ქართველი მუსიკოსი გიორგი მიქაძე ოფიციალურად გრემის Recording Academy-ს ჟიურის წევრი გახდა

„ეს ნიშნავს, რომ უკვე მაქვს შესაძლებლობა გრემის ჯილდოზე ხმის მიცემის, მუსიკოსების მხარდაჭერის და ჩემი ჩანაწერების წარდგენის გრემიზე.“ – გიორგი მიქაძე
გიორგი მიქაძე photo: Jean-Baptiste Millot 2023 – Jardin Du Luxembourg Paris, France
გიორგი მიქაძე photo: Jean-Baptiste Millot 2023 – Jardin Du Luxembourg Paris, France

ბერკლის მუსიკის კოლეჯის პროფესორი და Yamaha-ს ჯაზარტისტი გიორგი მიქაძე ოფიციალურად გრემის ჯილდოს ერთ-ერთი მმართველი ორგანოს, Recording Academy-ს წევრი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მუსიკოსმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„დიდი ამბავი! სიხარულით და დიდი პატივისცემით გიზიარებთ, რომ ოფიციალურად გავხდი გრემის ჟიურის – Recording Academy-ს წევრი!

ეს ნიშნავს, რომ უკვე მაქვს შესაძლებლობა გრემის ჯილდოზე ხმის მიცემის, მუსიკოსების მხარდაჭერის და ჩემი ჩანაწერების წარდგენის  გრემიზე. წინ სრული სვლით! lets Go”. – წერს გიორგი მიქაძე სოციალურ ქსელში.

Recording Academy  – მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური ორგანიზაციაა, რომელიც წლებია, გრემის დაჯილდოებას მართავს. აღსანიშნავია, რომ Recording Academy-ს  ჟიურის წევრები გრემის ნომინანტების და გამარჯვებულების შერჩევის პროცესში იღებენ მონაწილეობას.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Lorde-ს თქმით, კვებითმა აშლილობამ მისი კრეატიულობა დათრგუნა

შემდეგი სტატია

დოლი პარტონის თქმით, ქმრის გარდაცვალების შემდეგ სიმღერების წერა დროებით შეწყვიტა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სტივ სტივენსი და ბილი აიდოლი გიტარის ცენტრის ჰოლივუდ Rockwalk-ზე. 2026 წლის 23 ივნისი, ლოს-ანჯელესი. Katie Flores/Variety

ბილი აიდოლი და სტივ სტივენსი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესვლამდე ჰოლივუდის Rockwalk-ში შეიყვანეს

„სტივთან ერთად საოცარი დრო გავატარე. მან ჩემი ბევრი გიჟური იდეა რეალობად აქცია,“ - განაცხადა ბილი აიდოლმა ღონისძიებაზე.
მეტი

კონან ო’ბრაიანი ოსკარის დაჯილდოებას ზედიზედ მესამედ გაუძღვება

ბილი კრისტალის შემდეგ ის გახდება პირველი ადამიანი, ვინც ცერემონიას ზედიზედ სამი წლის განმავლობაში წაიყვანს.
მეტი

„ბილბორდმა” ლოს-ანჯელესის პრესკლუბის სამხრეთ კალიფორნიის ჟურნალისტიკის დაჯილდოებაზე შვიდი ნომინაცია მოიპოვა

ნომინაციები მოიცავს სხვადასხვა კატეგორიას, მათ შორის ფოტოგრაფიას, მხატვრულ სტატიებსა და კულტურის ახალ ამბებს.
მეტი