სელენა გომესი და ბენი ბლანკო ახალ მოკლემეტრაჟიან ფილმში ერთობლივი ალბომის სახელწოდებას განმარტავენ

სელენა გომესი და ბენი ბლანკო მოკლემეტრაჟიან ფილმში – I Said I Love You First

სელენა გომესმა და ბენი ბლანკომ ახალი ალბომის სახელწოდების – I Said I Love You First – შესახებ ისაუბრეს და განმარტეს, რატომ გადაწყვიტეს, რომ ეს სახელი ნამუშევრისათვის შესაფერისი იყო. წყვილმა ამ თემაზე ახალ მოკლემეტრაჟიან ფილმში ისაუბრა, რომელიც 15 მაისს გამოქვეყნდა.

„უბრალოდ ვცდილობდით, გაგვეგო, საერთოდ რა დაგვერქმია ამ ყველაფრისთვის. ეს საკმაოდ საფრთხილო რამ არის, იმიტომ რომ ფიქრობ, ამდენი ხანი ვმუშაობდით! ახლა როგორ შევარჩიოთ რამე შესაფერისი სახელი?” – იხსენებს ბლანკო. სელენა გომესის თქმით,  საბოლოოდ, არჩევანი  მარტივად გააკეთეს. „I Said I Love You First უბრალოდ ფაქტია. ტექნიკურად, ალბათ შენ თქვი ეს პირველმა, უბრალოდ, მე დაგასწარი!” – ამბობს გომესი. 

12-წუთიან ფილმში, რომელიც Vevo Extended Play-სთვისაა შექმნილი,  წყვილმა ალბომის რამდენიმე სიმღერაც შეასრულა, მათ შორის არის სინგლები: Sunset Blvd, How Does It Feel to Be Forgotten და Scared of Loving You.

ისინი კიდევ ბევრ დეტალს ამხელენ ერთობლივი პროექტის შესახებ – როგორ შთააგონა Sunset Blvd მათი პირველი პაემნის ადგილმა, ან რატომ არის Scared of Loving You ის სიმღერა, რომელიც გომესისთვის ყველაზე „მარტივი“ შესასრულებელია.

ბლანკომ ახსნა, თუ როგორ გარდაიქმნა მათი რომანტიკული კავშირი მუსიკალურ ქიმიად სტუდიაში, როდესაც ალბომზე მუშაობდნენ: „ჩვენთვის ერთობლივი პროექტის შექმნა ასეთი მარტივი იმიტომ არის, რომ ერთი და იგივე ენა ვიცით – მუსიკაშიც და პირად ურთიერთობაშიც. ჩვენ ყოველთვის ვუსმენთ ერთმანეთს, როცა რომელიმეს იდეა აქვს – და ჩემთვის ეს ეხება როგორც პირად, ისე საქმიან ურთიერთობას,” – აღნიშნა ბენი ბლანკომ. 

I Said I Love You First 25 მარტს გამოვიდა და Billboard 200-ის ჩარტში მეორე ადგილი დაიკავა. მას შემდეგ გომესმა და ბლანკომ ალბომის დელუქს ვერსია – I Said I Love You First… And You Said It Back – გამოუშვეს, რომელიც მოიცავს დამატებით კოლაბორაციებს GloRilla-სთან, DJ Sliink-თან, Cigarettes After Sex-თან და სხვა ბონუს-ტრეკებს.

იხილეთ სელენა გომესისა და ბენი ბლანკოს მოკლემეტრაჟიანი ფილმი I Said I Love You First:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რიანა Smurfs-ის ახალი ანიმაციური ფილმისათვის სიმღერას გამოუშვებს

შემდეგი სტატია

Mariam Shengelia – Freedom (LIVE) | Georgia 🇬🇪 | Second Semi-Final | Eurovision 2025

საქართველო ევროვიზიის ფინალს გამოეთიშა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლუკა თოფურია და NIKALA ელენე წულეისკირი

ლუკა თოფურიას და NIKALA-ს ერთობლივი საღამო Rolling Stone-ის რუფტოპ ბარში

23 მაისს სასტუმრო Telegraph-ის თავზე მდებარე Rolling Stone-ის რუფტოპ ბარში თანამედროვე ჯაზის, სოულისა და ელექტრონული ჟღერადობის უნიკალური კოლაბორაცია შედგება.
მეტი

„Project: U” – გურამ მაცხონაშვილი და Quemmekh ერთობლივ საიდუმლო პროექტზე მიანიშნებენ

Quemmekh-ს და გურამ მაცხონაშვილს უკვე რამდენიმე წელია, შემოქმედებითი პაუზა აქვთ, შესაბამისად, კოლაბორაცია სახელოვნებო სცენაზე მათ ერთგვარ დაბრუნებად შეიძლება მოვიაზროთ.
მეტი

რეფლექსიები ჟანრზე: „ჯაზი სიკვდილისგან შორსაა” (სტუმრის სვეტი)

ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი ჯუდით ოუენი ფიქრობს, რომ ახალგაზრდა არტისტები და აუდიტორია ჯაზს აყვავებაში ეხმარებიან.
მეტი
კაილი მინოუგი - 2025 წლის 3 აპრილი, ნიუ იორკი John Nacion/Variety

კაილი მინოუგი მაიკლ ჰატჩენსის გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ გულახდილად საუბრობს მის ყოფილ პარტნიორზე: „ხშირად ვგრძნობ ხოლმე მის თანაარსებობას“

ჯგუფ INXS-ის სოლისტი მაიკლ ჰატჩენსი და კაილი მინოუგი ერთმანეთს ორი წლის განმავლობაში (1989-1991 წლებში) ხვდებოდნენ.
მეტი
ოლივია როდრიგო Adrian Martin

ოლივია როდრიგო ახალი სინგლის, The Cure-ის გამოსვლას აანონსებს: „ეს ჩემი ფავორიტი სიმღერაა მომავალი ალბომიდან“ – ამბობს არტისტი

სიმღერა Billboard Hot 100-ის პირველადგილოსანი ჰიტის, Drop Dead-ის შემდეგ გამოდის.
მეტი
Melqo - Crysis Crysis

Melqo-მ ახალი სინგლი და ვიდეოკლიპი Crysis Crysis წარადგინა

„კლიპის სიუჟეტი ჩემს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება - მეოჯახეობა, გამოფხიზლება, ბოლო დროს საკუთარი თავის, წარსულისა და გარემოს გადააზრებისას აღმოცენებული აზრობრივი მიმართულებების, ახალი ფენებისა და ინფორმაციული განზომილებების ძიება და აღმოჩენა.“
მეტი