ნიკ კეივმა მორისის სიმღერაში ანტივოუკ ტექსტის შესრულებაზე უარი თქვა

„ვცდილობ, პოლიტიკა, კულტურული თუ სხვაგვარი, ჩემი მუსიკისგან გავმიჯნო,” – დაწერა კეივმა საკუთარ ვებგვერდზე.
ნიკ კეივი
Joel Ryan

ნიკ კეივისა და მორისის თანამშრომლობაზე ფანების იმედი საბოლოოდ ჩამოიშალა. კეივმა გაამხილა, რომ გასულ წელს ამ შესაძლებლობაზე უარი თავად თქვა.

კეივმა თავის ვებგვერდზე ერთ-ერთ გულშემატკივარს უპასუხა, რომელიც მომღერალს ეკითხებოდა, შეხვედრია თუ არა ოდესმე The Smiths-ის ყოფილ ვოკალისტს. 

კეივმა, რომელმაც მორისი შეაფასა, როგორც „კომპლექსური და გამხლეჩი ფიგურა, რომელიც დიდ სიამოვნებას იღებს სხვების წყობიდან გამოყვანით” და ასევე „მისი თაობის საუკეთესო ლირიცისტი”, აღნიშნა, რომ მას არასდროს ჰქონია მორისისთან გადაკვეთა და ალბათ სწორედ ამიტომაც რჩება მის ფანად.  

თუმცა კეივმა ასევე დაამატა, რომ მორისი მას 2024 წელს მეილით დაუკავშირდა და მისი სიმღერის შესრულება შესთავაზა. „სიამოვნებით გავაკეთებდი ამას, მაგრამ საკმაოდ ლამაზი სიმღერა, რომელიც მან გამომიგზავნა, იწყებოდა ხანგრძლივი და სრულიად შეუსაბამო ბუზუკის ინტროთი,” – დაწერა კეივმა. „თანაც, მას რეალურად ის კი არ სურდა, რომ მემღერა, არამედ ბუზუკის ფონზე შემესრულებინა სრულიად არასაჭირო, პროვოკაციული და სულელური ანტივოუკ ტექსტი, რომელიც მან დაწერა.”

კეივს ტექსტის შინაარსთან დაკავშირებით სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა, მისი თქმით, ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ შემოთავაზებაზე „თავაზიანად უარი ეთქვა.”

„მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რაღაც დონეზე სენტიმენტებს ვეთანხმებოდი, ეს არ არის ჩემი სტილი. ვცდილობ, პოლიტიკა, კულტურული თუ სხვაგვარი, ჩემი მუსიკისგან გავმიჯნო. ვფიქრობ, ეს აკნინებს მნიშვნელობას და არაეთიკურია იმ მიზნებთან მიმართებით, რის მიღწევასაც ვცდილობ.” 

მორისის ბოლო ალბომი  I Am Not a Dog on a Chain 2020 წელს გამოვიდა. ნოემბერში მომღერალი ამბობდა, რომ მის მიერ გაკეთებული საკამათო განცხადებების გამო მისი გამოუცემელი ალბომი Bonfire of Teenagers თაროზეა შემოდებული.

„როგორც იცით, ამიერიდან აღარავინ გამოსცემს ჩემს მუსიკას,” – უთხრა მორისიმ გულშემატკივარს ნიუ-ჯერსიში. „რადგან მე გამოხატვის თავისუფლების მთავარი დამცველი ვარ. მინიმუმ ინგლისში კი ეს ახლა კრიმინალია.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Trampoline Man – ანამარია ბურდულის და ანუკა ყიფშიძის ახალი კოლაბორაცია

შემდეგი სტატია

ჯეიმს მაკარტნი და ზაკ სტარკი, 2016 წლის 5 სექტემბერი, ლონდონი. ფოტო: დევიდ ბენეტი Getty Images

ჯონ ლენონის, პოლ მაკარტნის და რინგო სტარის ვაჟები ერთობლივ სიმღერას გამოსცემენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი