ევროვიზიის გამარჯვებულს სურს, რომ 2026 წლის კონკურსზე ისრაელი არ დაუშვან

ავსტრიელი მომღერალი JJ გულდასაწყვეტს უწოდებს, რომ ისრაელს კვლავ აქვს კონკურსში მონაწილეობის უფლება.
ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული JJ
Mandoga Media/picture alliance via Getty Images

2025 წლის ევროვიზიის გამარჯვებული ღაზაში მიმდინარე ომის წინააღმდეგია და კონკურსში ისრაელის მონაწილეობის საკითხზე საუბრობს. JJ-ის თქმით, მას სურს, რომ მომდევნო წელს ისრაელი ევროვიზიაზე აღარ დაუშვან.

„სამწუხაროა,რომ ისრაელი მაინც მონაწილეობს კონკურსში. ვისურვებდი, რომ შემდეგი ევროვიზია ვენაში ისრაელის გარეშე გაიმართოს.”

ევროვიზიის დირექტორმა მარტინ გრინმა „ბილბორდთან” საუბარში აღნიშნა: „სრულიად პატივს ვცემთ JJ-ის პირადი აზრის გამოხატვის თავისუფლებას და გვესმის წუხილი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ამჟამინდელ კონფლიქტს ეხება.”

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი საკუთარ თავს  არაპოლიტიკურ ღონისძიებას უწოდებს. მის წესებში აღნიშნულია, რომ მონაწილე მაუწყებლებმა ყველა საჭირო ნაბიჯი უნდა გადადგან იმითვის, რომ მათმა დელეგაციებმა და გუნდებმა დაიცვან ევროვიზიის ინტერესები და კონკურსი არც ერთ შემთხვევაში არ გახდეს პოლიტიზებული, არ იქნას გამოყენებული ინსტრუმენტად ან არ მოხდეს მისი დისკრედიტაცია ნებისმიერი გზით.

ავსტრიის წარმომადგენელი JJ წლევანდელი ევროვიზიის გამარჯვებული გახდა სიმღერით Wasted Love, რომელიც ოპერასა და ელექტრონულ მუსიკას აერთიანებს. JJ ავსტრიიდან კონკურსის პირველი გამარჯვებულია კონჩიტა ვურსტის შემდეგ.  

მეორე ადგილი კი სწორედ ისრაელის მონაწილე იუვალ რაფაელმა დაიკავა, რომელმაც მაყურებლისგან ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

ინტერვიუში JJ-მ ასევე აღნიშნა, რომ ევროვიზიის ხმის დათვლის სისტემა უნდა შეიცვალოს და უფრო გამჭვირვალე გახდეს. 

„მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ ევროვიზიის კონკურსის ხმის მიცემის სისტემა მსოფლიოში ყველაზე განვითარებულია. თითოეული ქვეყნის შედეგი უზარმაზარი გუნდის მიერ მოწმდება, რათა გამოირიცხოს ნებისმიერ საეჭვო ან არაკანონიერი მეთოდის გამოყენება,” – ამბობს მარტინ გრინი ხმების დათვლის გარშემო არსებული ეჭვების პასუხად. 

ევროვიზიის სიმღერის მომდევნო კონკურსი 2026 წელს ვენაში გაიმართება. 

https://www.billboard.com/music/music-news/eurovision-song-contest-winner-ban-israel-2026-competition-1235978585/
Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მურმან წულაძე - მუსიკოსი

მურმან წულაძის სადებიუტო ალბომი $haba$h

შემდეგი სტატია

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ბილი ჯოელი ყველა დაგეგმილ კონცერტს აუქმებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ელისონ უანდერლენდი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საპატიო მისიისთვის შეარჩიეს

„ღმერთო ჩემო, ახლახან ‘ადიდასმა’ მომმართა, რომ ავსტრალია-პარაგვაის მატჩზე მოედანზე ბურთი მე გავიტანო,” - წერს ავსტრალიერი დიჯეი და პროდიუსერი.
მეტი

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი
Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD ფოტო: Shalika Studio

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD გახდა

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვება ჯგუფმა OCD-მ მოიპოვა. შედეგად, მუსიკოსები 4 ივლისს რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე - Tbilisi Open Air-ის სცენაზე წარდგებიან.
მეტი