კუბური წარმოშობის მომღერალი, კამილა კაბეიო მუსიკოს უილოუ სმიტთან ერთად ჩაწერილ კომპოზიციაზე Psychofreak გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. სიმღერა კამილას რიგით მესამე ალბომში Familia შედის, რომელიც გაყიდვაში 8 აპრილს ჩაეშვა.
• ნახეთ: კამილა კაბეიომ SNL-ში Psychofreak და Bam Bam იმღერა
აღსანიშნავია, რომ კომპოზიციაში კაბეიო 2016 წელს თავისი ყოფილი ჯგუფის Fifth Harmony დაშლის შესახებაც საუბრობს:
კამილამ მუსიკალური კარიერა 2012 წელს ამერიკული “იქს ფაქტორის” მონაწილეებისგან შემდგარ ჯგუფში Fifty Harmony დაიწყო. სადებიუტო, პლატინის სტატუსის მქონე სოლო ალბომი Camila მან 2018 წელს გამოუშვა და Billboard 200-ის ჩარტში პირველი ადგილიც დაიკავა. შემსრულებლისთვის კომერციულად წარმატებული სინგლები Havana და Senorita გამოდგა, რომლებიც ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცნენ. პირველმა ბრილიანტის სტატუსიც დაიმსახურა. შედეგად კაბეიო პირველი ესპანურენოვანი ქალი შემსრულებელი გახდა, რომელმაც მსგავს წარმატებას მიაღწია.
ხოლო ვარსკვლავური წყვილის, უილ სმიტისა და ჯადა პინკეტ სმიტის უმცროსმა შვილმა, უილოუმ მუსიკალური კარიერა 2014 წელს დაიწყო. მომდევნო წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Ardipithecus გაავრცელა. სმიტს ამ დრომდე ოთხი სტუდიური და ერთი კოლაბორაციული ნამუშევარი აქვს გამოცემული. ჟურნალმა Time შემსრულებელი 2021 წლის ას ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.