კანიე უესტის თქმით, ესიზმრება, როგორ უხდის Jay-Z-ს ბოდიშს

„ბოლო დროს ყველა სიზმარში ბოდიშს ვუხდი Jay-Z-ს,“ – წერს უესტი.
კანიე უესტი 67-ე გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე. 2025 წლის 2 თებერვალი. ლოს-ანჯელესი.
Matt Winkelmeyer/Getty Images for The Recording Academy

კანიე უესტი ნანობს, რაც თავის მენტორსა და ყოფილ შემოქმედებით პარტნიორზე, Jay-Z-ზე უთქვამს. გასულ შაბათ-კვირას უესტმა X-ის პლატფორმაზე დაწერა, რომ ხშირად ესიზმრება მასთან შერიგება. „ბოლო დროს ყველა სიზმარში ბოდიშს ვუხდი Jay-Z-ს,“ – წერს ის.

აპრილში, თავის ერთ-ერთ პოსტში, Ye-მ განაცხადა, რომ ბოდიში ჰქონდა მოსახდელი წარსულ შეცდომებზე. უესტი გულისხმობდა 2025 წლის მარტში X-ზე გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც ირიბად მიანიშნა, რომ ჯეი-Z-სა და ბიონსეს პატარა ტყუპებს, რუმისა და სერ კარტერს, შესაძლოა, გონებრივი ჩამორჩენა ჰქონდეთ. „ბოდიში, ჯეი-Z,“ – წერდა Ye. „ცუდად ვგრძნობ თავს იმ ტვიტის გამო, მაგრამ მაინც მგონია, რომ მთელი ცხოვრება ამ ინდუსტრიას შევალიე. მეგონა, რომ ბევრს საკუთარი ოჯახის წევრივით ვუყვარდი, მაგრამ როცა ოჯახი მართლა დამჭირდა – ამ რეპერებიდან არცერთს არ მოვუკითხივარ.“

აპრილში კანიემ გაამხილა, რომ მათი ურთიერთობის გაფუჭება ნაწილობრივ უკავშირდებოდა Jay-Z-ს ფრაზას სიმღერაში Jail, რომელიც შესულია Ye-ს 2021 წლის ალბომში – Donda. სწორედ იქ გამოჩნდა უთანხმოება MAGA-ს (Make America Great Again) წითელ ქუდთან დაკავშირებით. სწორედ დონალდ ტრამპის საარჩევნო გზავნილით გაფორმებული ქუდით გამოჩნდა უესტი არაერთხელ საჯაროდ, რასაც სკანდალი მოჰყვა. 

Ye ივნისის დასაწყისში კვლავ აღმოჩნდა სოციალური მედიის ყურადღების ცენტრში, როცა კიდევ ერთმა ყოფილმა კოლაბორატორმა, Pusha T-მ მათ ამჟამინდელ ურთიერთობაზე ისაუბრა – ურთიერთობაზე, რომელზეც  თავად უესტი ამბობს, რომ აღდგენა სურს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბენდი Duran Duran ნაილ როჯერსთან ერთად Abbey Road Studios-ში დაბრუნდა

შემდეგი სტატია

50 Cent-ის თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა დარწმუნდეს, რომ ტრამპმა ყველაფერი იცის, რაც Diddy-ს მასზე აქვს ნალაპარაკები

შეიძლება დაგაინტერესოთ

როგორ შეიქმნა JAY-Z-ის შოუები იანკის სტადიონზე – ინტერვიუ არტისტის გუნდის სამ მთავარ წევრთან

YOUNG GURU, ომარ ედვარდსი და ადამ ბლექსტოუნი ყვებიან, თუ როგორ მომზადდა Jay-Z-ის ისტორიული სამდღიანი სერია იანკის სტადიონზე.
მეტი
CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი