ალბომი Pink Floyd at Pompeii: MCMLXXII „ბილბორდის” რამდენიმე ჩარტის ტოპ ათეულშია

Pompeii ბენდის მეთხუთმეტე ჩანაწერია, რომელიც Billboard 200-ის ტოპ 40-ში შევიდა.
Pink Floyd at Pompeii – MCMLXXII
Sony Music

პინკ ფლოიდის ლაივ ალბომი Pink Floyd at Pompeii: MCMLXXII ერთდროულად „ბილბორდის” რამდენიმე ჩარტის ტოპ ათეულშია. 2 მაისს გამოსულმა ჩანაწერმა ტოპ გაყიდვად ალბომებს შორის მესამე ადგილი დაიკავა, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბენდისთვის ერთი კვირის გაყიდვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ჩანაწერი ერთგვარი აუდიო კომპანიონია ამავე სახელწოდების საკონცერტო ფილმისა, რომელიც 1971 წელსაა გადაღებული. ფილმის თავდაპირველი ვერსია 1972 წელს გამოვიდა, თუმცა მისი აუდიო, როგორც დამოუკიდებელი პროექტი, აქამდე არასდროს გამოცემულა.

8 მაისით დათარიღებულ კვირაში აშშ-ში Pompeii-ს გაყიდვებმა 20 000 ეგზემპლარი შეადგინა. ჩანაწერი მოიცავს რვა გამოსვლას ფილმიდან და მისი შეძენა შესაძლებელია ორდისკიანი ან ორვინილიანი ნაკრებისა და ციფრული სახით. CD-ისა და ვინილის ვერსიებს ორი ბონუს ტრეკი მოჰყვება, ციფრულ ვერსიას კი – სამი. რაც შეეხება ფილმს, ალბომისგან დამოუკიდებლად გაიყიდა მისი განახლებული ვერსიაც როგორც ციფრულ, ასევე ფიზიკურ ფორმატში.

Pompeii-მ პირველი ადგილი დაიკავა დამოუკიდებელი ალბომების გაყიდვების ჩარტში, მეორე ადგილი ვინილალბომებში, ასევე მეორე ადგილი ტოპ როკალბომებში, მესამე ადგილი ტოპ როკ და ალტერნატიულ ალბომებში და 28-ე ადგილი Billboard 200-ში. Pompeii გახდა მეთხუთმეტე ალბომი, რომელიც Billboard 200-ის ტოპ 40-ში შევიდა და ჯამში 30-ე ალბომი, რომელიც აღნიშნულ ჩარტში მოხვდა. 

ტოპ გაყიდული ალბომების ჩარტში მესამე ადგილითა და 20 000 გაყიდული ეგზემპლარით პინკ ფლოიდისთვის ეს ყველაზე წარმატებული გაყიდვების კვირაა ბოლო ათი წლის განმავლობაში. ამაზე მაღალი მაჩვენებელი ბენდს 2015 წლის 10 იანვრით დათარიღებულ ჩარტში ჰქონდა, როცა გამოშვებიდან მეშვიდე კვირას მათი ბოლო სტუდიური ალბომი The Endless River 29 000 ეგზემპლარად გაიყიდა. 

„ბილბორდის” ტოპ გაყიდვადი ალბომების ჩარტი ყოველკვირეული რეიტინგია, რომელიც მხოლოდ ტრადიციულ გაყიდვებს ეფუძნება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

17 მაისს Noble Savage ბექა გოჩიაშვილისა და თემურიკო დიასამიძის კონცერტს უმასპინძლებს

შემდეგი სტატია

Busta Rhymes გრემის 67-ე დაჯილდოებაზე, 2025 წლის 2 თებერვალი ლოს ანჯელესი ფოტო: Gilbert Flores

Busta Rhymes-ს Cardi B-ს მომავალ ალბომში სურს მონაწილეობა

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი