წარმოგიდგენთ Black Sabbath-ისა და ოზი ოსბორნის ყველაზე წარმატებულ ალბომებს Billboard 200-ში

„ბილბორდმა” Black Sabbath-ისა და ოსბორნის ალბომების რეიტინგი შეადგინა.
Black Sabbath
Ross Halfin

Black Sabbath-სა და ოზი ოსბორნს Billboard 200-ის ჩარტში დიდი მემკვიდრეობა აქვთ, რომელიც სათავეს 1970 წლიდან იღებს, როცა ჯგუფი პირველად შევიდა ჩარტში იმავე სახელწოდების ალბომით Black Sabbath. წლების განმავლობაშო ბენდი – ისევე, როგორც ოსბორნი თავისი სოლო პროექტებით – ჩარტში მაღალ პოზიციებს იკავებდნენ.

დეკადების განმავლობაში ბენდი არაერთხელ მოხვდა ჩარტის ტოპ 40-ში. ტოპ ათეულში კი პირველად 1971 წელს შევიდა ალბომით Master of Reality, რომელმაც მე-8 პოზიცია დაიკავა. Billboard 200-ში ჯგუფი ბოლოს 2013 წელს  შევიდა პროექტით „13”. ალბომმა, რომელიც Black Sabbath-მა მათი ხელახალი გაერთიანების შემდეგ ჩაწერა, ჯგუფს ჩარტის პირველი ლიდერობა მოუტანა.  

თავად ოსბორნს, როგორც სოლო შემსრულებელს, ჯამში 9 ტოპ ათეულის ალბომი აქვს – მინიმუმ ერთი თითოეულ დეკადაში 1980-იანი წლებიდან 2020-იანებამდე. ბოლოს ოსბორნი ტოპ 10-ში 2022 წელს მოხვდა ალბომით Patient Number 9, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა. ოსბორნი ასევე ორჯერ შევიდა Billboard Hot 100-ის ტოპ ათეულშიც: ლიტა ფორდთან დუეტით Close My Eyes Forever (მე-8 პოზიცია 1989 წელს) და პოსტ მელოუნის სიმღერა Take What You Want-ში მონაწილეობისთვის ტრევის სკოტთან ერთად (მე-8 პოზიცია 2019 წელს).

გთავაზობთ Black Sabbath-ისა და ოზი ოსბორნის Billboard 200-ში შესული ყველაზე წარმატებული ალბომების ათეულს, რომელიც „ბილბორდმა” შეადგინა. რეიტინგი დაფუძნებულია ჩარტის ყოველკვირეულ მონაცემებზე.

10. Black Rain, ოზი ოსბორნი

ყველაზე მაღალი პოზიცია: No. 3
თარიღი: 9 ივნისი, 2007

ალბომმა 20 კვირა გაატარა Billboard 200-ში და მოიცავდა სინგლს I Don’t Wanna Stop, რომელმაც, თავის მხრივ,  ხუთი კვირა დაყო მეინსტრიმ როკჩარტის ლიდერის პოზიციაზე. 

9. Blizzard of Ozz, ოზი ოსბორნი

ყველაზე მაღალი პოზიცია: No. 21
თარიღი: 8 აგვისტო, 1981

მიუხედავად იმისა, რომ Blizzard of Ozz ჩარტის ოცეულის მიღმა დარჩა, ოსბორნის სადებიუტო სოლო ალბომმა ჯამში 107 კვირა დაყო ჩარტში, რაც რეკორდული მაჩვენებელია როგორც ოსბორნის, ასევე Black Sabbath-ისთვის. ალბომში შედის ოსბორნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიტი Crazy Train, რომელმაც 1981 წელს მეინსტრიმ როკჩარტის მეცხრე პოზიცია დაიკავა. 

8. Vol. 4, Black Sabbath

ყველაზე მაღალი პოზიცია: No. 13
თარიღი: 23 დეკემბერი, 1972

ბენდის შესაბამისად დასათაურებულმა რიგით მეოთხე ალბომმა ჯამში 31 კვირა გაატარა Billboard 200-ში და გახდა ასევე მეოთხე ალბომი, რომელიც სულ რაღაც ორ წელიწადში, 1970 წლის შემდეგ, ალბომის ტოპ 40-ში შევიდა. 

7. Tribute, ოზი ოსბორნი/რენდი როადსი

ყველაზე მაღალი პოზიცია: No. 6
თარიღი: 13 ივნისი, 1987

ოსბორნის ლაივ ალბომი მოიცავს კომპოზიციებს გიტარისტ რენდი როადსთან ერთად, რომელიც ოსბორნის ბენდში 1970-იანების ბოლოს და 1980-იანების დასაწყისში უკრავდა. როადსი 1982 წელს გარდაიცვალა. 

6. Diary of a Madman, ოზი ოსბორნი

ყველაზე მაღალი შედეგი: No. 16
თარიღი: 19 დეკემბერი, 1981

ოსბორნის რიგით მეორე სოლო ალბომი მუსიკოსის პირველი ჩანაწერია, რომელიც Billboard 200-ის ტოპ ათეულში მოხვდა და მე-16 პოზიცია დაიკავა. ჯამში ალბომმა ჩარტში 75 კვირა დაყო. მასში შედის სინგლი Flying High Again, რომელიც მეინსტრიმ როკჩარტის მეორე ადგილზე გავიდა.

