ლანა დელ რეი პალესტინელებს და ტეხასის წყალდიდობით დაზარალებულებს თანაგრძნობას უცხადებს

„ყოველდღე ვლოცულობთ პალესტინისთვის,” – წერს ლანა დელ რეი.
ლანა დელ რეი. 2025 წლის 3 ივლისი.
Gareth Cattermole/Getty Images for ABA

ლანა დელ რეიმ მიმდინარე კრიზისულ მოვლენებზე თავისი პოზიცია საჯაროდ დააფიქსირა. მომღერალი თანაგრძნობას უცხადებს მათ, ვინც ტეხასში მომხდარი ფატალური წყალდიდობის შედეგად დაზარალდა და წუხს მათზე, ვინც ღაზაში მიმდინარე კონფლიქტის გამო სიცოცხლეს კარგავს.

მომღერალმა თავდაპირველად ინსტაგრამის სთორის მეშვეობით სამხრეთელებისადმი სიყვარული გამოხატა და აღნიშნა, რომ ძალიან წუხს ყველა იმ ადამიანის გამო, ვისაც თავს ტრაგედია დაატყდა. საუბარია ცენტრალურ ტეხასში მომხდარი ძლიერი წვიმებისა და წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებზე. შტორმი 4 ივლისს დაიწყო და როგორც CNN იტყობინება, სტიქიას სულ მცირე 95 ადამიანი ემსხვერპლა. „ჩვენ ყოველდღე ვფიქრობთ თქვენზე მას შემდეგ, რაც წყალდიდობა დაიწყო.  მუდამ თქვენზე ვლოცულობ – ყოველ წამს. ანგელოზები გფარავდეთ დაკარგული ახლობელი ადამიანების ძიებისას,“ – წერს ლანა დელ რეი.

წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა შორის მოხვდნენ ბანაკ „მისტიკის“ 27 გოგონა და მენტორები. „მისტიკი“ საზაფხულო ბანაკია გუადალუპეს მდინარის პირას. CNN-ის ცნობით, 10 ბანაკელი და ერთი მენტორი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

დელ რეი იმ არაერთი მუსიკოსის სიაშია, ვინც ტეხასში შექმნილ ვითარებაზე საჯაროდ ისაუბრა – ბოლო დღეებში მსგავსი შინაარსის პოსტები გაავრცელეს ბილი აილიშმა, შაკირამ, მირანდა ლამბერტმა და მარენ მორისმაც. შტატში სამაშველო ოპერაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. კერვილის მერმა, ჯო ჰერინგ უმცროსმა, CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ შტორმი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ გაფრთხილებაც კი არ მიუღიათ.

ლანა დელ რეიმ თავის პოსტში შუა აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზეც გაამახვილა ყურადღება. კომენტარებში, იმ გულშემატკივრების საპასუხოდ, ვისაც უკვირდა, რატომ არ გამოეხმაურა ღაზის საკითხს, დელ რეიმ დაწერა: „დიახ, რა თქმა უნდა, ყოველდღე ვლოცულობთ პალესტინისთვის.“

„მინდა მშვიდობა ყველა ერს შორის და ყოველთვის ვადევნებ თვალს ისრაელსა და პალესტინას შორის მიმდინარე მოვლენებს. ძალიან იმედიანად ვიყავი, როცა სამშვიდობო შეთანხმებას მიუახლოვდნენ. ეს იყო ჩემი უდიდესი სურვილი მას შემდეგ, რაც შორიდან ვაკვირდებოდი მოვლენების განვითარებას. ძალიან ძნელია, უყურო, როგორ იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები ომის დანაშაულების შედეგად. არ არსებობს ისეთი ფორმულირება, რომელიც ყველას მოეწონება, მაგრამ ეს არის ჩემი პირადი სიმართლე. პოლიტიკურ მოვლენებს ყოველთვის ვადევნებ თვალს და ძალიან მინდა ცეცხლის შეწყვეტა. ეს ხანგრძლივი და რთული კონფლიქტია, რომლის უკეთ გასაგებად ბევრი ვიმუშავე. მტკივნეულია იმის გააზრება, რომ გამოსავალს ვერ ვპოულობთ,“ – წერს ლანა დელ რეი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

BLACKPINK’s YG Entertainment

BLACKPINK-მა სიმღერა JUMP-ის თიზერი გააზიარა

შემდეგი სტატია

MIKI

Billboard Georgia წარმოგიდგენთ: ახალი თაობის მუსიკოსები –   MIKI საფრანგეთი

შეიძლება დაგაინტერესოთ

Charli xcx - ერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2026 წლის 14 თებერვალი, გერმანია. Arturo Holmes/Getty Images

Charli xcx-მა ახალი სიმღერის, Rock Music-ის თიზერი გაავრცელა, თუმცა განაცხადა რომ როკ-ალბომზე არ მუშაობს

„არასდროს მითქვამს, რომ როკ-ალბომზე ვმუშაობდი“, - განმარტავს Charli xcx, გასულ თვეს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.
მეტი
ტეილორ სვიფტი Mert Alas & Marcus Piggot

RECORD STORE DAY 2026-ის ბესტსელერები: ტეილორ სვიფტი, Pink Floyd, ბრუნო მარსი და სხვა შემსრულებლები

Record Store Day 2026-ისთვის 350-ზე მეტი სახეობის ჩანაწერი გამოიცა, რომლებიც ექსკლუზიურად მხოლოდ დამოუკიდებელ მუსიკალურ მაღაზიებში იყიდებოდა.
მეტი