ბენდი Duran Duran ნაილ როჯერსთან ერთად Abbey Road Studios-ში დაბრუნდა

ბენდი Duran Duran ნაილ როჯერსთან ერთად Abbey Road Studios-ში დაბრუნდა
DURAN DURAN
Alan Gelati

Duran Duran ხმისჩამწერ სტუდიაში ოფიციალურად დაბრუნდა, ამჯერად ერთ-ერთ ყველაზე ლეგენდარულ კოლაბორატორთან ერთად. 1-ელ ივნისს ბრიტანულმა ბენდმა გაამხილა, რომ ახალ მასალაზე მუშაობს. ჯგუფმა ინსტაგრამზე Abbey Road Studios-იდან ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით: „ამ უქმეებზე ჩვენს კარგ მეგობართან, ნაილთან ერთად ვმუშაობთ Abbey Road Studios-ში. დარჩით ჩვენთან.”

ნაილ როჯერსმა, რომელმაც ბენდთან რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ჰიტის შექმნისას უკვე ითანამშრომლა, ეს მომენტი საკუთარ სოციალურ ქსელებშიც გააზიარა. „გუშინ, მუშაობის დროს, ისევე მხიარულად გავატარეთ დრო, როგორც ყოველთვის!“ – აღნიშნა როჯერსმა.  

ეს შემოქმედებითი გადაკვეთა თითქმის ათწლიანი პაუზის შემდეგ შედგა – უკანასკნელად ისინი ერთად 2015 წლის ალბომზე, Paper Gods-ზე მუშაობდნენ. სწორედ ამ ალბომშია შესული სინგლი Pressure Off, რომელშიც ჟანელ მონე მონაწილეობს და რომელიც ჩარტების მოწინავე ათეულში მოხვდა როგორც აშშ-ში, ისე ბრიტანეთში.

როჯერსისა და Duran Duran-ის თანამშრომლობა 40 წელზე მეტს ითვლის: 1984 წელს როჯერსმა რემიქსი გააკეთა ბენდის ცნობილი ნამუშევრისათვის – The Reflex. ამას მოჰყვა ფანების ფავორიტი The Wild Boys ხოლო მოგვიანებით – მეოთხე სტუდიური ალბომი Notorious, რომელიც 1986 წელს გამოიცა. როჯერსის მუსიკისთვის დამახასიათებელი გრუვი Duran Duran-ის ჟღერადობის განუყოფელი ნაწილი გახდა. 2004 წელს როჯერსი კვლავ შეუერთდა ბენდს ალბომ Astronaut-ზე მუშაობისას.  ეს იყო პერიოდი, როდესაც ჯგუფის ორიგინალური ხუთეულიც ხელახლა შეიკრიბა.

Duran Duran ევროპულ და ბრიტანულ ტურნეს იწყებს, რომლის ფარგლებშიც ნაილ როჯერსი და მისი ბენდი CHIC სპეციალური სტუმრის სტატუსით წარდგებიან. ტურნე 3 ივნისს ფინეთში დაიწყება და მოიცავს დიდ ქალაქებს, მათ შორის ამსტერდამს, რომს, დუბლინსა და ბრიტანეთის სხვადასხვა ცნობილ საკონცერტო ვენიუს. ბოლო კონცერტი ივლისის დასაწყისში გაიმართება.

ჯერჯერობით უცნობია, Abbey Road-ის სესიები ახალ ალბომზე მუშაობის ფარგლებში მიმდინარეობს, თუ ცალკეული რელიზის, მაგრამ ეს მათი პირველი სტუდიური ნამუშევარი იქნება 2023 წლის ჰელოუინის თემატიკის ალბომის – Danse Macabre-ის შემდეგ.

Duran Duran-ს მსოფლიოს მასშტაბით 100 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული და გრემის ორი ჯილდოს მფლობელია. ბენდმა ბოლო წარმატებას ჩარტებში 2021 წელს მიაღწია – Future Past იყო ალბომი, რომელიც Billboard 200-ის ჩარტში 28-ე ადგილს იკავებდა. 

რაც შეეხება ნაილ როჯერსს, ის კვლავ მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული პროდიუსერია, რომლის რეზიუმეშიც ისეთი არტისტები ფიგურირებენ, როგორებიც არიან: დევიდ ბოუი, მადონა, Daft Punk და მრავალი სხვა მუსიკოსი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Aine Merme - Writing a Love Song is Brave

Aine Merme-ს ახალი სინგლი Writing a Love Song is Brave 6 ივნისს გამოვა

შემდეგი სტატია

კანიე უესტის თქმით, ესიზმრება, როგორ უხდის Jay-Z-ს ბოდიშს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Modular friends 011

Modular Friends – მოდულარული სინთეზისა და ვიზუალური ხელოვნების ცოცხალი დიალოგი Synthesia Lab-ში

17 მაისს Synthesia Lab-ში Modular Friends-ის მე-11 გამოშვება გაიმართება. ეს არის ღონისძიება, რომელიც მოდულარულ სინთეზს, იმპროვიზაციულ მუსიკასა და აუდიო-ვიზუალურ ხელოვნებას აერთიანებს.
მეტი
Bzikebi eurivision.com

საქართველოს  წარმომადგენელი ჯგუფი „ბზიკები” ევროვიზია 2026-ზე დღეს წარდგებიან

12 მაისს ავსტრიის დედაქალაქში ევროვიზია 2026-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ვენა ევროვიზიის საიუბილეო, 70-ე კონკურსს მასპინძლობს.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Matthew Rolston

მაიკლ ჯექსონის ისტორიული რეკორდი: 70-იანი წლებიდან დღემდე, ყოველ ათწლეულში, ის Billboard 200-ის ათეულში ხვდება

მაიკლ ჯექსონის საუკეთესო ჰიტების კრებული - Number Ones მომღერლის მე-11 ტოპ-ათეულში შესული ალბომი გახდა.
მეტი

Moby ბილი აილიშის შესახებ: „შვილები რომ მყავდეს, ვეტყოდი, რომ ბილისგან აეღოთ მაგალითი“

Moby-ს ეს შეფასება მოჰყვა ბილი აილიშის ბოლოდროინდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ „ხორცის ჭამა თავისთავად არასწორია“.
მეტი

„ბილბორდმა” ლოს-ანჯელესის პრესკლუბის სამხრეთ კალიფორნიის ჟურნალისტიკის დაჯილდოებაზე შვიდი ნომინაცია მოიპოვა

ნომინაციები მოიცავს სხვადასხვა კატეგორიას, მათ შორის ფოტოგრაფიას, მხატვრულ სტატიებსა და კულტურის ახალ ამბებს.
მეტი