კოლექტივის ახალი სიმღერა  –  „აღმართები“

“მართალია, მუსიკა ორი წლის წინანდელია, მაგრამ ტექსტი ზედ ახლახანს დავამღერეთ. აღმართების ამბავი გაუცხოებაზეა, ალბათ მოკლედ ასე შეიძლება ითქვას.”
კოლექტივი - აღმართები / ილუსტრაცია: მარიამ საკნელაშვილი
კოლექტივი – აღმართები / ილუსტრაცია: მარიამ საკნელაშვილი

20 ივლისს ქართულმა ინდი ბენდმა „კოლექტივმა“ ახალი სიმღერა, სახელწოდებით „აღმართები“ გამოუშვა. კომპოზიციას თან ერთვის ილუსტრირებული ანიმაციური ვიდეო, რომლის ავტორიც მარიამ საკნელაშვილია.

სიმღერა „აღმართები“ ბენდისთვის დამახასიათებელი სტილის ერთგვარი გაგრძელებაა –  მელანქოლიისა და ნოსტალგიის ნაზავი, რომელიც წარსულის განცდებსა და ემოციებს გადმოსცემს. სიმღერის ტექსტი პირად განცდებზე გვიყვება, რაც, შესაძლოა, მსმენელისთვისაც მარტივად აღქმადი და ნაცნობი იყოს. 

“აღმართების მელოდია ორი წლის წინ  დაიწერა და ამ დროის განმავლობაში თაროზე იყო შემოდებული. ცოტა ხნის წინ გადავწყვიტეთ, გადმოგვეღო თაროდან, დაგვემუშავებინა და ხალხისთვის გაგვეზიარებინა. რადგან ცოტათი ძველი სიმღერაა, რთულია იმის გახსენება, თუ რა იყო შთაგონება, თუმცა ხშირ შემთხვევაში ინსპირაციას კონკრეტულად ერთი წყარო ალბათ არ აქვს და არის ბევრი გარეგანი და შინაგანი პროცესის ანარეკლი. 

მართალია, მუსიკა ორი წლის წინანდელია, მაგრამ ტექსტი ზედ ახლახანს დავამღერეთ. აღმართების ამბავი გაუცხოებაზეა, ალბათ მოკლედ ასე შეიძლება ითქვას.” – კოლექტივი.

„კოლექტივი“ 2019 წელს ჩამოყალიბდა და ქართულ ენაზე ნამღერი ტექსტებით, მელოდიური, ნატიფი მუსიკით და გულწრფელი ემოციებით მალევე დაიმკვიდრა ადგილი ქართულ მუსიკალურ სივრცეში. ბენდის შემადგენლობაში არიან: მარიამ სამუშია, მიხო კალანდარიშვილი, დიმა დიასამიძე, გიკო კვანტრიშვილი და ანუკა ყიფშიძე. 

მოისმინეთ კოლექტივის სიმღერა „აღმართები“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Billboard Georgia Presents: New Gen – RHYDER (Vietnam)

შემდეგი სტატია

Aflou

Billboard Georgia წარმოგიდგენთ: ახალი თაობის მუსიკოსები Aflou – ჩინეთი

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი