მაილი საირუსის ახალი ალბომი – Something Beautiful

ალბომში შედის სინგლები: End of the World და More to Lose
მაილი საირუსი - ფოტო: გლენ ლოჩფორდი
მაილი საირუსი – ფოტო: გლენ ლოჩფორდი

მაილი საირუსის უახლესი ნამუშევარი Something Beautiful  30 მაისს გამოვიდა. 

ალბომი 13 კომპოზიციას მოიცავს და როგორც არტისტი აღწერს, იგი „უნიკალურ პოპ-ოპერას წარმოადგენს, რომელიც ფანტაზიითაა გაჯერებული“. მასში შესულია სინგლები: Prelude, Something Beautiful, End of the World და More to Lose.

სიმღერაზე Walk of Fame მაილიმ Alabama Shakes-ის გიტარისტ ბრიტანი ჰოვარდთან ერთად იმუშავა, ხოლო სიმღერა Every Girl You’ve Ever Loved-ში სუპერმოდელი ნაომი კემბელი მონაწილეობს.

ალბომს თან ახლავს ფილმიც,  რომლის პრემიერაც აშშ-სა და კანადაში, კინოთეატრებში მხოლოდ ერთი ღამით – 12 ივნისს გაიმართება,  ხოლო საერთაშორისო ერთდღიანი ჩვენება 27 ივნისს იგეგმება.

მაილი საირუსი ახალი ალბომის გამოსვლას დიდი ხნის განმავლობაში აანონსებდა, ნოემბერში მან გაამხილა, რომ ის Pink Floyd-ის The Wall-ის ინსპირაციითაა შექმნილი, თუმცა მისი თქმით, ეს ალბომი უფრო გლამურული და პოპ-კულტურით გაჯერებული იქნებოდა.

Something Beautiful მაილი საირუსის 2023 წლის ალბომ Endless Summer Vacation-ის შემდეგ პირველი ალბომია. ამ უკანასკნელმა კი Billboard 200-ის რეიტინგში მე-3 ადგილი დაიკავა.

28 მაისს, ლოს-ანჯელესში, Chateau Marmont-ში გამართულ შოუზე  მომღერალმა განაცხადა, რომ უკვე ფიქრობს მომდევნო პროექტზე:

„ჩემი შემდეგი ალბომი ძალიან ექსპერიმენტული იქნება. Something Beautiful მხოლოდ დასაწყისია.” – განუცხადა მაილი საირუსმა მსმენელს.

მოისმინეთ მაილი საირუსის ახალი ალბომი – Something Beautiful:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„ეფემერა“ – საბერძნეთის გამორჩეული თოჯინური დასის სპექტაკლი რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე

შემდეგი სტატია

Tyler, the Creator-ის თქმით, წარმატების მისაღწევად არტისტი დელუზიური უნდა იყოს

შეიძლება დაგაინტერესოთ

milkcartonkid & DenivarLevy - BLOWUPYOURPHONE © milkcartonkid

BLOWUPYOURPHONE – ნინი ნუცუბიძის და DenivarLevy-ს კოლაბორაცია

ნინი ნუცუბიძემ და Denivarlevy-მ (ლევან ოქროპირიძე) მსმენელს ერთობლივი სინგლი BLOWUPYOURPHONE წარუდგინეს. ნამუშევარი თანამედროვე ელექტრონულ ჟღერადობას ჰიპ-ჰოპისა და ექსპერიმენტული…
მეტი
Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

სიახლე მუსიკის მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს ასახავს: თუ როგორ უსმენენ გულშემატკივრები ალბომებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და უკავშირდებიან არტისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
მეტი

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი

საპროტესტო გზავნილის – „თავისუფლება პალესტინა“-ს გამო, Macklemore შესაძლოა ედ შირანის ტურნედან მოიხსნას

Macklemore-ის პოლიტიკურმა გამოსვლამ „ისრაელ-ამერიკის საბჭოს“ (IAC) ყურადღება მიიპყრო. ორგანიზაციამ უკვე წამოიწყო პეტიცია მოთხოვნით, რომ რეპერი ედ შირანის ტურნეს დარჩენილი კონცერტებიდან მოხსნან.
მეტი