Kordz ნანი ბრეგვაძესთან მუსიკალურ კოლაბორაციას აანონსებს

Kordz და ნანი ბრეგვაძე წელს Tbilisi Open Air-ზე მსმენელის წინაშეც წარდგებიან.
Kordz და ნანი ბრეგვაძე
Kordz IG

ნანი ბრეგვაძე და Kordz ერთობლივ კომპოზიციას წარადგენენ. კოლაბორაცია Kordz-მა ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ვიდეოფრაგმენტებით დააანონსა. როგორც ვიდეოს აღწერიდან ირკვევა, მუსიკოსებმა ნანი ბრეგვაძის 1973 წლის სიმღერის ახალი ვერსია ჩაწერეს.

Kordz და ნანი ბრეგვაძე წელს Tbilisi Open Air-ზე მსმენელის წინაშეც წარდგებიან. მუსიკოსები ფესტივალის აუდიტორიისთვის ერთობლივ ნომრებს შეასრულებენ.

ნანი ბრეგვაძის მუსიკალური კარიერა მრავალ ათწლეულს ითვლის. ის სცენაზე პირველად 6 წლის ასაკში, 1946 წელს გამოჩნდა და მსმენელს თავი რომანსების შესრულებით დაამახსოვრა. ის პირველი ქართველი მუსიკოსია, რომელიც 1964 წელს პარიზის საკულტო საკონცერტო დარბაზ L’Olympia-ს სცენაზე წარდგა. ნანი ბრეგვაძე არაერთი ჯილდოს მფლობელი და ქართული მუსიკალური სცენის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული შემსრულებელია.

იხილეთ Kordz-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოფრაგმენტები, რომლითაც მუსიკოსმა ნანი ბრეგვაძესთან კოლაბორაცია დააანონსა:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მაილი საირუსი სიფხიზლის შენარჩუნებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ გრემის მოგება მისთვის ერთგვარი განკურნება იყო

შემდეგი სტატია

Karol G ფოტო: ალფრედ მაროკინი

მოისმინეთ Karol G-ს ახალი სიმღერა Latina Foreva

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფიბი ბრიჯერსი Frank Ockenfels

ფიბი ბრიჯერსი, KATSEYE, ტროი სივანი, აირა სტარი და სხვები: კვირის მუსიკალური გზამკვლევი

გაეცანით ყველაზე საინტერესო და აუცილებლად მოსასმენ ახალ მუსიკალურ უცხოურ და ქართულ რელიზებს.
მეტი

ანამარია ბურდულის და ჯიმი ჩეიმბერსის მუსიკალური კოლაბორაცია –  სიმღერა “ზამთარიას” ახლებური ინტერპრეტაცია

ანამარია ბურდულმა, სასცენო სახელით anman, მუსიკოს ჯიმი ჩეიმბერსთან ერთად ახალი მუსიკალური კოლაბორაცია გამოუშვა - ქართული სიმღერის „ზამთარია“ ინგლისურენოვანი ვერსია, რომელიც უფრო დიდი პროექტის დასაწყისია.
მეტი