Iz It a Crime? — სნუპ დოგი ახალ ალბომს აანონსებს

ალბომში წარმოდგენილია კოლაბორაციები ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან ფარელ უილიამსი, Sexyy Red, Wiz Khalifa, ჩარლი ბერიალი, ჯეინ ჰენკოკი, October London და სხვა.
Snoop Dogg - 2025 წლის 14 თებერვალი, ნიო იორკი, ფოტო: დია დიპასული /Getty Images
Snoop Dogg – 2025 წლის 14 თებერვალი, ნიო იორკი, ფოტო: დია დიპასული /Getty Images

სნუპ დოგი თავისი 21-ე სტუდიური ალბომით ბრუნდება, რომელიც 15 მაისს გამოდის და მისი სახელწოდებაა Iz It a Crime? ჩანაწერი  21 ტრეკისგან შედგება. მასში წარმოდგენილია კოლაბორაციები ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან ფარელ უილიამსი, Sexyy Red, Wiz Khalifa, ჩარლი ბერიალი, ჯეინ ჰენკოკი, October London და სხვა. ტრეკი, რომელიც ალბომის სათაურს იმეორებს, სიმბოლურად იყენებს Sade-ს ლეგენდარული კომპოზიციის, Is It a Crime-ის სემპლს.

14 მაისს, გადაცემა The Breakfast Club-ში სტუმრობისას, სნუპიმ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ინარჩუნებს მოტივაციას ახალი მუსიკის შესაქმნელად, მიუხედავად მრავალწლიანი კარიერისა.

„მე ვარ MC, მიყვარს რეპი, მიყვარს მუსიკის შექმნა და ხალხსაც მოსწონს ჩემი ხმა. უყვართ, როცა კარგ ჩანაწერებს ვაკეთებ,“ — აღნიშნა სნუპმა. „როცა კარგი ჩანაწერი არ გამომდის, მაშინვე მაგრძნობინებენ. ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ საკუთარი თავი უნდა მივიღო, როგორც მუსიკოსი და არა უბრალოდ რეპერი. თუ მუსიკოსი ხარ, შეგიძლია სიცოცხლის ბოლომდე აკეთო მუსიკა, მაგრამ როცა რეპერი ხარ, თითქოს საზღვრებს გიწესებენ.“

13 მაისს ნიუ-იორკში სნუპ დოგმა დახურული ჩვენებით წარადგინა ალბომთან დაკავშირებული ფილმი. ამ დროისთვის უცნობია, როდის გახდება ფილმი მაყურებლისთვის ხელმისაწვდომი.

ბოლო ექვსი თვე სნუპისთვის განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა — დეკემბერში მან Dr. Dre-სთან ერთად კვლავ დაიწყო მუშაობა ალბომზე Missionary, რომელმაც Billboard 200-ის ჩარტში მე-20 პოზიცია დაიკავა. აპრილში კი გამოვიდა Altar Call — Death Row-ს გოსპელ ალბომი, რომელიც სნუპის გარდაცვლილ დედას ეძღვნება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Busta Rhymes გრემის 67-ე დაჯილდოებაზე, 2025 წლის 2 თებერვალი ლოს ანჯელესი ფოტო: Gilbert Flores

Busta Rhymes-ს Cardi B-ს მომავალ ალბომში სურს მონაწილეობა

შემდეგი სტატია

ბიბი კვაჭაძე პირველ EP-ის გამოსცემს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი ლამინ იამალი (N19) FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულთა თასით. ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა დაამარცხა. მატჩი 19 ივლისს, ნიუ ჯერსის შტატში, ისტ რეზერფორდის MetLife Stadium-ზე გაიმართა. ALEX PANTLING /FIFA VIA GETTY IM

75 სიმღერა ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების აღსანიშნად: ROSALÍA, QUEVEDO, ENRIQUE IGLESIAS და სხვები

Manolo Escobar-ის კლასიკური ჰიტით - Y Viva España დაწყებული Aitana-ს Superestrella-მდე, გაეცანით საზეიმო ფლეილისტს სრულად.
მეტი

ლიამ გალაგერის თქმით, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის Halftime Show ცუდ მოგზაურობას ჰგავდა

ვარსკვლავებით დატვირთული კონცერტი ჩემპიონატის იტორიაში ფინალური მატჩის ტაიმებს შორის გამართული პირველი მუსიკალური შოუ იყო.
მეტი

რას ფიქრობენ მიკ ჯაგერი და კით რიჩარდსი მუსიკაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე

Foreign Tongues-ის გამოსვლის შემდეგ ჯაგერი და რიჩარდსი „ბილბორდის” უახლესი გამოცემის გარეკანზე გამოჩნდნენ.
მეტი

„ზან-ზარი“ – ორდღიანი მუსიკალური ფესტივალი მთაწმინდის ამფითეატრში გაიმართება

25-26 ივლისს ფესტივალი ადგილობრივ არტისტებსა და მრავალფეროვან მუსიკალურ პროგრამას გააერთიანებს.
მეტი
Beck - 2025 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიაზე Peacock Theater-ში, 2025 წლის 8 ნოემბერი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. GILBERT FLORES/BILLBOARD

Beck  შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ახალ ალბომს, Ride Lonesome-ს აანონსებს და სინგლ In the Night-ის ვიდეორგოლს აქვეყნებს

2019 წლის Hyperspace-ის შემდეგ Beck მე-16 სტუდიური ალბომით ბრუნდება, რომელიც 18 სექტემბერს გამოვა.
მეტი