5. 13, Black Sabbath

ყველაზე მაღალი პოზიცია: No. 1 (ერთი კვირა)
თარიღი: 29 ივნისი, 2013

ორმოცდასამი წლის შემდეგ, რაც Billboard 200-ში Black Sabbath-ის დებიუტი შედგა, ბენდმა პირველად მოიპოვა ჩარტის ლიდერი პოზიცია პროექტით „13”, რომელიც ჯგუფის ხელახლა გაერთიანების შედეგად ჩაიწერა. ეს ოსბორნთან ერთად Black Sabbath-ის პირველი სტუდიური ალბომი იყო 1978 წლის Never Say Die!-ს შემდეგ.

4. Paranoid, Black Sabbath

ყველაზე მაღალი პოზიცია: No. 12
თარიღი: 20 მარტი, 1971

ბენდის მეორე სტუდიურმა ალბომმა ჩარტის მე-12 პოზიცია დაიკავა და გამოსცა Black Sabbath-ის ორი Billboard Hot 100-ის ჰიტი: ალბომის სახელწოდების მქონე სიმღერა Paranoid (61-ე ადგილი 1970 წლის დეკემბერში) და Iron Man (52-ე ადგილი 1972 წლის მარტში).

3. Master of Reality, Black Sabbath

ყველაზე მაღალი პოზიცია: No. 8
თარიღი: 25 სექტემბერი, 1971

როცა ჯგუფის მესამე ალბომი ჩარტის მერვე ადგილზე მოხვდა, ეს ბენდის პირველი და ერთადერთი შესვლა იყო ტოპ ათეულში 2013 წლამდე, სანამ ალბომი „13” არ გამოვიდა. 

2. No More Tears, ოზი ოსბორნი

ყველაზე მაღალი პოზიცია: No. 7
თარიღი: 5 ოქტომბერი, 1991

ალბომში შედის ორი Hot 100-ის სინგლი: ალბომის სახელწოდების მქონე სიმღერა No More Tears (71-ე პოზიცია) და Mama, I’m Coming Home (29-ე პოზიცია). ეს უკანასკნელი ოსბორნის ერთადერთ ტოპ 40-ის ჰიტად რჩება Billboard Hot 100-ში. ალბომმა Billboard 200-ის ჩარტში 86 კვირა დაყო, რაც ოსბორნისთვის მეორე ყველაზე მაღალი შედეგია Blizzard of Ozz-ის შემდეგ (107 კვირა).

1. The Ultimate Sin, ოზი ოსბორნი

ყველაზე მაღალი პოზიცია: No. 6
თარიღი: 5 აპრილი, 1986

ალბომმა The Ultimate Sin ოსბორნისა და Black Sabbath-ის ჩანაწერების ჩვენ მიერ შედგენილ რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. 1986 წელს მან Billboard 200-ის მეექვსე პოზიცია დაიკავა და 13 კვირა გაატარა ტოპ ოცეულში, რაც ოსბორნისა და Sabbath-ის ყველაზე მაღალი შედეგია. ალბომში შედის ჰიტ სინგლი Shot In the Dark – ოსბორნის პირველი სოლო სიმღერა, რომელიც Hot 100-ში შევიდა (68-ე პოზიციით). მან ასევე დაიკავა მეინსტრიმ როკჩარტის მეათე პოზიცია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Sexy Bicycle - Color Code (Full Album Visualizer)

Sexy bicycle-ის ახალი ალბომი სახელწოდებით COLOR CODE

შემდეგი სტატია

ქართველი ტენორი მიხეილ შეშაბერიძე ვენეციაში, სან მარკოს მოედანზე წარდგა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლევან შანშიაშვილი - მუსიკოსი

ლევან შანშიაშვილი – მცენარეების იმპულსებით შექმნილი მელოდია, რომელიც არასდროს მეორდება

„ხეები ჩემთვის მუდამ იდუმალებით იყვნენ მოცულნი, მათში სიცოცხლის ამოუხსნელი აზრის განსახიერებას ვხედავდი. სწორედ ამიტომ, ტყე იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ყველაზე მეტად ვუახლოვდებოდი ყოფიერების სიღრმისეულ არსსა და მის განმაცვიფრებელ კანონზომიერებას“. - კარლ გუსტავ იუნგი.
მეტი

საბრინა კარპენტერის Met Gala-ს კაბა კინოფირისგან შეიქმნა

ფირზე აღბეჭდილი კადრები იყო 1954 წლის ფილმიდან „საბრინა“, რომელიც მომღერალმა თავის ყველა დროის ერთ-ერთ საყვარელ ფილმად დაასახელა.
მეტი
Charli xcx - ერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2026 წლის 14 თებერვალი, გერმანია. Arturo Holmes/Getty Images

Charli xcx-მა ახალი სიმღერის, Rock Music-ის თიზერი გაავრცელა, თუმცა განაცხადა რომ როკ-ალბომზე არ მუშაობს

„არასდროს მითქვამს, რომ როკ-ალბომზე ვმუშაობდი“, - განმარტავს Charli xcx, გასულ თვეს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.
მეტი