Aine Merme-ს ახალი სინგლი Writing a Love Song is Brave 6 ივნისს გამოვა

Writing a Love Song is Brave არტისტის პირველი სიმღერაა სიყვარულის შესახებ, რომელიც განშორების შემდგომ ემოციური ფაზების მონაცვლეობას აღწერს.
Aine Merme - Writing a Love Song is Brave
Aine Merme – Writing a Love Song is Brave

Aine Merme-ს (ნატუკა ნაცვლიშვილის) ახალი სინგლი Writing a Love Song is Brave არტისტის პირველი სიმღერაა სიყვარულის შესახებ, რომელიც განშორების შემდგომი ემოციური ფაზების მონაცვლეობას იკვლევს. სტრუქტურითა და შინაარსით კომპოზიცია აღწერს მდგომარეობებს, რომლებიც ყველასთვის საერთოა. ეს არის გლოვის, ბრაზის და მიღების ქაოსური თანმიმდევრობა, რასაც საბოლოოდ ზრდამდე მივყავართ. 

ავტორის თქმით, ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობისთვის მუსიკალური ფორმის მიცემა განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა, რადგან ეს პროცესი უკიდურეს სიშიშვლესა და გულწრფელობას საჭიროებს. სწორედ ამ ფაქტს ეხმიანება კომპოზიციის სათაურიც.

Aine Merme არასოდეს ერიდებოდა ინდივიდუალური თუ შედარებით ზოგადი საკითხების მუსიკაში თარგმნას, თუმცა ამბობს, რომ ამჯერად მისი გზავნილი ერთმნიშვნელოვანია და გულისხმობს სუბლიმაციას – სხვადასხვა რანგის ემოციური შინაარსების შემოქმედებით დამუშავებასა და გამოთავისუფლებას, რასაც უთუოდ სულიერ სიმშვიდემდე მივყავართ.

Aine Merme-ს ახალი სიმღერის პრეზენტაცია და live საღამო 7 ივნისს „ეარში“ გაიმართება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სელენა გომესი ტეილორ სვიფტს მუსიკაზე საავტორო უფლებების დაბრუნებას ულოცავს

შემდეგი სტატია

ბენდი Duran Duran ნაილ როჯერსთან ერთად Abbey Road Studios-ში დაბრუნდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფიბი ბრიჯერსი Frank Ockenfels

ფიბი ბრიჯერსი, KATSEYE, ტროი სივანი, აირა სტარი და სხვები: კვირის მუსიკალური გზამკვლევი

გაეცანით ყველაზე საინტერესო და აუცილებლად მოსასმენ ახალ მუსიკალურ უცხოურ და ქართულ რელიზებს.
მეტი

ანამარია ბურდულის და ჯიმი ჩეიმბერსის მუსიკალური კოლაბორაცია –  სიმღერა “ზამთარიას” ახლებური ინტერპრეტაცია

ანამარია ბურდულმა, სასცენო სახელით anman, მუსიკოს ჯიმი ჩეიმბერსთან ერთად ახალი მუსიკალური კოლაბორაცია გამოუშვა - ქართული სიმღერის „ზამთარია“ ინგლისურენოვანი ვერსია, რომელიც უფრო დიდი პროექტის დასაწყისია.
მეტი