მაილი საირუსმა ნაომი კემპბელთან კოლაბორაციული ნამუშევრის, Every Girl You’ve Ever Loved-ის თიზერი წარადგინა

სიმღერა საირუსის ალბომ Something Beautiful-შია შესული.
მაილი საირუსი ფოტო: გლენ ლოუჩფორდი
მაილი საირუსი
ფოტო: გლენ ლოუჩფორდი

მაილი საირუსმა კარგად იცის, როგორ მიიქციოს საზოგადოების ყურადღება. არტისტმა ვიდეო თიზერი გამოაქვეყნა, სადაც სუპერმოდელი ნაომი კემპბელიც მონაწილეობს. ეს მათი კოლაბორაციული ნამუშევარია სიმღერისთვის Every Girl You’ve Ever Loved. თავად სიმღერა კი მაილი საირუსის ალბომში, Something Beautiful-შია შესული. 

მაილი საირუსმა დისკო-პოპ სიმღერის ენერგიული  თიზერი 29 ივნისს გამოაქვეყნა, სადაც სიმღერა ნაომის მოწოდებით იწყება: pose, pose, pose, pose…

სიმღერის ტექსტი, რომელიც საირუსმა ცხრა ავტორთან ერთად დაწერა, იდეალურად ერგება ნაომი კემპბელს, რომელიც მაღალი მოდის და პოპვარსკვლავობის სამყაროს შესანიშნავად აერთიანებს. 

რაც შეეხება მაღალი მოდის თემას, საირუსმა გასულ კვირას პარიზული შოუსთვის ორი Mugler-ის ლუქი მოირგო, სადაც  Spotify-ის Billions Club Live-ზე  ჰიტები Flowers, The Climb/We Can’t Stop, Wrecking Ball და ასევე ალბომ  Something Beautiful-ში შესული სიმღერები: End of the World, More to Lose და Easy Lover შეასრულა.

ნახეთ Every Girl You’ve Ever Loved-ის თიზერი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Drake 2024 წლის 2 ნოემბერი, კანადა. ფოტო: მარკ ბლინჩი / Getty Images

Drake-მა სარკის წინ გადაღებული სელფი გააზიარა, რაც თითქოს მის მომავალ ალბომ Iceman-ზე მიანიშნებს

შემდეგი სტატია

4 ივლისს გიორგი მიქაძე მეგობრებთან ერთად კონცერტს გამართავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი