Billboard Georgia წარმოგიდგენთ: ახალი თაობის მუსიკოსები – არგენტინა

გაიცანით Marttein – არგენტინის ყველაზე პერსპექტიული ახალი არტისტი
Marttein Pics: Tute Delacroix
Marttein
Pics: Tute Delacroix

სულ რაღაც 23 წლის ასაკში, Marttein არგენტინული მუსიკალური სცენის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი ახალი ხმა ხდება.  ბუენოს-აირესში, სავედრას უბანში დაბადებული და გაზრდილი არტისტი, ნამდვილი სახელით მარტინ ოლივერა, ესპანურენოვანი მუსიკის ახალ პერსპექტივას გვთავაზობს: ის ემოციურ სიღრმეს თამამ ექსპერიმენტებთან აერთიანებს.

მუსიკოსის სადებიუტო ალბომი Marttein, რომელიც  2024 წელს გამოვიდა, შთამბეჭდავი დასაწყისია. ალბომში ინდი როკი, ჰიპ-ჰოპი, R&B და ელექტრონული ელემენტები ერთმანეთს ერწყმის და საკუთარი იდენტობის, ახალგაზრდობისა და ურბანული ცხოვრების თემებს პოეტური და კინემატოგრაფიული ტექსტით უღრმავდება. ცხრა კომპოზიციიდან თითოეული პატარა ფილმს ჰგავს – ის ყურადღებას ამახვილებს იმ გაურკვევლობაზე და კონტრასტებზე, რომლის პირისპირაც  სწრაფად ცვალებად სამყაროში მცხოვრები თაობა აღმოჩნდა.

მუსიკა Marttein-ს მემკვიდრეობითაც გადაეცა. ის ხელოვნებასთან დაახლოებულ გარემოში გაიზარდა: ბებია პიანისტი იყო, ბაბუა – პოეტი. ოჯახი მრავალფეროვან მუსიკალურ კოლექციას ფლობდა, დაწყებული Joy Division-ით, დასრულებული Queen-ის ჩანაწერებით. ამ ადრეულმა შთაგონებებმა შექმნა ჟღერადობა, რომელიც ერთდროულად არის ნოსტალგიურიც და მომავლისკენ მიმართულიც. მისთვის ბუენოს-აირესი ცოცხალი პერსონაჟია, სავსე ჩრდილებით, ამბებითა და ემოციებით.

ალბომს ახლავს მოკლემეტრაჟიანი ფილმი – Marttein, una película argentina, რომელიც მუსიკას ეკრანზე აცოცხლებს. ფილმში პერსონაჟი ქალაქის სიურრეალისტურ ღამის ცხოვრებაში

გადაადგილდება და უცნაურ ფიგურებსა და მოგონებებს ხვდება. სიუჟეტურ ხაზს არგენტინელი მწერალი და მრავალი ჯილდოს მფლობელი მარიანა ენრიკესი ახმოვანებს, რაც ფილმს მუსიკის ღრმა გზავნილთან  აკავშირებს: მომავალი უკვე აქ არის  და ის კითხვებით სავსეა.

ამ სადებიუტო ალბომამდე Marttein-მა უკვე ჩამოაყალიბა თავისი გამორჩეული არტისტული იდენტობა. ადრეული ნამუშევრები, როგორიცაა Antro (2017), Guerra (2018), Némesis (2019) და EP Romántica (2021), მოწმობს მის ერთგულებას ამბების თხრობის, დეტალების და ორიგინალურობის მიმართ. მისი შემოქმედება აერთიანებს მუსიკას, კინოსა და ლიტერატურას – ინტიმური და ამავე დროს უნივერსალური გზით.

შთამბეჭდავი დებიუტით და მზარდი აუდიტორიით, Marttein მხოლოდ ამომავალი ვარსკვლავი არ არის – ის არგენტინული მუსიკის განვითარების გზასაც ასახავს. მისი ხმა გულწრფელი, ექსპერიმენტული და ღრმად ჰუმანურია და ის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული არტისტია, ვინც ბოლო წლებში არგენტინულ სცენაზე გამოჩენილა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

გარდაიცვალა დადა დადიანი

შემდეგი სტატია

LF’E ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

LF’E-ის მუსიკა, რომელიც გულწრფელ შინაგან განცდებს გადმოსცემს

შეიძლება დაგაინტერესოთ

BILLBOARD LATIN MUSIC AWARDS-ზე როსალიას BILLBOARD-ის დიდების დარბაზის ჯილდო გადაეცა

22 ოქტომბერს Billboard-ის ლათინური მუსიკის 2026 წლის დაჯილდოება გაიმართა, რომელზეც როსალიამ Billboard-ის Hall of Fame Award  მიიღო. ჯილდო…
მეტი

კიმ კარდაშიანმა 2013 წლის „მეტ გალაზე” მოწვევა კანიე უესტის ბრძოლის შედეგად მიიღო

ახალი ინფორმაციის თანახმად, კარდაშიანი მოდის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე არასასურველ სტუმრად მიიჩნეოდა, სანამ ანა ვინტურმა ერთი სატელეფონო ზარი არ მიიღო, რომელმაც აზრი შეუცვალა.
მეტი

რატომ მიიჩნევდნენ The Prodigy-ს 1997 წელს როკის მომავლად და რატომ არ განვითარდა მოვლენები ასე?

პოდკასტ Greatest Pop Stars-ის ახალი ეპოზოდი ეძღვნება 90-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მომენტს, როცა ბრიტანულმა საცეკვაო მუსიკალურმა ჯგუფმა აშშ-ის სცენა დაიპყრო.
მეტი
Kordz & მKordz & მარტო კაცი - „არამი დო შარიქა" ფოტო: მარიამ დავითურიარტოკაცი - არამი დო შარიქა

Kordz-ისა და მარტოკაცის ერთობლივი სიმღერა – „არამი დო შარიქა“

„არამი დო შარიქა“ - მეგრული ხალხური სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაციაა, სადაც ფოლკლორი და ელექტრონული მუსიკა ერთიანდება
მეტი