Busta Rhymes-ს Cardi B-ს მომავალ ალბომში სურს მონაწილეობა

არტისტები ერთმანეთს შემთხვევით Madison Square Garden-ში Knicks-ის პლეი-ოფის თამაშის დროს შეხვდნენ.
Busta Rhymes გრემის 67-ე დაჯილდოებაზე, 2025 წლის 2 თებერვალი ლოს ანჯელესი ფოტო: Gilbert Flores
Busta Rhymes გრემის 67-ე დაჯილდოებაზე, 2025 წლის 2 თებერვალი ლოს ანჯელესი ფოტო: Gilbert Flores

Busta Rhymes-მა კარიერის განმავლობაში უამრავ ლეგენდარულ არტისტთან ითანამშრომლა (Missy Elliott, Lil Wayne…) თუმცა ახლა მას Cardi B-სთან სურს კოლაბორაცია.

არტისტები ერთმანეთს შემთხვევით Madison Square Garden-ში Knicks-ის პლეი-ოფის თამაშის დროს შეხვდნენ. 

14 მაისს Busta Rhymes-მა ინსტაგრამზე Cardi B-სთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა, სადაც გრემის მფლობელ არტისტთან კოლაბორაციის სურვილი გამოთქვა.

„დალოცვები არ წყდება, ასე რომ, ჩვენც არასდროს გავჩერდებით!! სალამი ჩვენს კულტურაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ დედოფალს. რას იტყვი, მე და შენ რამე რომ ჩავწეროთ? @iamcardib? შენს გვერდით ვარ, დედოფალო, მითხარი, როცა მზად იქნები!!“ – დაწერა Busta Rhymes-მა ინსტაგრამზე.

 Madison Square Garden-ში Cardi B-ს გამოჩენამ ყურადღება მიიპყრო, როდესაც იგი NFL-ის ვარსკვლავ Stefon Diggs-თან საჯაროდ გამოჩნდა.

Busta Rhymes-მა წელს შვიდ სიმღერიანი პროექტი Dragon Season… Equinox გამოუშვა, ხოლო Cardi B კი კვლავ აგრძელებს მომავალ ალბომზე მუშაობას.

Cardi B-მ მაისის დასაწყისში ინსტაგრამ Live-ის სესიის დროს, ალბომის დაგვიანება სხვა არტისტის მხრიდან ჩანაწერების დაყოვნებას დააბრალა:

„რაღაცნაირად არ მინდა, ზედმეტი ზეწოლა მოვახდინო ან ვეჩხუბო ამ არტისტებს, ვინც ჩანაწერების გადმოგზავნას აგვიანებენ, იმიტომ რომ მიყვარს ისინი. მაგრამ ახლა სერიოზულად! მჭირდება ეს! ახლავე! არ უნდა დაკარგოთ ეს შანსი,  თორემ თვითონ ჩავწერ ყველაფერს! მაგრამ მართლა მჭირდებით და მჭირდება, რომ ეს გააკეთოთ. მიყვარხართ! ვფიქრობ, ამ ალბომზე მუშაობის შანსი არავინ უნდა გაუშვათ ხელიდან.” – ამბობდა Cardi B ვიდეოში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ალბომი Pink Floyd at Pompeii: MCMLXXII „ბილბორდის” რამდენიმე ჩარტის ტოპ ათეულშია

შემდეგი სტატია

Snoop Dogg - 2025 წლის 14 თებერვალი, ნიო იორკი, ფოტო: დია დიპასული /Getty Images

Iz It a Crime? — სნუპ დოგი ახალ ალბომს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ცნობილი ამერიკელი არტისტი Oliver Tree 32 წლის ასაკში გარდაიცვალა

არტისტმა ცოტა ხნის წინ მუსიკალური ვიდეო გამოუშვა, რომელიც საქართველოში, დიდგორის ბრძოლის მონუმენტის ფონზეა გადაღებული.
მეტი

„არავინ არ ჩანს“ – კინოთეატრ „ამირანში“ კოტე კალანდაძის დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართება

სიუჟეტი მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცის, აჩიკოს შესახებ, რომელიც უკვე ათი წელია, რაც სახელმწიფო ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში მონაწილეობს.
მეტი

თამაშისთვის დაბადებული: მსოფლიო ჩემპიონატის წინ ერნია და სანტიაგო ხიმენესი ერთმანეთს ხვდებიან

იტალიელი რეპერი და მექსიკელი თავდამსხმელი, რომელიც AC მილანში თამაშობს, საუბრობენ ფეხბურთზე, მუსიკაზე, ცხოვრებასა და დაბრკოლებებზე - 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე, რომელსაც სანტიაგო სამშობლოში თამაშობს.
მეტი

ზეკა პაგოდინიო, რომარიო და ბებეტო: სამი ლეგენდა მუსიკაზე, ფეხბურთზე, ბრაზილიასა და წვეულებებზე საუბრობს

Billboard ბრაზილიამ ცნობილი ავტორ-შემსრულებელი და ლეგენდარული ფეხბურთელები ერთმანეთს შეახვედრა.
მეტი

მსოფლიოს უდიდესი სპორტული მოვლენის მუსიკალური მეხსიერება – ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის სიმღერები

მუსიკალური მომენტები, რომლებიც არანაკლებ დასამახსოვრებელი გახდა, ვიდრე საფეხბურთო მატჩები.
მეტი

უსმან დემბელე და Ninho თავიანთ დიდ გამარჯვებებზე, დამარცხებებსა და შთაგონების წყაროზე საუბრობენ

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, ორი ვარსკვლავი, რომლებიც საფრანგეთის ღარიბი უბნებიდან მოდიან, საკუთარ გზას იხსენებს.
მეტი