP QUA შეიარაღებული ძარცვის დროს მოკლეს

თავად რეპერი ხშირად გამოდიოდა შეიარაღებული ძალადობის წინააღმდეგ. ის თავის სიმღერებში ქუჩის ცხოვრებას ღიად და პირდაპირ ეხებოდა.

არტისტი LGP QUA 11 მაისს ფილადელფიაში მოკლეს. სამართალდამცველების თქმით, შემთხვევა წარუმატებელი ძარცვის მცდელობას უკავშირდება. ფილადელფიის პოლიციის დეპარტამენტმა ABC News-თან  დაადასტურა, რომ 30 წლის მუსიკოსი რამდენიმე ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. პოლიცია ამ ეტაპზე სამ მამაკაცს ეძებს, რომლებიც შესაძლოა, კავშირში იყვნენ მომხდარ მკვლელობასთან. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ 20 000 დოლარს გადაუხდიან პირებს, ვისი დახმარებითაც შესაძლებელი გახდება დამნაშავეთა დაკავება და სასამართლო განაჩენის აღსრულება. 

თავად რეპერი ღიად საუბრობდა შეიარაღებული ძალადობის წინააღმდეგ. „გულს მტკენს, რომ ხალხი QUA-ს მხოლოდ რეპერად იცნობდა, მაგრამ არ იცოდნენ, რომ ის ასევე აქტიური საზოგადოებრივი ლიდერი იყო. პირდაპირი მნიშვნელობით, ის იყო ახალგაზრდების ხმა,” — განუცხადა QUA-ს პრესმდივანმა, ნიკი ბაგბიმ ABC 6 Action News-ს.

ახალგაზრდა რეპერი სწორედ ამ გულწრფელი გზავნილების გამო მოიხსენიებოდა, როგორც “ახალგაზრდობის ხმა” — ის ქუჩის ცხოვრებაზე თავის სიმღერებში ღიად და პირდაპირ საუბრობდა. ციხეში გატარებული დროის შემდეგ, გადაწყვიტა პოზიტიური ცვლილებები დაესახა მიზნად და საკუთარი პიროვნება თავიდან ჩამოეყალიბებინა.

რეპერის მკვლელობას გამოეხმაურა წამყვანი მინა ლიონა, რომელმაც არაერთხელ ჩაწერა ინტერვიუ QUA-სთან. „ეს ამბავი გულს მტკენს, უბრალოდ სიტყვები არ ყოფნის,” — თქვა ლიონამ.  მან ასევე ყურადღება გაამახვილა, თუ რამდენად ტრაგიკულია, რომ ასეთი პოზიტიური ადამიანიც კი შეიარაღებული ძალადობის მსხვერპლი გახდა. „ის შთააგონებდა სხვებს და მაინც, თვითონაც კი ვერ გაექცა იმ რეალობას, რომელსაც დღეს ჩვენი ახალგაზრდობა ებრძვის. ეს ძალიან სევდიანია.“ 

მუსიკალური ინდუსტრიიდან რეპერის მკვლელობას მიკ მილიც (Meek Mill) გამოეხმაურა. 

LGP QUA-მ თავის ყოფილ სკოლას, Edward T. Steel Elementary-ს Puma-სთან ერთად 10 000 დოლარი შესწირა. ამისათვის მას  სპეციალური ჯილდოც გადაეცა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კეტი პერი ხუმრობს, რომ ის „ყველაზე საძულველი ადამიანია ინტერნეტსივრცეში”

შემდეგი სტატია

17 მაისს Noble Savage ბექა გოჩიაშვილისა და თემურიკო დიასამიძის კონცერტს უმასპინძლებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი